კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მამათა შეგონებანი

ნილოს სინელი: იფიქრე ზეციურ საუნჯეზე და ვერანაირი მიწიერი საზრუნავი და ამქვეყნიური ტკბობა ვერ შეგეხება.
გაბრიელ ეპისკოპოსი: სიმდაბლე არის დედა, ფესვი, საფუძველი, საზრდელი და კავშირი ყოვლისა სიკეთისა. ვინც სიმდაბლე ისწავლა, მან ისწავლა ბაძვა იესო ქრისტესი. ვინც სიმდაბლე დაკარგა, მან დაკარგა ყველაფერი, თუგინდ სხვა მხრივ სრული და ღმრთისადმი დაახლოებული კაცი იყოს.
ალექსი ბერი: სინანული არს უსაღმრთოესი საშუალება, გინა მადლი საღვთო განსაწმენდელად ცოდვილთა, რამეთუ, ვითარცა გულისგან გამოსრული ცოდვა შეაგინებს კაცსა, ეგრეთვე მისივე გულისგან გამოსრული სინანული გასწმენდს კაცსა. დასაბამი სინანულისა არს ხსოვნა თავისი ცოდვისა და მოგონება ცოდვათა შობს საღვთო მწუხარებასა და ეს არს სინანული და, ყოველი, რომელიც ნანობს და წუხს თავისი ცოდვისთვის, უეჭველად მიიღებს შენდობასა, რამეთუ იტყუიან მამანი: სინანული კარი არს წყალობისა, რომელიც განღებულ არს მამისა მიერ სახიერისა უძღების შვილის შესაწყნარებლად.
გრიგოლ დიოლოღოსი: როგორც ჯებირებში მომწყვდეული წყალი მიილტვის მაღლა, საკუთარ დინებას მიცემული იღვრება ყველა მხარესა და მიისწრაფის დაბალი ადგილებისკენ, ასევე სულიც, დაჯილდოებული კეთილგონიერი მდუმარებით, იგი თავის თავში გროვდება და მიისწრაფის მაღლა, მაშინ კი, როცა მრავალმეტყველებას მიეცემა, იგი, ასე ვთქვათ, გარეგნულ შორეულ საგნებზე მოედინება.
ბერი პაისი: მოყვასის სიყვარული და მისთვის სიკეთის კეთება მხოლოდ იმიტომ როდია საჭირო, რომ ეს ძველი და ახალი აღთქმის ღვთაებრივი კანონმდებლობის პირდაპირი მცნებაა, არამედ, იმიტომაც, რომ მოყვასისადმი სიყვარულში ჩვენი საკუთარი სიკეთე დევს.
არქიმანდრიტი რაფაელი: მტრის სიყვარული ქრისტიანული ცხოვრების ბოლო საფეხურია. თუ ქრისტიანი სარწმუნოების მაღალ საფეხურზე არ დგას, ამ მცნებას ვერ აღასრულებს. ვინმე იკითხავს, როგორ შეიძლება შეყვარება ბოროტი, უსამართლო და უსჯულო კაცისა – კაცი უნდა შეიყვარო, ღმრთის ქმნილება, შენი ძმა, ხოლო, ბოროტება და უსამართლობა, რომელიც მის გულშია, უნდა გძულდეს. უდიდესი ნაწილი ჩვენი უბედურებისა, მტრობასა და სიძულვილისგან მომდინარეობს, თუ მტრობასა და სიძულვილს მოვსპობთ, ჩვენ შორის მშვიდობა, ერთობა, სიწმინდე და ბედნიერება დაისადგურებს.
***
სულიერ სიყვარულში იმაზე მეტი სიბრძნეა, ვიდრე ფილოსოფოსთა მთელ წიგნებში. მასში იმაზე მეტი სილამაზეა, ვიდრე მუზეუმის კარს იქით შენახულ ხელოვნების ნაწარმოებებში. ეს სიყვარული ჭეშმარიტი ცხოვრებაა ადამიანისა.
ბერი პორფირე: სულიერი მოღვაწეობა ქადაგებითა და კამათით კი არ უნდა ხორციელდებოდეს, არამედ, ნამდვილი, ოღონდ, ფარული სიყვარულით. როცა ჩვენსას ვამტკიცებთ, სხვები გვეწინააღმდეგებიან. როცა ისინი გვიყვარს, სიამოვნებით გვეთანხმებიან. როცა გვიყვარს, ვფიქრობთ, სხვას ვუკეთებთ სიკეთეს, სინამდვილეში კი ჩვენს თავს ვუკეთებთ სიკეთეს. რასაც ვაკეთებთ, ინტერესით ვაკეთოთ, ძალდაუტანებლად, პასუხისმგებლობითა და სიამოვნებით.

 

скачать dle 11.3