რიჰანას სტრიპტიზ-გართობა
ბეისბოლის კლუბ „ლოს-ანჯელეს დოდჯერსის” ლიდერის, მეტ კემპის „ექსგერლფრენდმა“, სახელოვანმა პოპ-დივამ, რიჰანამ, ახალი ტატუ გაიკეთა სხეულზე და ამ მოვლენის აღსანიშნავად სტრიპტიზ-ბარს ესტუმრა, სადაც მეგობრებთან ერთად გაერთო. პოპ-ვარსკვლავი სტრიპტიზის მოცეკვავეებს ფულს უდებდა საცვლებში, ამ ყველაფერს ტელეფონით იღებდა და მაშინვე „ტვიტერზე” ტვირთავდა. რიჰანას სტრიპტიზ-გართობა რამდენიმე წუთში გახდა ცნობილი თითქმის მთელი ამერიკისთვის. ცხადია, ეს ინფორმაცია უმალ აიტაცეს ტაბლოიდებმა და ვარსკვლავს რამდენიმე სკანდალური სტატია მიუძღვნეს.