რისი კატეგორიული წინააღმდეგია ტომ ჰენქსი და რომელი დამსახურებისთვის გახდა ის ამერიკელი სამხედრო რეინჯერების დიდების დარბაზის წევრი
„ოსკარის” ორგზის ლაურეატი და მსოფლიო კინემატოგრაფის ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი, ტომ ჰენქსი, სტივენ სპილბერგის ფავორიტ მსახიობად ითვლება და აღიარებულია თანამედროვე ჰოლივუდის უნიჭიერეს არტისტად, რომელსაც ნებისმიერი ჟანრის ფილმში საკუთარი ქარიზმის წარმოჩენა შეუძლია. გთავაზობთ ფაქტებს ამ ბევრისთვის საყვარელი მსახიობის შესახებ.
* ტომ ჰენქსი დაიბადა 1956 წელს, კალიფორნიაში, ქალაქ კონკორდში, შეფ-მზარეულისა და ოფიციანტის ოჯახში. მშობლების დაშორების შემდეგ, 5 წლის ტომი, უფროს და-ძმასთან ერთად, მამასთან დარჩა საცხოვრებლად, თუმცა ტომი სრულწლოვან ასაკამდე იყო გაშვილებული.
* ტომ ჰენქსი ამერიკის პრეზიდენტის აბრაამ ლინკოლნის დედის, ნენსი ჰენქსის პირდაპირი შთამომავალია.
* ტომ ჰენქსის სიმაღლე 183 სანტიმეტრია.
* თავდაპირველად ტომს ეპიზოდური როლი უნდა ეთამაშა რონ ჰოუარდის მიერ 1984 წელს გადაღებულ ფილმში „ქალთევზა”, რომელიც ჰენქსის პირველ წარმატებულ ფილმად ითვლება. ქასთინგზე ჰოუარდი იმდენად მოიხიბლა მისი თამაშით, რომ მთავარი როლის შესრულება ანდო.
* პირველი ნომინაცია „ოსკარზე” ტომ ჰენქსმა 1988 წელს მიიღო ფილმისთვის „დიდი”.
* ტომ ჰენქსი ორჯერ იყო დაქორწინებული: 1978-1985 წლებში – სამანტა ლიუისზე და 1988 წლიდან – რიტა უილსონზე.
* ტომ ჰენქსს ოთხი შვილი ჰყავს: კოლინი და ელიზაბეთი – სამანტასგან და ჩესტერი და ტრუმანი – რიტასგან.
* ტომ ჰენქსი ეკრანზე გაშიშვლების კატეგორიული წინააღმდეგია.
* სპენსერ ტრეისის შემდეგ, ტომ ჰენქსი მეორე მსახიობია, რომელმაც „ოსკარის” მიღება ზედიზედ მოახერხა: 1993 წელს – ფილმისთვის „ფილადელფია” და 1994 წელს – ფილმისთვის „ფორესტ გამპი”.
* ტომ ჰენქსი ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობად ითვლება: ფილმში „ანგელოზები და დემონები” პროფესორ რობერტ ლენგდონის როლის შესრულებისთვის მან 51 მილიონი ამერიკული დოლარი მიიღო. მასზე მეტი მხოლოდ ჯონი დეპს აქვს მიღებული „კარიბის ზღვის მეკობრეების” მეოთხე სერიაში ჯეკ-ბეღურის როლის განსახიერებისთვის – 56 მილიონი დოლარი.
* ტომ ჰენქსი ამერიკელი სამხედრო რეინჯერების დიდების დარბაზის წევრი და ამერიკის სამხედრო საჰაერო ძალების მნიშვნელოვანი ორდენის მფლობელია. ეს ყველაფერი მან სპილბერგის ფილმში – „რიგითი რაიანის გადასარჩენად” – შესრულებული მთავარი როლისთვის მიიღო.
* ტომ ჰენქსი ამერიკის კინემატოგრაფიის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის ვიცე-პრეზიდენტია.
* ტომ ჰენქსი საბეჭდი მანქანების კოლექციონერია.
* მთავარი როლის შესასრულებლად ფილმში „გარიყული,” ტომ ჰენქსმა წონაში 22 კილოგრამი დაიკლო და წვერი ოთხი თვის განმავლობაში არ გაუპარსავს.
* ტომ ჰენქსი მორწმუნე მართლმადიდებელი და კონსტანტინეპოლის პატრიარქიის მრევლია.
* ტომ ჰენქსი სტივენ სპილბერგთან, ტომ კრუზთან და ნიკოლ კიდმანთან ერთად დაესწრო პრინცესა დაიანას დაკრძალვას.
* ტომ ჰენქსი ბავშვობიდან მეგობრობს მუსიკოს ბრიუს სპრინგსტინთან.
* ტომ ჰენქსი ერთადერთი მსახიობია მსოფლიო კინოს ისტორიაში, რომელმაც მისი თამაშით უკმაყოფილო მაყურებელს (ფილმში „ლარი კრაუნი”) ბილეთებში გადახდილი თანხა უკან დაუბრუნა.
* ფილმ „გარიყულის” გადაღებების დროს ტომ ჰენქსს ფეხი დაუზიანდა, რასაც მოჰყვა სისხლის დაინფიცირება. იგი სასწაულებრივ გადაურჩა სიკვდილს.
* თინეიჯერობის დროს ტომ ჰენქსი ოკლენდის კოლიზეუმში პოპკორნითა და არაქისით ვაჭრობდა.
* ტომ ჰენქსის პირველი მეუღლე, სამანტა ლიუსი კიბოთი გარდაიცვალა.
* ტომ ჰენქსს უნდა ეთამაშა მთავარი როლი ფილმში „ზაზუნას დღე”, მაგრამ, რეჟისორმა ჰაროლდ რემისმა მსახიობი ამ როლისთვის მეტისმეტად დადებით პერსონაჟად ჩათვალა და როლი ბილ მიურეის გადასცა. ტომ ჰენქსს, ასევე, უნდა ეთამაშა მთავარი როლი ფილმში „ჯერი მაგუაერი”, თუმცა, როლი ტომ კრუზს შეხვდა.
* „როდესაც პატარა ვიყავი, ჩემი ოჯახი ხშირად იცვლიდა საცხოვრებელ ადგილს. დედას მხოლოდ დღესასწაულებზე ვხედავდი, მამა კი სხვადასხვა ოჯახში მაშვილებდა. მე არ მყავდა მეგობრები, საერთო ჯამში კი სულ მყავდა 3 დედა, 4 მამა, გამოცვლილი მქონდა 5 სკოლა და 10 სახლი,” – ასე იხსენებს ბავშვობის წლებს ტომ ჰენქსი ერთ-ერთ ინტერვიუში.
* თეატრში თამაში ტომ ჰენქსმა ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის პერიოდში დაიწყო. მოგვიანებით ის კალიფორნიის უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტზე მოეწყო და რეგულარულად იღებდა მონაწილეობას „შექსპირის ფესტივალში,” ოჰაიოს შტატში.
* ტომ ჰენქსის საყვარელი მომღერლები არიან: ელვის პრესლი და პატრიკ რონდატი.
* თავდაპირველად, ფილმში „ფორესტ გამპი” მთავარ როლზე პრეტენზიას აცხადებდნენ ჯონ ტრავოლტა, ბილ მიურეი და ჩევი ჩეიზი, თუმცა, პროდიუსერებმა მათ ტომ ჰენქსი ამჯობინეს.
* ტომ ჰენქსი ბეისბოლის კლუბ „კლივლენდ ინდიანსის” ქომაგია; გარდა ამისა, ის ინგლისურ საფეხბურთო კლუბს – „ასტონ ვილას” ქომაგობს და ერთ-ერთ ტელეშოუში ამ კლუბის მაისურით გამოჩნდა; ზურგზე ნომერი „1“ და გვარი „ჰენქსი” ეწერა.
* ტომ ჰენქსს სტივენ სპილბერგის სამ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული („რიგითი რაიანის გადასარჩენად”, „დამიჭირე თუ შეძლებ” და „ტერმინალი”) და სამივეში მთავარი როლი აქვს შესრულებული.
* ერთხანს ტომ ჰენქსი სასტუმროში პორტიედ მუშაობდა და არაერთი ცნობილი ჰოლივუდელი ვარსკვლავის ბარგი აუტანია სასტუმროს ნომერში, მაგალითად, სიდნი პუატიეს, შერისა და ბილ უიზერსის.
* ტომ ჰენქსთან ერთად, 9 ივლისს დაბადების დღეს აღნიშნავენ: კორტნი ლავი, ოჯეი სიმფსონი, დონალდ რამსფელდი და კრის კუპერი.
* ტომ ჰენქსის ხუთი საყვარელი ფილმია: „2001: კოსმოსური ოდისეა”, „ნათლიმამა”, „ფარგო”, „სპილო” და „ბუგის ღამეები”.
* ტომ ჰენქსის სახელს ატარებს ასტეროიდი – „12818 ტომ ჰენქსი”.
* ტომ ჰენქსის საყვარელი რეჟისორია სტენლი კუბრიკი.
* ტომ ჰენქსი ბარაკ ობამას მხარდამჭერია საპრეზიდენტო არჩევნებზე.
* 2011 წლის 1 თებერვალს ტომ ჰენქსი ბაბუა გახდა: მის ვაჟს, კოლინ ჰენქსს, ქალიშვილი, ოლივია ჯეინ ჰენქსი ეყოლა.
* „ოცზე მეტ ფილმში მაქვს მონაწილეობა მიღებული და მხოლოდ ხუთ მათგანზე შემიძლია, ვთქვა, რომ კარგია”, – ტომ ჰენქსი საკუთარი ფილმოგრაფიის შესახებ.