კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შტოში ადამიანის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი პროდუქტია


შტოში მდიდარია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებითა და მინერალური მარილებით, ასევე, პექტინებითა და მთრიმლავი ნივთიერებებით, კერძოდ, ფლავონოიდებით. შტოშს აქვს ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული და გამაჯანსაღებელი თვისება, ხელს უწყობს ჭრილობის ადვილად შეხორცებას.
შტოშის ცოცხალი ნაყოფი, ახალი წვენი, კისელი და მურაბა აძლიერებს კუჭის წვენის გამოყოფას. გარდა ამისა, შტოშით მკურნალობენ გასტრიტს დაბალი მჟავიანობითა და კუჭქვეშა ჯირკვალს. ეს მჟავე კენკრა ხელს უშლის თირკმელებში ქვების წარმოქმნას და ვენების ვარიკოზულ გაგანიერებას.
შტოშის წვენი, ჭარხლის წვენთან ერთად, საგრძნობლად აქვეითებს არტერიულ წნევას, ხელს უწყობს სისხლძარღვების ელასტიკურობას, სასარგებლოა გულის მუშაობისთვის, აძლიერებს მადას, აუმჯობესებს საკვების ათვისებას, აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედებას, ორგანიზმიდან გამოდევნის ზედმეტ სითხეს.
გაითვალისწინეთ, შტოში ეკრძალებათ მაღალი მჟავიანობის, გასტრიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულით დაავადებულ ადამიანებს და მათ, ვისაც ღვიძლის დაავადებები აწუხებთ.

ყველი მამაკაცურ ძალას აძლიერებს, პომიდორი კი მავნე ჩვევის დაძლევაში გეხმარებათ
პომიდორი, ისევე, როგორც ტკბილი წიწაკა, კარტოფილი და ბადრიჯანი, მდიდარია ნიკოტინის მჟავათი. თუ ადამიანის ორგანიზმი საკმარისად იღებს ნიკოტინის მჟავას, შესაბამისად, სიგარეტისადმი მოთხოვნაც ნელდება.
ასე რომ, თუ სიგარეტის გადაგდება გინდათ, შეგიძლიათ, მიირთვათ ზემოთ ჩამოთვლილი ბოსტნეული, მათ შორის კი, რაც შეიძლება მეტი პომიდორი.
ყველი ბევრს უყვარს, მაგრამ ცოტამ თუ იცის, მისი სასიკეთო თვისებების შესახებ. ყველის სუნი აღვიძებს მადას, ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი წვენის გამოყოფას და საკვების ათვისებას.
ყველი მამაკაცურ ძალასაც აძლიერებს, რადგან ის ადვილად მოსანელებელ ცილებს შეიცავს. ყველში შემავალი კომპონენტები მამაკაცის პოტენციას ამაღლებს, ამისთვის კი საჭიროა, დღეში რამდენიმე ნაჭერი ჭამოთ.

ვაშლი გიშველით შეკრულობის დროს, ქაცვის ზეთი კი კუჭის წამალია
ვაშლი დაბალკალორიული ხილია, შეიცავს დიდი რაოდენობით კალიუმს, შედარებით ნაკლებ C ვიტამინს. აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, თავიდან აგაცილებთ შეკრულობას, კლავს შიმშილის გრძნობას. ასევე, ის მდიდარია პექტინებით, რომლებიც სკლეროზის, კორონარული დაავადების, გულის ინფარქტის საწინააღმდეგო ეფექტს ახდენს და სისხლში შაქრის ოდენობას ამცირებს.
გახეხილი ვაშლის საფენები აჩქარებს ღია და ჩირქოვანი ჭრილობების შეხორცებას.
ქაცვი სასარგებლო ნივთიერებებისა და ვიტამინების საბადოა. ის შეიცავს ასკორბინის მჟავას, ფოლიუმის მჟავას, ორგანულ მჟავებს, ზეთს, შაქარს, A, B1 და B2 ვიტამინებს.
ქაცვის ზეთს კუჭის წყლულის, თორმეტგოჯა ნაწლავისა და კანის წყლულოვანი დაავადებების სამკურნალოდ ოდითგანვე იყენებდნენ. ის ასევე, კარგია გინეკოლოგიური დაავადებების დროსაც.

ყოველდღიურ რაციონში აუცილებლად ჩართეთ სტაფილო, კეფირი, ხაჭო და კომბოსტოს მწნილი
თმა კანის ზედაპირზე ამოსული ღეროსა და ფოლიკულში განლაგებული ძირისგან შედგება. თმის ბოლქვში მოთავსებული ნერვული ბოჭკოები და სისხლძარღვები მას გამრავლებისთვის აუცილებელი მკვებავი ნივთიერებებით ამარაგებს. ერთი თვის განმავლობაში თავზე თმა დაახლოებით ერთი სანტიმეტრით იზრდება, თმის სიცოცხლის ხანგრძლივობა კი შეზღუდულია – გარკვეული დროის შემდეგ „ძველი“ ღერები ცვივა და მათ ადგილს ახალი იკავებს. თმის ძლიერი ცვენა ორგანიზმის ავადმყოფურ მდგომარეობაზე მიუთითებს, რაც კომპლექსურ მკურნალობას საჭიროებს.
თმის ცვენის შესაჩერებლად ხალხურ მედიცინაში ყველაზე ეფექტური საშუალებაა მუხის ქერქისა და ხახვის ფურცლების ნახარში: აიღეთ ნედლეული თანაბარი რაოდენობით, ერთ ჭიქა ნარევს დაასხით 1 ლიტრი ადუღებული წყალი და ნახევარი საათის განმავლობაში ხარშეთ ნელ ცეცხლზე, მერე გააცივეთ და გადაწურეთ. თავის დაბანის შემდეგ, თმა ამ ნახარშით დაისველეთ და შემოიხვიეთ თავსაფარი.
თმის ძირების გამაგრების საუკეთესო საშუალებაა, ასევე, აბუსალათინის ზეთი, რომელსაც დაბანამდე თავის კანში შეიზელთ. პროცედურის ხანგრძლივობა ათი წუთია.
ნაადრევი გამელოტების დროს სასარგებლოა, საკვებ რაციონში ქაცვის ნაყოფი ჩართოთ, სვათ სვიის გირჩების ნაყენი და მისი ნახარშით დაიბანოთ თავი.
თმის მდგომარეობა დამოკიდებულია როგორც მემკვიდრეობაზე, ასევე, გარეგან ზემოქმედებასა და ადამიანის საერთო მდგომარეობაზე. ამიტომ, გარდა იმისა, რომ თმას უნდა მოუაროთ, ჯანსაღი წესით უნდა იცხოვროთ და სწორად იკვებოთ. თქვენს რაციონში უნდა შედიოდეს ორგანიზმისთვის საჭირო ყველა აუცილებელი მკვებავი ნივთიერება. დიდი მნიშვნელობა აქვს ხორცს, თევზს, რძის პროდუქტებსა და პარკოსნებში შემავალ ცილებს. ასევე, აუცილებელია ნაღების კარაქი და მცენარეული ზეთი.
მარცვლეულის კერძები ხელს უწყობს კერატინის წარმოქმნას. თმამ აუცილებელი ვიტამინებისა და მინერალური მარილების საკმარისი რაოდენობა რომ მიიღოს, ორგანიზმს ბოსტნეული და ხილი ესაჭიროება. ასევე, აუცილებელია მინერალური წყალი, მწვანე ჩაი და წვენების ხშირად სმა.
რეგულარული ვარჯიში კი სისხლის მომარაგებას აუმჯობესებს, რაც თმის ძირებში ჟანგბადისა და მკვებავი ნივთიერებების გადასვლას უზრუნველყოფს. თქვენს რაციონში აუცილებლად უნდა იყოს: სტაფილო, კეფირი, ხაჭო, ვაშლი, კომბოსტოს მწნილი. თმას არ უყვარს ბევრი ტკბილი და გაზიანი სასმელი – ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ.

რომელი საკვები გამოირჩევა აღმგზნები და დამამშვიდებელი ეფექტებით
მცენარეული საკვები მდიდარია უჯრედისით. ის განაპირობებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის კარგად მუშაობას, იცავს ადამიანის ორგანიზმს ათეროსკლეროზისა და კიბოსგან. მასში არ არის ქოლესტერინი. მაგალითად, სოია თვითონ განაპირობებს სისხლში ქოლესტერინის დონის შემცირებას.
ხილი და ბოსტნეული მდიდარია ვიტამინებითა და მინერალური ნივთიერებებით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმუნიტეტის შესანარჩუნებლად. ფიტონციდები, რომლებიც მცენარეულ საკვებში შედის, თრგუნავს ნაწლავებში მიმდინარე ლპობის პროცესებს.
ვეგეტარიანელები, ფაქტობრივად, არ ავადდებიან გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით, ჰიპერტონიითა და დიაბეტით. ასევე, ისინი დიდხანს ცოცხლობენ. ეს დაკავშირებულია არა მარტო კვებასთან, არამედ იმასთანაც, რომ ვეგეტარიანელები მეტ ყურადღებას უთმობენ საკუთარ ჯანმრთელობას.
არსებობს აღმგზნები და დამამშვიდებელი ეფექტის მქონე საკვებიც. დამამშვიდებელს მიეკუთვნება: ხილი, ბოსტნეული, რძე, კარაქი, მარცვლოვანი კულტურები, ხოლო აღმგზნებია: ხორცი, თევზი, კვერცხი, სანელებლები და ალკოჰოლური სასმელები.
თუ კარგად დააკვირდებით საკუთარ ორგანიზმს, ადვილად მიხვდებით, რომელი საკვები გჭირდებათ.

გაიძლიერეთ მეხსიერების ხარისხი სამკურნალო ბალახების ნაყენებით
მეხსიერების გასაუმჯობესებლად უძველესი დროიდან იყენებდნენ სამკურნალო ბალახებს, რომელთა რეცეპტებსაც ახლა შემოგთავაზებთ:
* 2 სადილის კოვზ დაქუცმაცებულ ასკილს შეურიეთ 1 სადილის კოვზი პიტნა, თირკმლის ჩაი და არყის ხის ფოთლები, ასევე, თითო სადილის კოვზი ორავანდის ფესვები და გახეხილი სტაფილო. 2 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ ნახევარი საათით წყლის ორთქლზე. გააცივეთ, გაწურეთ და დაასხით ანადუღარი წყალი საწყისი ოდენობის მისაღებად. მიიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა ნაყენი სამჯერ დღეში, ჭამის შემდეგ.
* თანაბარი რაოდენობით შეურიეთ ერთმანეთს დაქუცმაცებული ნეგო, კრაზანა, გვირილა და არყის ხის კვირტები. ჩაყარეთ მინის ჭურჭელში და თავი დაახურეთ. 4 სადილის კოვზ ნარევს დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ ნახევარი საათით, შემდეგ გაწურეთ და საღამოს დალიეთ 1 ჩაის კოვზი თაფლით გაზავებული 1 ჭიქა თბილი ნაყენი. დილით შეათბეთ დარჩენილი 1 ჩაის ჭიქა ნაყენი, დაამატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი და მიიღეთ უზმოზე. ერთი საათის შემდეგ კი შეგიძლიათ, ისაუზმოთ.
მოციმციმე არითმია სიცოცხლისთვის საშიშია
ადამიანის გული შედგება წინაგულებისა და პარკუჭებისგან. წინაგულებში არსებობს სინუსის კვანძები, რომლებშიც გამომუშავდება იმპულსები.
გულის არითმიების განვითარების საფუძველი შეიძლება იყოს იმპულსის წარმოქმნის მოშლა და იმპულსის გატარების დარღვევა. მოციმციმე არითმიის დროს დარღვეულია სწორედ იმპულსის წარმოქმნა. ამ დროს წინაგულები კარგავს სინქრონული შეკუმშვის უნარს და იწყებს ქაოსურ ციმციმს.
წინაგულების ციმციმი განპირობებულია თავად გულის პათოლოგიით ან გარეშე ფაქტორების მავნე ზემოქმედებით. მისი აღმოცენების ძირითადი მიზეზია მიოკარდიუმის ინფარქტი, ჟანგბადის ნაკლებობა, თირეო-ტოქსიკოზი, გულის მანკი, მედიკამენტური ინტოქსიკაცია, ჰიპერტონიული დაავადება, გულის ინფექციური დაზიანება.
ასაკში შესული ადამიანებისთვის ახლად აღმოცენებული მოციმციმე არითმია შეიძლება, ფარულად მიმდინარე იშემიის, ანუ გულის კუნთის კვების მოშლის შედეგი იყოს. ხოლო, ახალგაზრდებში კი ამის მიზეზი ხშირად მიტრალური სარქველის პროლაფსის არასწორი მუშაობის შედეგია.
არის ისეთი მდგომარეობაც, როცა არითმია დაავადების არსებობის გარეშეც აღმოცენდება, მაგალითად, ალკოჰოლის ჭარბად მიღებისას. მოციმციმე არითმიის განვითარების დიდი რისკია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა თან ახლავს მაღალი არტერიული წნევა. წინაგულების ციმციმი შეიძლება ასოცირებული იყოს სხვა სახის არითმიასთან და იმპულსის გატარების მოშლასთან.
ხშირად ასეც ხდება, რომ დაავადება პირველი გამოვლენის დროს გართულებულია. ხშირად მას თან ერთვის ტაქიკარდია, ანუ პულსის გახშირება. ამ დროს გული დიდ სამუშაო დატვირთვას იღებს, რის შედეგადაც შეიძლება, აღმოცენდეს ტკივილი მკერდის ძვლის უკან. ეს კი, სტენოკარდიის ან მიოკარდიუმის ინფარქტის ერთ-ერთი ნიშანია.
არითმიის გამო შეიძლება, დაქვეითდეს გულის მუშაობის ეფექტურობა, რაც მეორე გართულებას, კერძოდ კი, გულის უკმარისობის მიზეზად შეიძლება იქცეს.
წინაგულების მწვავედ აღმოცენებული ციმციმის დროს მკურნალობის მიზანია პარკუჭების შეკუმშვათა სიხშირის შემცირება და ნორმალური რიტმის აღდგენა. უმჯობესია, არითმიის აღმოცენებისთანავე, პირველ დღეებშივე ჩაიტაროთ მკურნალობის კურსი.
მოციმციმე არითმიის დროს წინაგულებში მკვეთრად ნელდება სისხლის დინება. ეს კი თრომბების აღმოცენების მიზეზი ხდება. როცა მკურნალობის შედეგად გულის მუშაობის ნორმალური რიტმი აღდგება, შესაძლებელია, თრომბის ფრაგმენტები მოწყდეს და რომელიმე ორგანოს სისხლძარღვებს დაეცოს. უფრო ხშირად ეს ხდება თავის ტვინის სისხლძარღვებში, რის შედეგადაც ვითარდება ინსულტი.
ამიტომ, მკურნალობაში აუცილებლად უნდა ჩაერთოს ის პრეპარატები, რომლებიც სისხლის შედედების უნარს ამცირებს.

скачать dle 11.3