კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ღირსი ტიხონ განმანათლებლის ნეშტის აღმოყვანების დროს აღსრულებული სასწაულები

1991 წლის ნოემბერში დონის მონასტერში სარემონტო სამუშაოების დამთავრებიდან 2 კვირის შემდეგ ღვთისმგმობლებმა დაწვეს ტაძარი. ბოროტგანმზრახველმა ფანჯარა ჩატეხა და თვითნაკეთი ბომბი შეაგდო. ბომბი  ტიხონ განმანათლებლის საფლავის გვერდით დაეცა, რამდენიმე წუთში თითქოს მთელი ტაძარი დაიწვა, გადარჩა მხოლოდ ოთხი სასწაულმოქმედი ხატი. მაგრამ, ყველაზე სასწაული ის იყო, რომ ცეცხლი საკურთხეველს საერთოდ არ შეხებია. სახანძრო ექსპერტები საგონებელში იყვნენ ჩავარდნილნი, ვერ გაეგოთ, როგორ ჩაქრა ცეცხლის ალი საკურთხეველთან მისვლამდე.
ეს  გადაწვა უფლის მიერ იყო დაშვებული. სწორედ რემონტის დროს იქნა გადმოსვენებული ტაძარში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის წმიდა ნაწილები. ბოროტმოქმედმა ეს ხანძარი სწორედ იმ დღეს დაამთხვია, როდესაც ტიხონ განმანათლებელს წილად ხვდა პატრიარქობა (1917 წლის 5 (18) ნოემბერს).
მანამდე წმიდა ნაწილები იმყოფებოდა აკლდამაში, სადაც ტენიანობა 100 პროცენტს უახლოვდებოდა და მიუხედავად ამისა, ისინი თითქმის არ დაზიანებულა, ყველა ძვალი შენახული იყო, როგორც ნათქვამია წმიდა წერილში: „დაიცვნეს უფალმა ყოველნი ძვალნი მათნი და ერთიცა მათგანი არა შეიმუსროს“ (ფსალმ. 39,20). აკლდამაში ძვლისგან დამზადებული ერთი პანაღია მთლიანად დაიფშვნა, ბზა კი – შემოინახა (პატრიარქი ტიხონი ბზობის კვირას დაკრძალეს).
1917 წელს, რევოლუციის დროს ტიხონ განმანათლებელმა დაწყევლა უღმრთო ბოლშევიკები (უფრო ზუსტად, დაწყევლა ისინი, ვინც ძმაზე იარაღს აღმართავდა) და მართლაც, ყველა პირველი ბოლშევიკი დაიღუპა, მათი ძალაუფლება კი საკმაოდ დღემოკლე გამოდგა – სწორედ ეს იწინასწარმეტყველა პატრიარქმა.
ტიხონ განმანათლებლის კანონიზაცია მხოლოდ კომუნისტური რეჟიმის დამხობის შემდეგ გახდა შესაძლებელი.
არსებობს მოსაზრება, რომ 1992 წლის 23 თებერვალს სწორედ მან გადაარჩინა მოსკოვი სისხლისღვრას და ეს მოსაზრება, ალბათ, სწორიცაა, რამეთუ ზეციური სამყარო ზემოქმედებს ჩვენზე ისევე, როგორც სული ზემოქმედებს სხეულზე.

სვეტი და მუშა
ერთხელ, როცა ღირსი ლავრენტი ახალ მონასტერს აშენებდა, მას გამოეცხადა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი და უთხრა, რომ კუნძულზე, მონასტრიდან მოშორებით მიწაში იყო ჩამარხული ქვის სვეტი, რომელიც ტაძარში უნდა გადმოეტანათ.
სვეტი მართლაც იპოვეს მითითებულ ადგილზე. როცა ის მონასტერში მიჰქონდათ, ჩამოვარდა და მუშას დაეცა. დედაღვთისამ სასწაული აღასრულა, მუშა უვნებელი გადარჩა.

скачать dle 11.3