კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„აჭარის პრინცი“ და ნაგუბერნატორალი

მომლოდინე საკნები…

შესაძლოა, იმიტომაც, ქურდს რა უნდა და ბნელი ღამეო, ან, იქნებ, იმის გამოც, რომ დამშეულ სამართალს მადა მოეძალა, გავრცელებული ინფორმაციით, თავიანთი ქონების დაბრუნებას ნაგუბერნატორალი ლევან მამალაძეც ითხოვს და ნამეთაურალი ასლან აბაშიძეც (საკუთარ თავს „აჭარის პრინცად“ რომ უხმობდა).
ლევან მამალაძეს ქართველი სამართალდამცველები ინტერპოლის წითელი ცირკულარით 2004 წლიდან ეძებენ (პირადად მე ვეთანხმები სამართალდამცველებს, ერთი ისაა, რომ შესაძლოა, ძებნილ ნახელისუფლართა ოდენობა გაიზარდოს, რასაც, ასევე, ვუერთდები).
თავის დროზე, ქვემო ქართლის „უგვირგვინო მეფის“დაუსაბუთებელი ქონება სახელმწიფოს გადაეცა და ეკონომიკური დეპარტამენტის საპრივატიზაციო ქონების ნუსხაში შევიდა. სახელდობრ, ლევან მამალაძეს ჩამოერთვა თბილისში, ატენის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი ბინა, მის მშობლებს – სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები გარდაბნის რაიონის ორ სოფელში (შინდისსა და წავკისში), 6-ოთახიანი საცხოვრებელი ბინა და ნაკვეთი კოჯორში. ამას გარდა, ხსენებულს გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის გამოძალვას ედავება. ერთი სიტყვით, 2006 წლის 31 ივლისს ქართულმა მართლმსაჯულებამ მას თავისუფლების 17 წლით აღკვეთა განუსაზღვრა.
როგორც მოგახსენეთ, თავისი კუთვნილი ქონება, შესაძლოა ასლან აბაშიძემაც მოითხოვოს (ნამეთაურალი სტრასბურგში ჩივის), თუმცა ისიცაა, რომ დანაშაულის ნიშნები მის ქმედებებშიც მრავლად მოიპოვებოდა. კერძოდ, შს სამინისტრომ აბაშიძეზე ძებნა 2004 წლიდან გამოაცხადა, ქართულმა მართლმსაჯულებამ კი თავისუფლების 15 წლით აღკვეთა მიუსაჯა (რა თქმა უნდა, დაუსწრებლად), ხოლო ჯარიმის სახით 60 მილიონი დოლარის გადახდაც დააკისრა.
სავსებით ბუნებრივია, რომ კანონიერად მოპოვებული ქონება, დამნაშავე იქნება თუ კრავივით უცოდველი, ყველას უკან უნდა დაუბრუნდეს, ისევე, როგორც ძველსა თუ ახალ დამნაშავეებს მოუთმენლად ელით რეფორმირებული ქართული ციხის საკნები (როგორც ოკუპანტები იტყოდნენ: „პო ნიმ ტიურმა პლაჩეტ”)!

скачать dle 11.3