კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გაყალბების ქართული ხიბლი

„პოზაზე გატყობთ კმაყოფილებას“

მართალია, სასამართლოსი არ იყოს, არც არჩევნებია სექსი, ყველა მონაწილე ნასიამოვნები რომ დარჩეს, მაგრამ, ქართულ არჩევნებს ისეთი პირი უჩანს, თითქოს, სწორედაც რომ, ყველა კმაყოფილია (ყოველ შემთხვევაში, პოზა ასეთია). ისიც ფაქტია, რომ ამ საყოველთაო ნასიამოვნებობის მიუხედავადაც, არჩევნების პროცესს არც მეტად პროზაული  გაყალბებები აკლდა.
მეორე მხრივ, მათ სიმცირეს არც აქამომდე ვუჩიოდით („სომხური კარუსელით“ დაწყებული და, ღმერთმა უწყის, სადაური „მარაოთი“ დამთავრებული), აღარაფერს ვიტყვი კარდაკარ მოსიარულე კოორდინატორებზე და ასე შემდეგ. მაგრამ, რაკი ადამიანის ფანტაზია უსაზღვროა, განსაკუთრებით, როდესაც ამ ფანტაზიის მოტივი არჩევნების ნებისმიერ ფასად მოგებაა, სავსებით ბუნებრივია, რომ ტვინი უფრო გამალებით მუშაობს. ჰოდა, რაკი მუშაობს, როგორც თვითმხილველები ამბობენ, გაყალბების მეთოდები ერთობ გამრავალფეროვნდა: მაგალითად, ერთ-ერთ რაიონში გამგებელი ამომრჩევლებს ხმის მიცემის კაბინაში ამოჩორკნილი ჭუჭრუტანიდან აკონტროლებდა, მარკირების სითხის მოსაშორებლად კი უამრავი მეთოდი შეიქმნა: მზის დამცავი კრემით დაწყებული და მარკირების შემდეგ მთელი ხელის მარკირების სითხეში დასველებით დამთავრებული.
ერთი სიტყვით, მართალია, გამყალბებელთა კრეატიულობამ მთლად სასურველი შედეგიც ვერ გამოიღო, მაგრამ, თუ გავიხსენებთ, რომ  კრეატიულობა დიდად ფასობს განვითარებულ სამყაროში, იქნებ, უპრიანიც ყოფილიყო, გაყალბების (ვიმედოვნებ, აწ უკვე წარსულს ჩაბარებული) ქართული მეთოდები ერთ წიგნად აგვეკინძა (წიგნის პირობითი სახელწოდება, შესაძლოა, ასეთიც ყოფილიყო: „გაყალბების ქართული ხიბლი“), ამონაგები თანხა კი ბიუჯეტისთვის გვეფეშქაშებინა.

скачать dle 11.3