ბერძნული ფეხბურთის ნოუ-ჰაუ
საბერძნეთის საფეხბურთო კლუბები დიდი ხანია, ფინანსურ პრობლემებს განიცდიან და გამოითქვა აზრი, რომ ზოგიერთი მათგანი, სულაც, გაკოტრებულად გამოაცხადებს თავს. მათ შორის არიან ყველაზე ცნობილი ბერძნული კლუბები. ფინანსურ პრობლემებთან ბრძოლის ორიგინალურ ხერხს კი უკვე მიმართეს ბერძნულმა სამოყვარულო კლუბებმა – „ბუცეფალმა” და „პალიოპირგოსმა”: „ბუცეფალის” ოფიციალური სპონსორი გახდა ადგილობრივი ბორდელი, ხოლო „პალიოპირგოსს” ფინანსური მხარდაჭერა აღუთქვა დამკრძალავმა ბიურომ. საინტერესოა, ამ კლუბების ფეხბურთელები მაისურებზე თუ დაიხატავენ მათი სპონსორების ლოგოებს.