ბრაზილიის მუნდიალის კალენდარი ცნობილია
ციურიხში გამართულ „ფიფას“ სხდომაზე ცნობილი გახდა 2014 წლის ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონატის კალენდარი და მატჩების დაწყების ზუსტი დრო. ამრიგად ცნობილი გახდა, რომ მუნდიალი 12 ივნისს აიღებს სტარტს გახსნითი მატჩით, ბრაზილიის დროით 17:00 საათზე. ჯგუფური ეტაპის მატჩები, ასევე ბრაზილიის დროით 13:00, 16:00, 17:00, 18:00, 19:00 და 21:00 საათზე ჩატარდება; მერვედფინალისა და მეოთხედფინალის მატჩები – 13:00 და 17:00 საათზე; ნახევარფინალები და მატჩი მესამე ადგილისთვის 17:00 საათზე დაიწყება, ხოლო ფინალური მატჩი რიო-დე-ჟანეიროში გაიმართება და ბრაზილიის დროით 16:00 საათზე დაიწყება. საგულისხმოა, რომ ბრაზილიასთან საქართველოს 7-8-საათიანი სხვაობა აქვს და, ამიტომ, ფეხბურთის მოყვარულებს მატჩების უმრავლესობის ნახვა გვიან ღამით მოუწევთ.