კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ მიიღო ანტონიო მარასის ახალი კოლექცია დიდ გამოწვევად

უკვე დროა, ანტონიო მარასმა ამ მოდურ სისულელეებს თავი დაანებოს და საკუთარი თავი ფილმების კეთებას მიუძღვნას. ჯონ გალიანოს მოდიდან წასვლის შემდეგ ის ერთადერთი დიზაინერია, რომელიც ასე ლამაზად ხატავს კინოკადრებს სამოსზე. ეს არის მარასი თავისი მთავარი გამოწვევით – აქციოს კოსტიუმი პერსონაჟად, მაგრამ, არის კი ეს მოდა? – ეს არის მთავარი კითხვა, რაც მოდის კრიტიკოსებს აქვთ მის მიმართ.
 მარასის შემოდგომა-ზამთრის პრეტ-ა-პორტე კოლექციის ინსპირაციის წყარო მილი იყო – მომღერალი, რომელიც გასული საუკუნის ოციან წლებში ისევე წარმოადგენდა მილანის ცოცხალ მეტაფორას, როგორც პიაფი – პარიზს და ლოტე ლენია – ბერლინს. ის იყო სიცოცხლეზე უზომოდ შეყვარებული, საოცრად ემოციური ქალბატონი, იტალიის მეფის საყვარელი და იდეალური კანდიდატი მარასის ჯერ კიდევ კოლეჯში ჩამოყალიბებული ხელწერის ტექნიკის გადმოსაცემად. მარასმა მილის სამოსი წარმოადგინა როგორც სუვენირები, რომლებიც მომღერალმა მიუძღვნა ყველას, ვისთანაც იყო, ყველას, ვინც უყვარდა. გობელენის ქსოვილების ნაჭრები, მამაკაცის კოსტიუმის ფრაგმენტი, ორად გახლეჩილი ქურქები, ბეწვის დეტალები, თეატრის წითელი ფარდის ასოციაციები სამოსზე – ეს ყველაფერი მარასმა ახალ კოლექციაში გამოიყენა და ულამაზეს მომღერალს მიუძღვნა. ცალკე აღნიშვნის ღირსია ორმოცდახუთი უნიკალური ჩანთა და ფეხსაცმელი, რომელიც ხელოვნების ნიმუში უფროა, ვიდრე პრეტ-ა-პორტე სამოსი.
 მილის სახასიათო, უსაყვარლესი „ტრენჩი” – ქსოვილის ლაბადა, ამჯერად მარასმა ახლებურად შეფუთა. ბეწვის სახელოები და გობელენის ჩადგმები ახალ სიცოცხლეს აძლევს საუკუნის წინ პოპულარულ სამოსს. საღამოს კაბები და ბლუზები პირდაპირ იყო გადატანილი: მილის საყვარელი ღრმად დეკოლტირებული ზედატანები, ნაზი, ჰაეროვანი ქსოვილისგან შექმნილი, სექსუალურად გულამოღებული სიფრიფანა კაბები. მაგრამ, მოდის კრიტიკოსები მაინც ვერ წყნარდებიან და არადადებითად აფასებენ მარასის „გამოწვევას”, რადგან, ამ „ხელოვნების ნიმუშებს” მოდურ ნეკროფილიად მიიჩნევენ და არასაინტერესო წარმოდგენას ადარებენ. თუმცა, ეს სამოსი მარასის მიმდევრებს მხოლოდ საყურებელ ხელოვნების  ნიმუშებად ნამდვილად არ აღუქვამთ და მათ აბსოლუტურად ვეთანხმები. გასული საუკუნის პირველი დეკადის რომანტიკული განწყობები სამოსშიც გადმოსულია, მაგრამ, ეს ოცდამეერთე ქაოსურ საუკუნესაც ჰმატებს სულიერებას. მართალია, კოსტიუმები ყოველდღიური, იოლად და კომფორტულად სატარებელი არ არის, მაგრამ, ხანდახან ხომ გვინდა, თავი იმ არსებად ვიგრძნოთ, რომელსაც ლექსებს უძღვნიდნენ და აივნების ქვეშ უმღეროდნენ, ანუ, გავიხსენოთ დრო, რომელიც დიდი ხანია წავიდა?!
 ჩვენების დასრულებისას პოდიუმზე შავი ვარდების ცვენა დაიწყო, რის პარალელურადაც მილის სიმღერა ჩაირთო, რამაც საერთო სევდიანი განწყობა გამოიწვია.

скачать dle 11.3