ინიესტა მორიგი ტიტულის მოლოდინში
2013 წლის იანვარში „ფიფა“ 2012 წლის საუკეთესო ფეხბურთელს დაასახელებს და „ოქროს ბურთს” გადასცემს. ესპანური გაზეთი „ასის” ცნობით კი, ტიტულის მფლობელი ანდრეს ინიესტა გახდება, რომელიც რამდენიმე ხნის წინ 2011-2012 წლების სეზონის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. გაზეთის ცნობით ინიესტას ძირითადი კონკურენტი მისივე თანაკლუბელი, არგენტინელი ლიონელ მესი იქნება, თუმცა „ფიფას“ რჩეული ამჯერად ესპანელი გახდება.