ჰამილტონი შუმახერს პენსიაზე უშვებს
„ფორმულა 1-ის” 2008 წლის ჩემპიონს, ბრიტანელ ლუის ჰამილტონს, „მერსედესმა” კონტრაქტის გაფორმება შესთავაზა, რომლის თანახმად, პილოტი სამი წლის განმავლობაში 60 მილიონ ევროს მიიღებს. დათანხმების შემთხვევაში, ჰამილტონი, როგორც ჩანს, მიხაელ შუმახერის ადგილს დაიკავებს, რომელიც პენსიაზე გასვლისთვის ემზადება. „მერსედესის” შეფების აზრით, ლუის ჰამილტონს აქვს პოტენციალი, რომ საჯინიბოს ღირსეული ადგილი დაუბრუნოს „ფორმულას” პოდიუმზე.