კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ძალა გააჩნია კონკრეტულ ნათქვამ სიტყვას და არის თუ არა საშიში ადამიანის ჯანმრთელობისთვის უკონტროლო ემოცია

 ადამიანის მიერ წარმოთქმულ ყოველ სიტყვას უდიდესი ენერგეტიკული ძალა აქვს. ამიტომ, უნდა აკონტროლოთ ემოცია და აზრები, რომ უნებურად, რამე არასასურველი არ წამოგცდეთ, რადგან, ბოლოს ყველაფერი ბუმერანგივით დაგიბრუნდებათ უკან და, შესაძლოა, ცხოვრებაში სერიოზული უსიამოვნებების მიზეზიც კი გახდეს. თუ რატომ უნდა ვაკონტროლოთ ემოციები და სიტყვები, კომენტარი ვთხოვეთ ეზოთერიკოს ბატონ გიორგის, რომელიც წლებია ამ კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით, უცხოელ კოლეგებთან ერთად აწარმოებს კვლევებს.

გიორგი: დღეს, ცნობილ ეზოთერიკოსებთან ერთად, არაერთი კვლევის წარმოების პროცესშიც ვარ ჩაბმული. წლების წინ, მეც ვერ ვიფიქრებდი, რომ სიტყვას, ემოციას, ამა თუ იმ ნივთის ტარებას, რაიმე ზეგავლენის მოხდენა შეეძლო კონკრეტულ ადამიანზე. მაგრამ, დღეს ამაში სავსებით დარწმუნებული ვარ. მოკლედ, თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ სიტყვას უდიდესი ძალა გააჩნია და ეს, ალბათ, ბევრმა საკუთარ თავზეც გამოსცადა. სიტყვა გარკვეულ ენერგეტიკას ატარებს და უდიდესი ზემოქმედების მოხდენაც შეუძლია. თუმცა, ძალა არა თავად წარმოთქმულ სიტყვას აქვს, არამედ, იმ ენერგიას, რაც უშუალოდ მას მოჰყვება. ერთმა ახლობელმა მკითხა, შესაძლებელია თუ არა, ემოციის გარეშე თქვა სიტყვა და მას რაიმე ძალა გააჩნდესო. საერთოდ, რაც მეტად გაბრაზებული საუბრობს და მძაფრია ემოციური ფონი, მით მეტი ძალა აქვს სიტყვას, ანუ, მით მეტ ენერგეტიკას იძენს ის, მეტი ზემოქმედება შეუძლია სხვა ადამიანზეც და თავად მთქმელზეც.
– ამას ეზოთერიკოსები „სიტყვით გათვალვას“ უწოდებენ, არა?
– გეთანხმებით. ამას, შესაძლოა, სიტყვით გათვალვაც ვუწოდოთ. სიტყვით გათვალვა საკუთარ თავზე მაქვს დაცდილი. მაგალითად, მახსოვს, ბავშვობაში უფროსი რომ მეტყოდა, ფრთხილად, თითი არ გაიჭრაო, ზუსტად მაშინ მეჭრებოდა თითი. თუ დაჟინებით მეტყოდნენ, არ გაცვია თბილად და გაცივდები, ასე ნუ გახვალ გარეთო, მართლა ვცივდებოდი. ანუ, რაზეც  დაჟინებით მიმახვილებდნენ ოჯახის წევრები ყურადღებას, ზუსტად ის მემართებოდა. ეს, რასაკვირველია, თავად არ უნდოდათ, მაგრამ, ძალიან ემოციურად წარმოთქვამდნენ და მათი ნათქვამი, წინასწარმეტყველებასავით, წამებში მიხდებოდა. სწორედ ეს არის სიტყვით გათვალვა. ამ დროს თქვენ თავს ვერ დაიცავთ, უბრალოდ, ვინც თქვენს დაცვას ცდილობს, ასე პირდაპირ კი არ უნდა გაფრთხილებდეთ, არამედ, ჩუმად, გულში უნდა ფიქრობდეს – ნეტავი, არ დაშავდეს; ნეტავ, თითი არ გაიჭრას, ან, ნეტავ არ გაცივდესო.
– ასეთი ქმედების დროს ადამიანის გათვალვა არ ხდება?
– ასეთი ქმედება კი არ გაგთვალავთ, პირიქით, დაგიცავთ შესაძლო საფრთხისა და წინაღობებისგან. ავმა სიტყვამ და თვალმა, შესაძლოა, ჯანმრთელობის გაუარესებაც კი გამოიწვიოს, მაგალითად – სიგამხდრე, კრუნჩხვა, პესიმიზმი, ნევროზი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და ასე შემდეგ. ხშირად მაქვს შეხება მსგავს ფაქტებთან. პათოლოგია წარმოიქმნება იმ არეალში, რომელზეც კონცენტრირებულია უარყოფითი ენერგიის მუხტი. მსგავს დეფორმაციას კი ვერც ერთი თერაპევტი და ტომოგრაფიული აპარატი ვერ აღმოაჩენს და დააფიქსირებს. ზოგჯერ, როცა ადამიანი თავს ცუდად გრძნობს, ექიმს აკითხავს, მას კი დიაგნოზის დასმა უჭირს. შესაბამისად, სიტუაცია თვალსა და ხელს შუა რთულდება. ბევრი ეზოთერიკოსი ამტკიცებს, რომ, ამის მიზეზი, შესაძლოა, კონკრეტული ადამიანის მისამართით, ემოციურ ფონზე წარმოთქმული უარყოფითი სიტყვები იყოს.
– ამის დიაგნოსტიკა დღეს ვერ ხერხდება?
– სამწუხაროდ, დღეს მსგავსი რამის დიაგნოსტიკის მხოლოდ ერთი მეთოდი არსებობს, ეს არის ბიოლოკაცია. შესაბამისად, პათოლოგიის ლიკვიდაცია შეუძლია მხოლოდ პარაფსიქოლოგს. ამიტომ, თუ ადამიანი ფიქრობს, რომ მისი ავადმყოფობის მიზეზი თვალი ან უარყოფითი ენერგეტიკით დამუხტული სიტყვაა, მკურნალობის დაწყებამდე აუცილებლად უნდა აღიდგინოს აურა და არასასიამოვნო შედეგებს ამით დააღწიოს თავი. სხვათა შორის, გათვალვით გამოწვეული ავადმყოფობების მკურნალობის კურსი ყოველთვის გართულებებით მიმდინარეობს. ზოგ შემთხვევაში კი, მკურნალობის კურსი არ არის საკმარისი. ხშირია შემთხვევა, როცა ბედნიერი, წარმატებული ადამიანი უეცრად ხდება ხელმოცარული და წარუმატებელი და გამოსავალს, სამწუხაროდ, თვითმკვლელობაში ხედავს... არ შეიძლება, წარმატებული ადამიანი უცბად გახდეს ცუდად,  იგრძნოს, რომ ჯანმრთელობა უმიზეზოდ შეერყა, სამყარომ ზურგი აქცია და, ამიტომ, უნდა, თვითმკვლელობით დააღწიოს თავი ამ ყველაფერს. შემთხვევით არაფერი ხდება, ყველა მოვლენას თავისი კანონზომიერება აქვს და ეს კანონზომიერებები ჩვენზეც მოქმედებს – ზოგზე დადებითად, ზოგზეც – უარყოფითად.
– მოხუცებისგან მსმენია ანდაზა: ერთი ადამიანის თვალმა მეორე ადამიანის ბედნიერება შეჭამაო. რაზეც თქვენ საუბრობთ, ეს ამის დასტურია?
– დიახ, სწორედ ასეა, ოღონდ, პირდაპირი გაგებით არ უნდა მიიღოთ. შურიანი ადამიანის ავმა თვალმა, შეიძლება, ავტოკატასტროფაც გამოიწვიოს, ამას დიდი მსხვერპლიც მოჰყვეს და ამაში არაფერია მისტიკური. ეს ავი თვალის მოქმედების შედეგია ცოცხალ ორგანიზმზე. წინათ ბავშვებს არიდებდნენ ავი მზერის მქონე და მოლაყბე ადამიანებს, რომ მათ სიტყვით ან თვალით არ მიეყენებინათ ზიანი. დედაჩემს ძალიან სწამდა მსგავსი რამეების და ცდილობდა, ეზოს გარეთ არ გავსულიყავი. დაბადებიდან სუსტი ბავშვი ვიყავი. წარმოიდგინეთ, საკმარისი იყო, ვინმეს ცუდი თვალით შემოეხედა და მაშინვე მეწყებოდა თავის ტკივილი, მიწევდა სიცხე. გიჟდებოდნენ ჩემი მშობლები. დედაჩემი კი მაშინვე მიმარბენინებდა მეზობლად მცხოვრებ ქალთან შესალოცად. თქვენ წარმოიდგინეთ, შელოცვის პირველი სიტყვებიდანვე ვგრძნობდი შველას. თავის ტკივილიც მეხსნებოდა და სიცხეც ნორმაში დგებოდა. გიჟები კი არ იყვნენ ჩვენი წინაპრები, ასეთ რამეებს რომ აქცევდნენ ყურადღებას! დედაჩემი, ძილის წინ, სულ მიკითხავდა შელოცვებს და, ისე მსიამოვნებდა, ის განცდა არასდროს დამავიწყდება.
– მართალია, რომ შელოცვები ადამიაის ინტუიციასა და გონებას ავითარებს?
– შელოცვები, ინტუიციასაც ავითარებს და ადამიანს მეტად კონცენტრირებულსა და წინდახედულსაც ხდის. ადრე ამას ყოველდღიურად აკეთებდნენ. შელოცვა საკმარისი იყო, რომ ნებისმიერი საფრთხისგან დაეცვა თავი ადამიანს და დაავადებისგანაც განკურნებულიყო. ექიმბაში, სანამ ბალახეულ წამალს დაალევინებდა ავადმყოფს, ჯერ შელოცვის კურსს უნიშნავდა. ამ შელოცვას კი, თავად უკითხავდა წამლის გაკეთების პროცესში,  რომ მკურნალობას უფრო სწრაფი და დადებითი შედეგი ჰქონოდა. დღეს კი, წამოსტკივდება თუ არა ბავშვს თავი, ექიმთან მიარბენინებენ და წამლებით ჭყიპავენ. წინათ კი შელოცვებით უხსნიდნენ ბავშვებს შიშებს, ტკივილებს, იცავდნენ მათ გათვალვისა და ავი მზერისგან.

скачать dle 11.3