კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

არ მინდა ეგეთი მამა!
ვარ 10 წლის. სამი წლის წინ დედა და მამა გაეყარნენ და მე ბებოსთან დამტოვეს. დედა საბერძნეთში წავიდა სამუშაოდ, მამამ კი ცოლი შეირთო და საერთოდ აღარ მკითხულობს. დედაჩემი ფულს კი გვიგზავნის მე და ბებოს, მაგრამ მე ფული კი არა, დედა მინდა, ძალიან მენატრება. ყოველღამე სიზმარში ვნახულობ, ვითომ ისევ ყველა ერთად ვართ და მამას ჩემთვის საჩუქრად ის ფეხბურთის ბურთი მოაქვს, რომელიც რამდენიმე წლის წინ შემპირდა და მერე აღარც გახსენებია.
ბებია ცდილობს, რომ ყურადღება არ მომაკლოს, მაგრამ, მე მაინც დედა მენატრება. სიმართლე გითხრათ, მამა აღარ მენატრება, რადგან, რამდენჯერმე დავურეკე და ვთხოვე, სკოლაში მომაკითხე, თორემ, ბავშვებს უპატრონო ვგონივარ-მეთქი. იმან კი მიპასუხა, ალბათ, ბებიაშენმა დაგარიგა, რომ მიმიტყუო და მერე ფული მთხოვოო. ისე მეწყინა, ამხელა ბიჭმა ტირილი დავიწყე. ჯერ ერთი, ბებიამ არც კი იცოდა, მამას რომ დავურეკე, თანაც დედა იმდენს კი გვიგზავნის, რომ სხვებს არ ვთხოვო ფული ან საჭმელი. იმის მერე მამაჩემისთვის აღარც დამირეკავს. წელს, სწავლა რომ დაიწყო, კლასში ვთქვი, მამა მომიკვდა-მეთქი. ახლა მაინც აღარ შემაწუხებენ კითხვებით, ვინ არის მამაჩემი და რას წარმოადგენს. ამას წინათ, ყური მოვკარი, ბებია დედას ელაპარაკებოდა ტელეფონით და უთხრა, ბავშვი ძალიან გულჩათხრობილი გახდაო. არ ვიცი, დედამ იქიდან რა უპასუხა, მაგრამ ბებიამ გაბრაზებულმა უყვირა, იარეთ ორივემ ასე აღმა-დაღმა, საწყალი ბიჭი კი, ცოცხალი მშობლების პატრონი, ობლად იზრდებაო.
მე რომ გავიზრდები და ცოლს შევირთავ, ჩემს შვილებს არასდროს არ მივატოვებ, სიბერემდე ვიზრუნებ მათზე და ისე მოვექცევი, რომ არასდროს არ მივაყენო წყენა და ტკივილი. თუ სადმე სხვაგან მომიწევს სამუშაოდ წასვლა, ცოლსაც და შვილებსაც თან წავიყვან და მათთვის არასდროს არაფერი არ დამენანება.
უკვე ორ წელზე მეტია, არც დედა მინახავს, არც მამა. თუმცა, დედას სკაიპით მაინც ველაპარაკები, მამაჩემმა კი ასეთ ურთიერთობაზეც უარი მითხრა და ამიტომ თავი დავანებე.
ამ რამდენიმე დღის წინ, სკოლიდან რომ გამოვდიოდი, დავინახე, რომ მამაჩემი სასურსათო მაღაზიაში შევიდა. ჩემდაუნებურად მეც შევყევი. გულში მაინც მეგონა, რომ დამინახავდა, გაუხარდებოდა და მომიბოდიშებდა, ამდენ ხანს რომ ვერ მნახა, მაგრამ, ისე შემომხედა და ჩამიარა, საერთოდ ვერ მიცნო, ვერც კი მიხვდა, რომ თავის შვილს უყურებდა. ეტყობა, ამ ორ წელიწადში ძალიან გავიზარდე და შევიცვალე. რაღაც მომენტში ვიფიქრე კიდეც, დავუძახებ-მეთქი, მაგრამ ხელები და ფეხები ამიკანკალდა და ხმა ვეღარ ამოვიღე. სახლში რომ მივედი, სიცხემ ამიწია და ორი დღე სკოლა გავაცდინე. ბებიამ ძლივს გამომტეხა, რაც მოხდა, მაგრამ, ჩემი თავი დავაფიცე, რომ მამაჩემს არ დაურეკავდა და რამეს არ ეტყოდა. რა აზრი აქვს? თუ მამას არ ვეყვარები და არ მოვენატრები, რად მინდა მისი ძალით მოყვანა? არ მინდა ეგეთი მამა.
საბა, 10 წლის.

ქმარს ჩემთან ერთად ხალხში გამოჩენის რცხვენოდა
20 წლის ვიყავი, რომ გავთხოვდი. ჩემი ქმარი, მერაბი, სანამ ცოლად შემირთავდა, გვერდით სადარბაზოში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. მე ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი, თვალი რომ დამადგა და მოსვენებას აღარ მაძლევდა. იმდენი „იჩალიჩა“, იმდენი მოახერხა, რომ თავბრუ დამახვია და თავი შემაყვარა. გამოუცდელი ბავშვი ვიყავი, დედისერთა, რომ იტყვიან, დედის კალთას გამოკერებული (მშობლები ძალიან მკაცრად მზრდიდნენ) და ადვილად „შემაბა“. ძალიან დახვეწილად მექცეოდა, ყოველდღე სიურპრიზებს მიკეთებდა და საჩუქრებს მიგზავნიდა. მიუხედავად იმისა, რომ სოფელში იყო დაბადებული და გაზრდილი, არ იყო სოფლელი ტიპაჟი, გარეგნობაც კარგი ჰქონდა და, ამ ყველაფერმა ერთად მარტო ჩემზე კი არა, ჩემს მშობლებზეც იქონია გავლენა და, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ საკმაოდ პატარა ვიყავი და, თანაც, ცუდად არ გამიგოთ, მაგრამ, ჩვენნაირი ოჯახისთვის მერაბისნაირი ბიჭი სულაც არ იყო სასურველი სასიძო, მამაჩემმა ნება დამრთო, მე და მერაბი შევხვედროდით ხოლმე ერთმანეთს. მას შემდეგ კი, ახლოს რომ გაიცნო, კიდევ უფრო მოეწონა და გახარებული ამბობდა, მერე რა, რომ სოფლიდან არის და არაფერი გააჩნია. მთავარი ისაა, რომ წესიერი მშრომელი ბიჭია, ეტყობა, რომ კარგ ოჯახშია გაზრდილი, ჩემთვის კი ეს არის მთავარი. მაგას თუ გავაყოლებ ჩემს ერთადერთ შვილს, მშვიდად ვიქნები და ყველაფერში დავეხმარებიო. მოკლედ, 20 წლის რომ გავხდი, გავყევი მერაბს ცოლად. მამას თავისი ბიზნესი ჰქონდა და მატერიალურად საკმაოდ კარგად ვიყავით, დედაც კარგ ადგილას მუშაობდა და მერაბი უცბად აღმოჩნდა თავისთვის უჩვეულო გარემოში, თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ ღირსეულად „ჩააბარა“ გამოცდა და ძალიან მალე ისე გრძნობდა თავს ჩვენს წრეში, თითქოს ამ ადამიანებს შორის გაიზარდა. მე ეს ძალიან მიხაროდა და მეამაყებოდა, სხვათა შორის, მამაჩემსაც, მხოლოდ დედას ჰქონდა გულში ჩარჩენილი რაღაც ეჭვის მაგვარი, მაგრამ, ცდილობდა, არ გამოემჟღავნებინა. მე მაინც ვამჩნევდი ხოლმე, თუმცა, ამას „სიდედრობას“ ვაწერდი და დიდ ყურადღებას არ ვაქცევდი.
მამამ მერაბი კარგ სამსახურში მოაწყო და ძალიან კმაყოფილი იყო, რადგან, კარგად აუღო ალღო საქმეს და ყველა აქებდა. მოკლედ, ძალიან ბედნიერად ვგრძნობდი თავს. 24 წლისას უკვე ორი შვილი მყავდა და მესამის გაჩენაც გადავწყვიტეთ. სამი თვის ორსული რომ ვიყავი, მე და მერაბი მეგობრის დაბადების დღიდან ვბრუნდებოდით. საკმაოდ ნასვამი იყო და ვთხოვე, მანქანა დავტოვოთ და ტაქსით წავიდეთ-მეთქი, მაგრამ, თავი გაიგიჟა – დილით მანქანის წამოსაყვანად მოსვლას ვერ მოვასწრებ, სამსახურში ძალიან ადრე ვარ წასასვლელიო. მე გვერდით დავუჯექი და წამოვედით. კიდევ კარგი, არავინ წამოვიყვანეთ, თორემ სხვის ცოდვაში ჩავდგამდით ფეხს. ჩვენს სახლს რომ მივუახლოვდით, დაახლოებით ორას მეტრში, მერაბმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა და ბოძს შეასკდა. გონზე რომ მოვედი, საავადმყოფოში ვიწექი და ორივე ფეხი თაბაშირში მქონდა. პრინციპში, მთლიანად დამტვრეული ვიყავი, თან, მუცელიც მომეშალა და ექიმმა მითხრა, შვილი აღარ გეყოლებაო. ძალიან ცუდად ვიყავი. წელიწადზე მეტი დასჭირდა ჩემს რეაბილიტაციას და, მართალია, ფეხზე დავდექი და სიარულიც შევძელი, მაგრამ, დავკოჭლდი, თან, ძალიან გავსუქდი, რადგან, მთელი ამ ხნის განმავლობაში ვიწექი და არ ვმოძრაობდი. მერაბი მცირე მოტეხილობებითა და ტვინის შერყევით გადაურჩა ამ ავარიას. დაახლოებით ორი წლის შემდეგ შევძელი გარეთ გასვლა, მაგრამ, ყავარჯნისა და ხელჯოხის გარეშე მაინც მიჭირდა სიარული, ამიტომ, მარტოს ეზოშიც კი არ მიშვებდნენ. ექიმებმა ფეხის ოპერაციაზე კი დაგვითანხმეს, მაგრამ, ორი-სამი წელი კიდევ უნდა გასულიყო, მანამდე კი სპეციალური მკურნალობის კურსი უნდა გამევლო.
ასე იყო თუ ისე, ცხოვრება მეტ-ნაკლებად დაუბრუნდა ჩვეულ კალაპოტს, მაგრამ, ჩემი და მერაბის ურთიერთობაში აშკარად გაჩნდა ბზარი, რომელიც ჩემი ფიზიკური მდგომარეობით იყო გამოწვეული.  მალე ყავარჯენი გადავაგდე და მარტო ხელჯოხით დავდიოდი, მაგრამ, ძალიან გამიჭირდა წონის დაგდება, თუმცა, სულ დიეტაზე ვიყავი. თანდათან ვგრძნობდი, რომ ჩემს ქმარს რცხვენოდა ჩემთან ერთად სადმე წასვლა. ის კი არა, პრაქტიკულად, ინტიმური ურთიერთობაც აღარ გვქონდა. მართალია, ცდილობდა, ეს არ ეგრძნობინებინა, მაგრამ, ფაქტი ის იყო, რომ, ყველგან, სადაც ერთად ვიყავით დაპატიჟებული, მარტო მიდიოდა და ათას მიზეზს იგონებდა, რომ არ წავეყვანე. ერთხელ, როდესაც ერთ-ერთი წვეულებიდან ნასვამი დაბრუნდა, ვეღარ მოვითმინე და ვუთხარი, ნუთუ ასეთი საშინელება გავხდი, რომ ჩემი გამოჩენის გრცხვენია-მეთქი? ჯერ შეცბა, მერე კი მომიბრუნდა და მითხრა, რადგან შენ თვითონ წამოიწყე ამ თემაზე საუბარი, გეტყვი, რომ ნამდვილად არ არის ჩემისთანა კაცისთვის სასიამოვნო, იმ წრეში, რომელშიც მე ვტრიალებ, შენისთანა ცოლთან ერთად გამოჩნდესო. სწორედ იმ წამს დამთავრდა ყველაფერი, რაც ამ კაცთან ოდესმე მაკავშირებდა. წარმოგიდგენიათ? ადამიანი, რომელიც, სინამდვილეში არარაობა იყო, არაფერს წარმოადგენდა, არაფერი გააჩნდა სადღაც მიყრუებულ სოფელში, ტყეში ჩამდგარი დანგრეული ქოხისა და ორი ქათმის გარდა, რომელმაც ჩემი წყალობით თბილისის ცენტრში, აპარტამენტებში დაიდო ბინა და მანქანის გარეშე სიგარეტზე ჩასვლას აღარ კადრულობდა; რომელიც ისევ და ისევ ჩვენი ოჯახის წყალობით, ხალხში გაერია, ჩაცმა და ქცევის წესები ისწავლა და დონეზე გაუჩნდა პრეტენზია, ჩემთან ერთად ხალხში გამოჩენას არიდებდა თავს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მისი წყალობით არ გავხდი ასეთი? ფაქტობრივად, მან არ გამწირა ასეთი ცხოვრებისთვის, გამსკდარი რომ მიუჯდა საჭეს?! მე რომ არ შევერთე, დღეს ვინ იქნებოდა და სად იქნებოდა?!
იმ საღამოს ხმა აღარ ამომიღია, ტკივილი და წყენა გადავყლაპე. მერაბი კი ღიღინით გავიდა საწოლ ოთახში და დაიძინა. მეორე დილით, ვითომ არაფერი მომხდარიყო, ისე დამელაპარაკა, მაგრამ ძალიან გაუკვირდა, საუზმე გაწყობილი რომ არ დახვდა. ამაზე, რა თქმა უნდა, საყვედური მითხრა და წასვლის წინ მომიგდო – დღეს გვიან დავბრუნდებიო. პირველად მაშინ გამიჩნდა ეჭვის ჭია – რატომ უნდა დაბრუნებულიყო გვიან და, საერთოდ, რა უნდოდა კვირა დღეს სამსახურში. ჩემი ცუდი ქალობა უნდა ვაღიარო და გამოგიტყდეთ, რომ ჩემი რამდენიმე აქტიური დაქალის წყალობით დავადგინე, რომ ვაჟბატონს საყვარელიც ჰყოლია – თავისი მდივანი. ეს იყო ბოლო წვეთი. კარგია, არა? მე სამუდამოდ დამასახიჩრა და მიმაგდო ძველი ნივთივით, თვითონ კი გართობა-განცხრომას არ იკლებდა. მაშინვე ჩავულაგე თავისი ნივთები და ჩემს მშობლებს დავურეკე, სასწრაფოდ მოდით-მეთქი (ბავშვები სოფელში იყვნენ მერაბის მშობლებთან). როცა მოვიდნენ, არაფერი დამიმალავს, ყველაფერი ვუამბე და ვუთხარი, ვეყრები-მეთქი. მამა დიდხანს მეხვეწა, ასე ხელის ერთი მოსმით ნუ დაანგრევ ოჯახსო, მაგრამ, უკვე დანგრეული ოჯახის შენარჩუნებას რაღა აზრი ჰქონდა? ერთი სიტყვით, მერაბი, პრაქტიკულად, სახლიდან გავაგდე, გაყრა იურიდიულად გავაფორმე შვილებზე, ალიმენტიც დავაკისრე, თან, მხოლოდ კვირაში ერთხელ მიეცა მათი ნახვის უფლება.
ახლა ისევ ქირით ცხოვრობს. არ ვიცი, ის გომბიოც მასთან ერთად არის თუ არა. ალბათ, არ არის, რადგან მერაბი სამსახურიდანაც გამოუშვიათ და უმუშევარი და უფულო ყოფილი უფროსი რომელ ქუჩის ქალს აწყობს საყვარლად? ზუსტად ვიცი, რომ მისი საბოლოო მისამართი ისევ ის დანგრეული ქოხი იქნება, რადგან, ჩემი ოჯახის გარეშე მას აღარ მიიღებენ იმ წრეში, რომელშიც ჩვენი წყალობით აღმოჩნდა და რომელსაც ასე მაყვედრიდა.
სოფო, 27 წლის.

 

скачать dle 11.3