იაპონელმა ფიზიკოსებმა 113-ე ელემენტი შექმნეს
იაპონიის ფიზიკური ცენტრის, RIKEN-ის მეცნიერებმა ოფიციალურად განაცხადეს, რომ მათ შეძლეს მენდელეევის პერიოდული სისტემის 113-ე ელემენტის სინთეზირება.
მეცნიერთა ჯგუფი, კოსუკე მოსიტის ხელმძღვანელობით, თავის მრავალწლიან ექსპერიმენტს ტოკიოს მახლობლად, ქალაქ ვაკოში განლაგებულ ხაზოვან ამჩქარებელზე ატარებდნენ.
2003 წლიდან მკვლევრები ცდილობდნენ, მიეღოთ 113-ე ელემენტი. ისინი თუთია 70-ის იონების ნაკადის დაჯახებას ახდენდნენ ბისმუტ-209-ის სამიზნეზე. იონების სიჩქარე გაუტოლდა სინათლის სიჩქარის ერთ მესამედს, შედეგად კი მათ შეძლეს დაეფიქსირებინათ დაშლის სამი ჯაჭვი, რომლებიც შეესაბამებოდა 113-ე ელემენტის დაბადების მოვლენას: 2004 წლის 23 ივლისს, 2005 წლის 2 აპრილს და 2012 წლის 12 აგვისტოს. ახალი ელემენტის ბირთვის სიცოცხლის ხანგრძლივობამ 4,9-დან 0,3 მილიწამამდე შეადგინა.
იაპონელი მეცნიერების აზრით, ახლა თეორიული და გამოყენებითი ქიმიის საერთაშორისო კავშირს ნამდვილად შეუძლია, აღიაროს მათი აღმოჩენა. ასეთ შემთხვევაში, იაპონელები, პირველად ისტორიაში, მიიღებენ უფლებას, მისცენ სახელწოდება მენდელეევის ცხრილის ახალ ელემენტს.
ურანზე მძიმე ქიმიური ელემენტები, რომელთაც აქვთ რიგითი ნომერი 92, მენდელეევის ცხრილში არ გვხვდება, ვინაიდან არიან რადიოაქტიურობის გამო, მათი ბირთვები უკვე დაიშალა 4 მილიარდზე მეტი წლის წინათ. ურანზე მძიმე სხვა ელემენტი სინთეზირდება მხოლოდ სპეციალურ რეაქტორებსა და ამჩქარებლებზე სხვა ელემენტის ბირთვებთან დაჯახების შედეგად.