კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა შემთხვევაში არ უნდა ჩავარდეს ადამიანი მწუხარებასა და სასოწარკვეთილებაში და რატომ არ შეიძლება ორ ბოროტებას შორის არჩევნის გაკეთება

ნებისმიერი ადამიანი ხშირად დგება განსაცდელის წინაშე, ისევე‚ როგორც მთელი ერი, ქვეყანა. როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი ასეთ დროს, როგორ უნდა გააკეთოს ქრისტიანმა ამ ცხოვრებაში სწორი არჩევანი, ამის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი):

– 30 სექტემბერს არის ძალიან საყვარელი წმიდანების ხსენების დღე. რა თქმა უნდა‚ ყველა წმიდანი ძვირფასია, მაგრამ, იშვიათია ერთ ოჯახში დედას ერქვას: სოფია – სიბრძნე, ხოლო შვილებს: პისტი, აღაპი და ელპიტი‚ ანუ, რწმენა, იმედი და სიყვარული. თუ დედა არის ბრძენი, მისგან გამოდის რწმენა, იმედი და სიყვარული, რაც დღეს ძალიან გვაკლია. საკმაოდ საინტერესოა სახარების ის ადგილი, სადაც ქანაანელი დედა ევედრება განკაცებულ ღმერთს საკუთარი შვილის განკურნებას. უჩვეულოა მაცხოვრის მხრიდან ასეთი პასუხი: მე მოვედი ისრაელის დაღუპული ძეების გადასარჩენად და შენ მთხოვ წარმართების განკურნებას და გადარჩენასო. ქანაანელმა წარმართმა ქალმა მას ასეთი საინტერესო რამ უთხრა: განა ძაღლები არ მიირთმევენ შვილების სუფრიდან გადმოყრილ ნამცეცებს? – ეს არის თავმდაბლობის, უღირსების სიმბოლო. ისე კი არ ევედრება როგორც ჩვენ: „მე ქართველი ვარ, მართლმადიდებელი, ამდენი ხანია, ეკლესიაში დავდივარ, რატომ არ ვარ ბედნიერი, გახარებული, ჯანმრთელი?“ არა, ეუბნება: უღირსი ვარ, ცოდვილი. თუ რამე დაგრჩება ჩვენთვის, როგორც ძაღლები მიირთმევენ ნასუფრალს, შვილების სუფრიდან გადმოყრილ ნამცეცებს, ასე დამაპურე მეცო. მაშინვე მიიღებს პასუხს მაცხოვრისგან: „ჰოი, დედაკაცო‚ დიდ არის სარწმუნოება შენი“. ასე უნდა ვითხოვოთ ქართველებმა განკურნება, წყალობა, სიკეთე და არა ქედმაღლურად, როგორც გვიყვარს. არამედ, ვთქვათ, რომ უღირსები ვართ, უგუნურები: „უფალო, ამდენი ხანია, მართლმადიდებლები ვართ და არანაირი ღვაწლი ჩვენ არ გაგვაჩნია. ამიტომ‚ როგორც ძაღლებს მიუყრი წყალობას, ასე  მოგვეცი ჩვენც წყალობა,“ – ეს არის სიმდაბლის, უღირსების შეგრძნება საკუთარ თავში.
– ადამიანებს ძალიან გვიჭირს არჩევნის გაკეთება, განსაკუთრებით‚ როცა ეს ქვეყანას, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ეხება.
– ზოგიერთი ქრისტიანი ამბობს, რომ ქრისტე ავირჩიე და სხვა არჩევანი არ მაქვსო. ეს‚ რა თქმა უნდა‚ ბუნდოვანია, რადგან, თუ ქრისტე აირჩიე, ასეთი კითხვები აღარ უნდა გიჩნდებოდეს. ესე იგი‚ კარგად არ აგირჩევია. მაცხოვარი ჩვენს ეკლესიას ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში აფრთხილებს: „წუთისოფელში ჭირი გექნებათ, მაგრამ, მე ვძლიე წუთისოფელს“. ეს არის ყველაზე ნათელი განმარტება მაცხოვრის მხრიდან, თუ რა გველოდება ჩვენ; რომ არ ვართ უპატრონოები, ჩვენ გვყავს ქრისტე, მაცხოვარი, მესია, რომელმაც გაგვაფრთხილა: წუთისოფელში გექნებათ ჭირი, არ იქნებით გალაღებულები, ბედნიერები, მაგრამ ნუ გეშინიათ, რადგან მე ვიქნები თქვენთან, რადგან მე ვძლიე წუთისოფელს. მაცხოვარი არის მძლეველი ამსოფლის, ანუ, ჩვენი რწმენა, რომელიც არის ქრისტეში. აქვე მინდა დავძინო, რომ ჩვენი საუბარი ეხება მართლმადიდებელ ქრისტიანებს, და არა იმათ, ვინც დიდი ხანია‚ ეკლესიაში არ დადის, ნელ-თბილია, გულგრილია, ხან აქეთ არის, ხან – იქით, რომლისთვისაც ნაკლებად მნიშვნელოვანია ეკლესიური ცხოვრება. ნებისმიერი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების დროს, უნდა ვილოცოთ, ვთხოვოთ უფალს, რომ გაგვინათოს გონება‚ თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ დროს. დარწმუნებულობა საკუთარ თავში – ეს არის ხიბლის ნიშანი, როდესაც ადამიანს არ ეპარება ეჭვი იმაში, რომ, რასაც გააკეთებს ხვალ, ზეგ ყველაფერი კარგად იქნება. მინდა, მოვიყვანო ერთ-ერთი თანამედროვე მამის, იუსტინე პოპოვიჩის ქადაგება: პირველი – მართლმადიდებელი ქრისტიანის მიერ არჩეული მთავრობა ქრისტიანული ცნობიერებისა და ტრადიციების მატარებელი უნდა იყოს (ანუ, უნდა არჩევდეს‚ რა არის ქრისტიანული ცნობიერება, სატანური, სექტანტური ცნობიერება და სხვა რელიგიები); მეორე – რათა მომავალში სახელმწიფოსა და ხალხს შორის იყოს ჰარმონიული, სიმფონიური სულიერი ურთიერთობა, რომ მომავალში, ხელისუფლების ქმედება არ გახდეს ხალხის განკითხვისა და მღელვარების მიზეზი. მეცხრამეტე საუკუნეში მოღვაწე გრიგოლ ორბელიანს თავის პოემაში „სადღეგრძელო“ კარგად აქვს ჩამოყალიბებული ამის შესახებ და, ძალიან გთხოვთ‚ ყველამ დაიმახსოვროთ ეს სიტყვები: „ზეცა წყალობად, ნუგეშად, ივერსა აოხრებულსა, მეფედ მოუვლენს დავითსა, ზეგარდმო ნიჭით ცხებულსა“. ანუ, ევედრებით ზეცას, ღმერთს: ღმერთო, მოგვივლინე ისეთი პიროვნება, როგორიც არის დავით აღმაშენებელი, თამარი, ვახტანგ გორგასალი. დავით აღმაშენებელი იყო შუა საუკუნეებში, მას მერე აღარ მოსულა და არც აპირებს კიდევ დიდი ხნის განმავლობაში მოსვლას, რადგან, ჩვენ არ ვართ მზად იმისთვის, რომ მივიღოთ. აქედან გამომდინარე‚ ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი, რომელიც თავმდაბალი, მლოცველია, ვისაც გარკვეული სულიერება გააჩნია, ევედრება ღმერთს‚ „ივერს აოხრებულსა“ შეეწიოს. ქანაანელი დედაკაცი საკუთარ თავს, შვილს, ძაღლს ადარებს. დღეს რომელი ადამიანი იტყვის: მე ვარ ძაღლის დარი და შენ დამეხმარე‚ ღმერთოო. ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ბოროტებას, მის იდეოლოგიას, რადგან ბოროტება იქნება მანამდე, სანამ არ მოვა განკაცებული ღმერთი მეორედ, არ შებოჭავს მას მარადიულად და არ ჩააგდებს ტარტაროზში. თუ გვინდა, რომ დავამარცხოთ ბოროტება, ვიცხოვროთ უკეთეს ქვეყანაში, თავად უნდა ვიყოთ უკეთესი, თავმდაბალი, მლოცველი, უნდა ვაღიაროთ საკუთარი ცოდვები და, დამერწმუნეთ‚ შედარებით უკეთესები ვიქნებით, ვიდრე დღეს ვართ.
– დღეს არავისთვის არ წარმოადგენს საიდუმლოს და ყველასთვის ცხადია, რომ ჩვენი ქვეყანა განსაცდელების წინაშე დგას. როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს ადამიანი?
– კარგად უნდა ვიცოდეთ, როგორ უნდა მოვიქცეთ განსაცდელების დროს. წმიდა მამები გვეუბნებიან: გაფრთხილდით, რადგან ბოროტი გესხმით თავს. ადამიანების ნუ შეგეშინდებათ, რადგან ბოროტებაა მთავარი, რომელიც ადამიანებიდან მოქმედებს, მათი დახმარებით, რადგან ჩვენ საქმე გვაქვს ჰაერში გამეფებულ არაწმიდა სულთან. მეორე‚ რაც ყველა ჩვენგანმა უნდა იცოდეს, ეს არის: აღიარე, რომ ეს განსაცდელი შენი ცოდვების გამო გეწვია. ანუ, ჩვენი ქვეყანა ამ მდგომარეობამდე შენი ცოდვების გამო მივიდა. ყველაფერი ჩვენი ცოდვებიდან, არასწორი არჩევნიდან, იდეოლოგიიდან მომდინარეობს. ერთეული ადამიანები ვაქციეთ ღმერთად. წმიდა ილია მართალი ამბობს ასეთ საინტერესო ფრაზას: სახედარი რომ ჩავარდეს ზამთარში ჭუჭყიან ორმოში, მომავალში, ზაფხულიც რომ იყოს და იმ ორმოს მტვერი ასდიოდეს, გვერდს აუვლის და იმავე გზაზე არ გაივლისო. ჩვენ კი რას ვაკეთებთ? ქართველი ერი ისევ იმავე ორმოსა და ტალახისკენ იწევს – ეს არის ყველაზე დიდი საშინელება. მესამე: ამ დროს ქრისტიანი შიშმა არ უნდა მოიცვას. არ უნდა შეეშინდეს არაფრის. როცა ღმერთი შენთან არის, რას გიზამს კაცი? რაც მთავარია, შიშის გამო არაფერი არ უნდა გააკეთოთ – ვაიმე, ამას თუ არ გავაკეთებ, მაშინ ასე და ისე იქნებაო. ადამიანს უნდა ჰქონდეს მხოლოდ შიში ღვთისა და ეშმაკი გაიქცევა თქვენგან. დასაბამი სიბრძნისა – შიში უფლისა არს! იმის კი არ უნდა გეშინოდეს, რა მოხდება ხვალ ან ზეგ, არამედ, იმის უნდა გეშინოდეს, რომ ღმერთმა არ მიგატოვოს, ან შენ არ მიატოვო ის; მეოთხე: სასოება არ წარიკვეთოთ, ანუ,  იმედი არ გადაიწუროთ, არ დაკარგოთ, არ თქვათ: „ვაიმე, რა გვეშველება, ვაიმე, რა იქნება, ხვალ რა დღეში ვიქნებით!..“ თუ თქვენ იქნებით იმედიანები, რწმენაში, სიყვარულში, განსაცდელებს დაამარილებთ, დამარილებული კი არ გაიხრწნება და ცუდი არაფერი მოხდება. არასდროს არ უნდა თქვათ, ეს მე არ მეხება, მე რა უნდა გავაკეთოო. იყავით იმედიანები და იმედი ღვთისა არ არის არასდროს შემარცხვენელი; მეხუთე – ეს არის გამხნევება, ანუ‚ არ უნდა დაიწყოთ წუხილი, წუწუნი, რასაც ბევრი ადამიანი აკეთებს განსაცდელის ჟამს. იმედს კარგავს და არის დაჩიავებულ მდგომარეობაში: „დავდივარ ეკლესიაში, მაგრამ, მაინც არაფერი მშველის; იქნებ, იქ მოვიდე და იქ მაინც მეშველოს“. წუწუნი და წუხილი არ უხდება ქრისტიანს. როდესაც შენ გაქვს ჭეშმარიტი სარწმუნოება, გყავს მაცხოვარი, ხარ ეკლესიის წევრი, რატომ წუწუნებ? ესე იგი‚ ღმერთი ბოროტია, ღმერთმა ჩაგაყენა ამ მდგომარეობაში? არა, ეს არის შენი ცოდვებიდან გამომდინარე და, თუ რამე წუხილი და წუწუნია შენში, საკუთარ თავს დააბრალე და დამშვიდდები; მეექვსე – ეს არის მოთმინება. ყველა განსაცდელი მოთმინებით უნდა გადავიტანოთ, რადგან, თუ არ მოითმენ, მაშინ, წააგებ, მტრის წისქვილზე დაასხამ წყალს. მოითმინე  და მოიგებ, მოითმინე და გადარჩები, მოითმინე და ღმერთი მოვა შენთან; მეშვიდე – ეს არის, მადლობა შევწიროთ ღმერთს. ხარ განსაცდელში‚ მაინც მადლობა უთხარი ღმერთს, იმისთვის, რომ პირში სული გიდგას, წირვაზე იყავი, წმიდა ზიარება მიიღე და მადლობა იმისთვის, რომ მომავალში სწორი, მართებული არჩევანი მიიღო; მერვე – საკუთარ თავს არ უნდა ენდოთ, ღვთის შეწევნა ითხოვეთ ყოველთვის. არ უნდა ენდოთ საკუთარ თავს, რადგან, ჩვენი ცნობიერება დაცემულია და, ამიტომ‚ შეიძლება‚ ჩვენი არჩევანი არასწორი იყოს. აქედან გამომდინარე, მივენდოთ უფალს, ეკლესიას, გავაკეთოთ არჩევანი კეთილსა და ბოროტს შორის, რადგან, ორ ბოროტებას შორის თუ პატარა ბოროტებას ავირჩევთ, პატარა მერე დიდი გახდება.

скачать dle 11.3