კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა იწვევს სამყაროში უცნაურ, ანომალიურ მოვლენებს და რა ემართებათ ადამიანებს ვიბრაციის მატებისა და კლების შემთხვევაში

თითოეული ჩვენგანი ძირითადად ფიზიკური არსებობისთვის საჭირო საქმიანობითაა დაკავებული, სულს კი, ვცდილობთ‚ ნაკლებად შევეხოთ. ასეთ დამოკიდებულებას ისიც აძლიერებს, რომ ჩვენთვის სული და მასთან დაკავშირებული მოვლენები უხილავი და ფიზიკურად შეუხებადია.  არსებობს თუ არა სული, რისგან შედგება ის, კვდება თუ არა ის ადამიანთან ერთად? – ამ საკითხების შესახებ გვესაუბრება ბატონი ლერი სონღულაშვილი, რომელიც უფლის განგებით ხსნის თეოსოფიით დაინტერესებას. ბატონი ლერი ავტორია წიგნისა „სამყაროსა და სიცოცხლის წარმოშობა. ადამიანის დანიშნულება სამყაროში“, რომელმაც დიდი დაინტერესება გამოიწვია მკითხველებში. ვიბრაციის დაახლოებით ერთნაირი დიაპაზონი გააჩნიათ, მაგრამ, ყველას ერთნაირი ვიბრაცია მაინც არ აქვს: ზოგისა შედარებით მაღალია, ზოგის – დაბალი. გარდა ამისა, ადამიანის ვიბრაცია ისედაც მერყევია. ვიბრაციის დაწევა ადამიანში, სხვადასხვა მოვლენებთან ერთად, იწვევს აზროვნების დაქვეითებას, ხოლო ვიბრაციის აწევა – აზროვნების ამაღლებას. აზროვნების უცაბედი ამაღლების ხარისხი პირდაპირ შეესაბამება ვიბრაციის უცაბედი ამაღლების ხარისხს. იმ ადამიანის გონებრივი მონაცემები, რომლის ვიბრაციაც ჩვეულებრივთან შედარებით მაღალია, აშკარად განსხვავდება სხვა, რიგითი ადამიანის გონებრივი მონაცემებისგან – ის გაცილებით უკეთ აზროვნებს. ვიბრაციის დიაპაზონი ბავშვებსა და ცხოველებს უფრო ფართო აქვთ, ვიდრე მოზრდილ ადამიანებს, რადგან, ცნობილია, რომ უხილავ სხეულებს ამჩნევენ მცირეწლოვანი ბავშვები და ცხოველები, მაგალითად‚ კატები და ძაღლები. როდესაც საუბარია სულის ვიბრაციის ამაღლების შესახებ, აქ იგულისხმება სულის გარშემო არსებული ინკარნაციული შეგნების ვიბრაციის ცვლილება. რამდენადაც სხეულის ვიბრაციის აწევას მოსდევს მხოლოდ მისი გაუჩინარება, ინკარნაციული შეგნების ვიბრაციის აწევას კი – აზროვნების ამაღლება. ამას‚ თავის მხრივ‚ შეიძლება მოჰყვეს სულიერი სამყაროდან გარკვეული ცოდნის მიღება, რომელსაც ის შინაგანად უკარნახებს თანამედროვე შეგნების უმაღლეს გონს. ადამიანში მაღალი ვიბრაციის სამი შემთხვევა არსებობს: მაღალი ვიბრაციის არსებობის პირველ შემთხვევას მიეკუთვნებიან ის ადამიანები, რომლებსაც, ჩვეულებრივ ადამიანებთან შედარებით, დაბადებიდანვე მაღალი ვიბრაცია გააჩნიათ. მათი აზროვნება იქნება მაღალი და, ამავე დროს, სტაბილური, თუმცა‚ შეიძლება ჰქონდეთ ჩავარდნებიც ვიბრაციის დაწევით. დაბადებიდანვე მაღალი ვიბრაციის ადამიანებს, მცირე გამონაკლისის გარდა, აქვთ მაღალი შეგნება, დახვეწილი თვისებები, გემოვნება და ქცევები. ისინი არასდროს ავლენენ ბოროტებას და საზოგადოებას კეთილშობილ ადამიანებად მიაჩნია. როგორც წესი, ასეთი ადამიანების მდგომარეობიდან გამოყვანა თითქმის შეუძლებელია. თუ მაღალი ვიბრაციისა და მაღალი შეგნების ადამიანები ყოველთვის დახვეწილ ქცევებსა და თვისებებს ავლენენ, მათ საპირისპიროდ, დაბალი შეგნებისა და დროებით ამაღლებული ვიბრაციის ადამიანები მაღალი ნიჭის მომენტალურ გაბრწყინებასა და დაბალ თვისებებს ამჟღავნებენ; მაღალი ვიბრაციის მეორე შემთხვევას მიეკუთვნებიან ის ადამიანები, რომლებსაც გარკვეული ასაკიდან ეწყებათ ვიბრაციის დროებითი აწევები. ასეთი აწევები შეიძლება იყოს ხშირიც და იშვიათიც; ხანგრძლივი და ხანმოკლეც; ძლიერიც და სუსტიც. ვიბრაციის აწევის მესამე შემთხვევას ეწოდება გაბრწყინება. ადამიანი ამ დროს, სინამდვილეში, ფიზიკურად ხედავს უცნაურ განათებას, ის გრძნობს მთლიანი სხეულის ან სხეულის რომელიმე ნაწილის აშკარად გათბობას. ასეთი გაბრწყინება შეიძლება დაემართოს იშვიათ ერთეულებს. ეს არის წამიერი განათება და მოასწავებს ღვთიური ჭეშმარიტებიდან ადამიანზე ისეთი ცოდნის გადმოსვლას, რომლისგანაც რიგითი ადამიანები შორს არიან. გაბრწყინება შეიძლება იყოს სხვადასხვა სიძლიერის, რომელსაც თან სდევს ვიბრაციის შესაბამისი ცვლილებები. რაც უფრო ძლიერი იქნება გაბრწყინება, მით მაღალ ცოდნას მიიღებს ადამიანი ღვთიური სიბრძნიდან. გაბრწყინება იძლევა რწმენას, ჭეშმარიტების რომელიღაც ნაწილში ერთბაშად წვდომის უნარს, სამყაროს უდიდესი საიდუმლოებების გახსნის. გაბრწყინება არავითარ შემთხვევაში არ დაემართება მშვიდი ბუნების ადამიანს, ის შეიძლება ეწვიოს ისეთ პიროვნებას, რომელიც არის ზემგრძნობიარე და რომლის ცხოვრებაც არის საშინელი და დაუსრულებელი პრობლემებით სავსე. არსებობს ვიბრაციის  ამაღლების მეოთხე, განსაკუთრებული შემთხვევაც – ძლიერი გაბრწყინება, რომლის დროსაც ადამიანს შესაბამისი, ძლიერი მზადყოფნა სჭირდება. საერთოდ‚ ადამიანში ვიბრაციის აწევ-დაწევა ზოგჯერ საკმაოდ შესამჩნევად მოქმედებს მის ჯანმრთელობაზე, მის ფიზიკურ მდგომარეობაზე, მხედველობაზე, სმენაზე, გუნება-განწყობაზე, შიდა ორგანოების მუშაობაზე და სხვა. ამასთან დაკავშირებით, შეიძლება, ადამიანს ორგანიზმში  გაუჩნდეს ტკივილები, თუმცა, ის ვერაფრით ვერ მიხვდება ტკივილების მიზეზებს. ამიტომ‚ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება პირველი ტკივილისთანავე წამლის მიღება, თუ ის მძიმე ფორმებში არ მიმდინარეობს. ზოგჯერ ადამიანი შინაგანი ცვლილებების საფუძველზე იწყებს უხილავი საგნების ლანდებად აღქმას. ეს მოჩვენებები‚ ჩვეულებრივ‚ უვნებლად გაივლის ერთი გამონაკლისის გარდა – თუ ის კარმულია და ოდესღაც ჩადენილი ცოდვების გამო, მძიმე მისაგებლის მომასწავებელია, მას ვერც ექიმი უშველის, ვერც წამალი და ვერც მთავარანგელოზი. ჩვეულებრივ, შავი ლაქების გამოჩენას აუცილებლად თან სდევს სხვადასხვა ზომის გაღიზიანება. იშვიათად, მაგრამ, არიან ადამიანები, რომლებიც ასეთ ლაქებს აშკარად აღიქვამენ და, მათი შემჩნევისთანავე, უკვე წინასწარ იციან, რომ აუცილებლად მოუწევთ გარკვეულ უსიამოვნებებთან შეხვედრა და გაღიზიანება, მაგრამ რაც უნდა ეცადონ, მაინც ვერ გაექცევიან. არასწორია‚ როდესაც ამბობენ – „სულის გაწმენდა“; ამის ნაცვლად; სწორი იქნება ითქვას – „შეგნების ამაღლება“. სულს ვერც ვერავინ გაწმენდს და ვერც ვერავინ გააჭუჭყიანებს. სულზე რაიმე ზემოქმედების მოსახდენად ხელი არავის მიუწვდება. სული ყოველთვის ინარჩუნებს იმას, რაც მარადიულობაში შენარჩუნების ღირსია.

скачать dle 11.3