კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ არის ესპანური ფეხბურთის ბასკური მომავალი და რამდენ მილიონ ევროდ იყიდა პარიზულმა გრანდმა ბრაზილიელი ტალანტი – ლუკას მოურა

მათ შესაძლებლობებში არავის ეპარება ეჭვი – ისინი თანამედროვე მსოფლიო ფეხბურთის მომავალი ვარსკვლავები არიან, რომლებსაც ახლო მომავალში საქმისა და სტატუსების გადაბარება მოუწევთ კრიშტიანუ რონალდუს, ლიონელ მესისა თუ ზლატან იბრაჰიმოვიჩისგან...
გთავაზობთ მსოფლიო ფეხბურთის თინეიჯერი ვარსკვლავების ტოპ-თხუთმეტეულს
მარიო გიოტცე
მარიო გერმანიის მომავლად ითვლება, მას უკვე მიიჩნევენ დორტმუნდის „ბორუსიის” შეტევების ლიდერად და ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელად ბუნდესლიგაში. 19 წლის გიოტცეს გაბრწყინებას მთელი გერმანია ელის.
ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი
ჩემბერლენმა თავისი პირველი მატჩი „არსენალის” შემადგენლობაში 18 წლის შესრულებიდან რამდენიმე დღეში ითამაშა. მას შემდეგ ის ლონდონელების ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელად ითვლება და მასზე დიდ იმედებს ამყარებენ ინგლისის ნაკრებში, რომელთან ერთადაც უკვე იასპარეზა ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე.
რიო მიაჩი
19 წლის იაპონელი ტალანტი „არსენალის” საკუთრებაშია, თუმცა, იჯარით პრემიერ-ლიგის სხვადასხვა გუნდში ასპარეზობს. „ბოლტონის” შემდეგ იმედისმომცემი აზიელი ამჯერად „უიგანმა” ინათხოვრა და, დამაჯერებელი თამაშით მიაჩმა დაამტკიცა, რომ არსენ ვენგერი არ შემცდარა, როდესაც იაპონელი გადმოიბირა.
იკერ მუნიანი
ბასკური საფეხბურთო სკოლის აღზრდილი ამჟამად ბილბაოს „ატლეტიკის” ღირსებას იცავს და მომავალში ესპანეთის ნაკრებში ლიდერის თანამდებობას გადაიბარებს ჩავისა და ანდრეს ინიესტასგან. მუნიანიზე უკვე ნადირობენ ესპანური გრანდები და ინგლისური ტოპ-კლუბები.
ლუკას მოურა
ბრაზილიელი ტალანტი  სულ ახლახან გახდა 20 წლის და 2013 წლიდან იგი ფრანგული „პარი სენ-ჟერმენის” რიგებში ჩაირიცხება. მოურა ბრაზილიის ახალი თაობის ვარსკვლავად მიიჩნევა და მასზე და მის თანატოლებზე ამყარებენ იმედებს პენტაკამპეონები, რომ, 2014 წლის მუნდიალზე ოქროს მედლებს მოიგებენ. ცნობისთვის მოურას ტრანსფერი „პარიზ სენ-ჟერმენს”  45 მილიონი ევრო დაუჯდა.
რომელუ ლუკაკუ
კონგოლეზური წარმოშობის ბელგიელი თინეიჯერი ვარსკვლავი „ჩელსის” ეკუთვნის, თუმცა, ახალგაზრდული ასაკის გამო, მან ჯერაც ვერ მოახერხა ფეხის მოკიდება „არისტოკრატების” რიგებში და, ამიტომაც, იჯარის წესით, მეორეხარისხოვან კლუბებში არის განათხოვრებული, მაგალითად, „ვესტ ბრომვიჩ ალბიონში”.
პოლ პოგბა
ფრანგ პოლ პოგბას 19 წელი 2012 წლის მარტში შეუსრულდა და სწორედ იმ პერიოდში შედგა მისი დებიუტი „მანჩესტერ იუნაიტედის” შემადგენლობაში, ახლა კი იმედისმომცემი ფეხბურთელი „იუვენტუსის” რიგებში ირიცხება. პოგბას საფრანგეთის ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები და ახლო მომავალში იგი სამფეროვანთა ეროვნული გუნდის სრულუფლებიანი წევრიც გახდება.
რაჰიმ სტერლინგი
„ლივერპულის” 17 წლის შემტევის დებიუტი „წითლების” შემადგენლობაში 2012 წლის მარტში შედგა და ის ამ კლუბის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტის სახელს ატარებს. სტერლინგით, თავის დროზე, წამყვანი ბრიტანული კლუბები იყვნენ დაინტერესებულნი, თუმცა, „ლივერპულმა” იმედისმომცემი ტალანტი არსად გაუშვა.
ჯოელ კემპბელი
არსენ ვენგერმა ეს კოსტარიკელი თინეიჯერი გასულ წელს შეიძინა და მას შემდეგ აკვირდება. ამჟამად ჯოელი ესპანურ „რეალ ბეტისში” არის გადასული იჯარის წესით. კოსტა-რიკის ნაკრებში ჯოელზე დიდ იმედებს ამყარებენ და ამბობენ, რომ „არსენალში” თამაშის უფლება რომ მიეცეს, უფრო დახვეწს თავის სათამაშო სტილს.
იულიან დრაქსლერი
 იულიან დრაქსლერს „შალკეს” ვუნდერკინდს უწოდებენ. 19 წლის ნახევარმცველი უკვე ითვლება გერმანიის ნაკრების ფეხბურთელად და, გიოტცესთან ერთად, ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ ფეხბურთელად ბუნდესლიგაში.
სტეფან ელ-შაარავი
„მილანის” მთავარი მწვრთნელის, მასიმილიანო ალეგრის აზრით, ელ-შაარავის დიდი მომავალი აქვს მილანურ გრანდში და მას უკვე იწვევენ „სკუადრა აძურაშიც” კი. ელ-შაარავი არცთუ დიდი ხანია, რაც გუნდშია და მასზე უკვე დიდ იმედებს ამყარებენ იმის ფონზე, რომ მილანური გუნდი სეზონის დაწყებამდე რამდენიმე მნიშვნელოვანმა კადრმა დატოვა, მათ შორის ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, ფილიპო ინძაგიმ და კლარენს ზეედორფმა.
ხესე
ამ ვუნდერკინდის სრული სახელი და გვარია ხესე როდრიგესი და თამაშის სტილით მას უკვე ადარებენ კრიშტიანუ რონალდუს. ხესე მადრიდული სუპერკლუბის აღზრდილია და ჟოზე მოურინიო ანდობს მას ადგილებს კლუბის ძირითად შემადგენლობაში.
სონ ჰონგ მინი
სამხრეთკორეელი ტალანტი „ჰამბურგის” შემადგენლობაში ირიცხება. 19 წლის სონ ჰონგ მინი შეტევის ნებისმიერ პოზიციაზე სახიფათოა, და, ამასთან ერთად, სწრაფი და დაყენებული დარტყმა აქვს.
კოუტინიო
ბრაზილიელი ფილიპე კოუტინიო 20 წლის არის და უკვე მოასწრო მსოფლიო მასშტაბის რამდენიმე კლუბის,  მათ შორის მილანური „ინტერისა” და ბრაზილიური „ვასკო და გამას” ღირსების დაცვა. კოუტინიო ამჟამად „ესპანიოლის” რიგებში ირიცხება და, ამასთან ერთად, ბრაზილიის ნაკრების წევრობის კანდიდატიც არის.
კარლოს ფიერო
მექსიკელი კარლოს ფიერო ჯერ კიდევ 18 წლისაა და უკვე ითვლება ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე პერსპექტიულ მოთამაშედ. „გვადალაჰარას,” სადაც ფიერო თამაშობს უკვე აკითხავენ მსოფლიო გრანდები და, სავარაუდოდ, მექსიკელების იმედს ახლო მომავალში  რომელიმე ევროპული ტოპ-კლუბის მაისურით ვიხილავთ.

скачать dle 11.3