კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დაშორდა გეგე სულხანიშვილი ცოლებს და როგორ იპოვა მან შვილი

გეგე სულხანიშვილს თბილისის გარკვეულ წრეებში კარგად იცნობენ. ის  თელავიდან ათეული წლების წინ კალათბურთის თამაშის გასაგრძელებლად ჩამოვიდა და კალათბურთშიც და ქალებშიც ერთდროულად გახდა წარმატებული. მიუხედავად თავისი ასაკისა, ძალიან გახსნილია, აქვს იუმორი და საუბრის სასიამოვნო მანერა, მოკლედ, რაც გარშემო მყოფებზე დადებითად მოქმედებს.

– მოგეხსენებათ, თელაველი ვარ, თელავში ვსწავლობდი, მაგრამ იმის გამო, რომ კალათბურთს ვთამაშობდი, მაღალი ვიყავი, პერსპექტიული, თბილისში წამომიყვანეს. საღამოს სკოლაში ვსწავლობდი, რადგან დღისით ვარჯიში გვქონდა. მე, როგორც წარმატებულმა კალათბურთელმა, იმ წელსვე ჩავაბარე სასოფლოზე, სხვა ფაკულტეტი მინდოდა, მეღვინეობის, მაგრამ აგრონომიულზე შემიყვანეს. მითხრეს – ცოტა ხანს იყავი და მერე შეგიძლია, გადახვიდეო. მერე სხვაგან მოვეწყე, ბოლოს და ბოლოს არც დამიმთავრებია, გამომრიცხეს.
– ახლა, რომ გითხრათ, ეგ უფრო მაინტერესებს ვიდრე თქვენი პირადი ცხოვრება-მეთქი, დამიჯერებთ? ქალებზე მომიყევით. პირველიდან დავიწყოთ – როდის გყავდათ, როგორი იყო, მოგეწონათ, არ მოგეწონათ?       
– პირველად ქალს შევხედე რუსეთში რომ  წავედით შეჯიბრებაზე. ის გოგო მას მერე აღარ მინახავს, მაგრამ ვინაიდან პირველი ქალი იყო ჩემს ცხოვრებაში (რასაკვირველია, ასაკით უფროსი იყო) დამამახსოვრდა გვარით, სახელით და მისამართით. სამი დღე ვხვდებოდით ერთმანეთს და  მერე ჩვენ წამოვედით. ეს ამბავი ოდესაში მოხდა.  მერე ისე წავიდა ჩემი სპორტული კარიერა, რომ ოდესაში რაღაცაზე ჩავედი, სამსახურებრივი საქმით. წარმოიდგინე, გასულია თითქმის ორმოცი წელი. მივდივარ ამ მისამართზე, კარზე ზარს ვრეკავ.  ის გვარი წერია კარზე, რაც მახსოვს. ვარიანტი არ არსებობს შემეშალოს. რასაკვირველია, ველოდები სხვა ასაკის ქალს. გააღო ვიღაც გოგონამ,  ვეკითხები და მეუბნება, აქ არ ცხოვრობსო. ვიფიქრე, კაცო, ყველაფერი თუ ემთხვევა, რაღა გალია არ ემთხვევა, გამაგებინეთ... მერე ვიღაც ქალი გამოვიდა, რა უნდაო – არ ვიცი, ვიღაც გალიას კითხულობსო. ამ გოგოს დეიდა ყოფილა, მაგრამ მაშინ დაბადებულიც არ ყოფილა და საიდან ეცოდინებოდა. ჩვენ რომ დავცილდით, სადღაც ორ თვეში ავტოკატასტროფა მოსვლია და დაღუპულა. გალია ჩემი და იყოო, მითხრა იმ ქალმა, გარდაიცვალაო. 
 ერთ-ერთ ქალაქში კიდევ ერთ გოგოსთან ვიყავი, გადაწყვიტა, შვილი გაეჩინა, მაგრამ მე არაფერი მითხრა. მეორედ რომ ჩავედი ხარკოვში (ხშირ-ხშირად ჩავდიოდით), დავურეკე და მოვიდა პირდაპირ დარბაზში, თამაშზე ამოდენა მუცლით. თურმე, ექვსი თვის ფეხმძიმეა. კი, შემეპარა ეჭვი, მაგრამ მაინც რას წარმოვიდგენდი, მაშინ 23 წლის ვიყავი. რა ხდება-მეთქი ვკითხე, მე ასე გადავწყვიტე,  მიყვარხარო და დაიწყო რაღაცეები... დამთავრდა ის შეჯიბრება და წამოვედით. ნამდვილად არ მინდოდა, ასე ყოფილიყო. როგორია, სადღაც უცხო ქალაქში ჩადიხარ საქმეზე, ექვსი თვის შემდეგ ისევ ჩადიხარ და ვიღაც შენგან ორსულად გხვდება. ამ დროს აქ მყავს შეყვარებული, რომელიც სიგიჟემდე მიყვარს. ვიღაც ვიგინდარა ხომ არ ვარ დავიმალო. ორი თვის შემდეგ მოდის დეპეშა – ჩამოვდივარო. ესე იგი, ჩამოდის, რომ აქ იმშობიაროს, საგონებელში ჩავვარდი. შენგან არაფერი მინდა, უბრალოდ, რადგან ბავშვს ქართველი მამა ჰყავს, მინდა, საქართველოში დაიბადოს. პრობლემას არ შეგიქმნიო. ხომ არ ვეტყოდი, შეყვარებული ვარ და თავი დამანებე-მეთქი, ვიფიქრე, ორსული ქალია, მაინც, უცხო ქალაქში ჩამოდის-მეთქი და დავხვდი. ბინა ვიქირავე ცოტა ხნით, მერე თელავში წავიყვანე დედაჩემთან. მე და ჩემი შეყვარებული ჩვეულებრივ ვაგრძელებთ შეხვედრას, მე ყველა მიცნობდა, იმ გოგოსაც. თბილისში ძალიან პოპულარული წყვილი ვიყავით. მოკლედ, გაჩნდა ბიჭი, ახლა ხომ ვერ ვეტყვი ადექი და წადი, ხომ არსებობს რაღაც ზნეობის წესები, რასაც ვერ გადააბიჯებ. ხან რა ვუთხარი, ხან რა – ახლა შეჯიბრებაზე მივდივარ, მერე სხვაგან მივდივარ, იქნებ დედაშენთან წახვიდე-მეთქი. მაგრამ, შენც არ მომიკვდე. ბავშვი გახდა რვა თვის, ცხრა თვის და არ მიდის. მერე თვითონაც მოიწყინა, სხვანაირად იყო გაზრდილი, სხვა გარემოში და წავიდა. გავიდა ოცი წელი და ერთ-ერთ მეგობართან ვქეიფობ თბილისში. ამ ჩემმა მეგობარმა თავისი რუსი სტუმარი გამაცნო, ხარკოვიდან არისო. გამახსენდა ახლა ხარკოვი. ეტყობა, ნასვამიც ვიყავი და მოვუყევი ჩემი ამბავი, მაგრამ ისე კი არ მოვუყევი როგორც იყო და რაც იყო – რაღაც მოხდა ჩვენს შორის და ბავშვი გაჩნდა-მეთქი, მოკლედ ვუამბე... ამ ქალმა გულთან მიიტანა ეს ამბავი – მე შენ შვილს გაპოვნინებ და ჩამოგიყვანო. ჩასულა ეს ქალი, გაუკითხავს და მისულა მასთან სახლში. ის ქალი გათხოვილა, ორი შვილი ჰყოლია და ბავშვი იზრდება ბებიასთან. ბავშვმა იცოდა, რომ მამა ჰყავდა ქართველი და ავტოავარიაში დაიღუპა. ამ ქალმა კი უთხრა – მამაშენს კარგად ვიცნობ და გელოდებაო. ჩამოვიდნენ, მახსოვს, რომ მოდიოდა გაკვირვებული ვუყურებდი – ზუსტად ჩემი სიმაღლე,  სიარულის მანერა. სახეზე დიდად არ მგავს. აქვს ჩემსავით აბსოლუტური მუსიკალური სმენა, მაგრამ  ჩემგან განსხვავებით, მან ამ საქმეს მიხედა, კონსერვატორია დაამთავრა. მოკლედ, ძალიან მოეწონა აქაურობა – საძმაკაცო, ქეიფები. მერე თელავში წავიყვანე, დედაჩემს ვაჩვენე, მერე ვკითხე  – რა ვქნათ ახლა ჩვენ-მეთქი. დავრჩებიო, კი ბატონო დარჩი-მეთქი. მაშინ თელავში იყო სამოყვარულო ანსამბლი „ინტურისტი“. დაველაპარაკე მათ, მოვიდეს ჩვენთან და დაუკრას, მუსიკოსები გვჭირდებაო. წელიწად-ნახევარი იცხოვრა, მერე რომ აირია სიტუაცია – ომი იყო, ამბები, მითხრა, წავალ და რომ ჩაწყნარდება სიტუაცია, ჩამოვალო. წავიდა. მერე  დამირეკა და მითხრა ოდესაში ვარ და თუ შეგიძლია, ჩამოდიო. ჩავფრინდი ოდესაში. მან მითხრა: ჩემი ანსამბლი მაქვს და ბრაზილიაში მივდივარო. წავიდა ბრაზილიაში, იქ მოუყვანია ბრაზილიელი ცოლი, ორი შვილი ჰყოლია. მერე ჩამოვიდა აქ, შეეძინა კიდევ ვიღაც ქალთან ორი შვილი. ახლა მესამე თუ მეოთხე ცოლი ჰყავს და ექვსი შვილი. ოცი წელია, არ მინახავს, მაგრამ ტელეფონით სულ ველაპარაკებით ერთმანეთს, სულ ვეხვეწები ჩამოდი-მეთქი, მაგრამ ვერ ახერხებს.
– მერე როგორ აეწყო თქვენი ცხოვრება? 
– მას შემდეგ ხუთი ცოლი გამოვიცვალე. ახლა ისევ მყავს ცოლი. რა ვიცი, ასე წავიდა ჩემი ცხოვრება. თუმცა, მე ვერ ვხედავ ამაში ტრაგედიას. ცოლი რატომ უნდა გყავდეს კაცს ექვსი და შვიდი, მაგრამ რა ვქნა, მოხდა ასე. თორემ ქალების მეტი რა მყოლია და კიდევ იმ ცოლების პარალელურად მყოლია, ოღონდ საყვარელი არა, ისე ქალებს ვგულისხმობ (ღმერთო, მაპატიე). ყველას თავისი ცხოვრება აქვს და თავის გზაზე გაუმარჯოს, მაგრამ მე ასე ვცხოვრობ.
– ალბათ, ყველას სხვადასხვა მიზეზით დაცილდით?     
– ალბათ, ჩემი ბრალიც იყო და იმათიც – ცოტა თვალი უნდა დაეხუჭათ. ღამე რომ სახლში არ მიხვალ, იქ ყველაფერი გასაგებია. რასაკვირველია, ეს არავის მოსწონს და ამოუვიდათ ყელში – ზოგს 15 წელიწადში, ზოგს 3 წელში. პრინციპში, თავს არ ვიმართლებ, მაგრამ ამას ძალიან ლამაზად ვაკეთებდი.
–  განცდები გქონდათ?  
–  აი, წესით, უნდა მქონოდა განცდები, მაგრამ  იცი, როგორი ტიპი ვარ? რაც არ უნდა მოხდეს, ძალიან დიდი ტრაგედია, ახლობლის გარდაცვალება თუ ძვირფასი ნივთის დაკარგვა, უცბად გადამდის, მავიწყდება. რასაკვირველია, განვიცდი, გააზრებული მაქვს, რომ ძვირფასი ადამიანი დავკარგე, ან ნივთი, რომელიც აღარ მაქვს, მაგრამ ვივიწყებ. რომ ვიდარდო რა, გამოჩნდება? მაშინ, სხვანაირი ვიყავი ოცი წლის, მერე ცოტა სხვანაირი ვიყავი – ოცდაათი წლის და სხვა მოთხოვნები და პრეტენზიები მქონდა ცოლებთან. ერთადერთი, რა პრეტენზიაც მქონდა ყველასთან, იყო დაუსრულებელი კითხვები – სად მიდიხარ, როდის მოხვალ?.. ეს მაღიზიანებს, რა ვიცი, მე როდის მოვალ, მოვალ რა. საერთოდ, როცა გიყვარს ადამიანი, ბევრ რაღაცას არ აქცევ ყურადღებას, ნიუანსებს. როცა გრძნობ სიყვარული აღარ არის, ყველაფერი გამოჩნდება. პერანგი რატომ არ გამირეცხე, ეს რატომ არ დამიუთოე, საპონი რატომ არ არის. იწვევ, გინდა, რომ კონფლიქტში შეხვიდე. ჩემს შემთხვევაში რამდენი წელიც, თვე თუ დღე ვიცხოვრე თითოეულ მათგანთან, ყველასთან ძალიან ლამაზად ვიცხოვრე.
– ისე, როგორ აბამთ ქალებს?
– ჩვეულებრივად. სუფრასთან თავს ვგრძნობ როგორც გარინჩა, პელე ან მარადონა. სუფრა ჩემი სტიქიაა, იუმორი მეხერხება, სადღეგრძელოები, სიმღერა. ანკესს რომ გადაუგდებ – მოგყვება, მოგყვება. მაგრამ, როცა მართლა მოგეწონება, ძალიან ცდილობ. ეს, ალბათ, მონადირის მეთოდია. როცა ხედავ, რომ სხვანაირად არის საქმე და არ არის ისეთი ტუტრუცანა, უკვე სხვა პოზიციას არჩევ. ადრე ხომ გახსოვს, როგორ აბამდნენ გოგოს. მივიდოდნენ და კითხავდნენ, რომელი საათიაო? ვსკდებოდი სიცილით. ახლა რომ გოგოსთან მივიდე და საათი ვკითხო, შეიძლება, თავში რაღაც მრეკოს. სხვადასხვა დროს, სხვადასხვანაირად იყო. მერე ცოტა შეიცვალა, საათი უკვე სასაცილო იყო და ეკითხებოდნენ, ბოდიში, საიდან მეცნობით?  
– ახლა აღარ აბამთ?
– მეშვიდე ცოლზე გინდათ გამიშვათ?! რატომ მიქმნით პრობლემებს? ეჰ, ჩემო კარგო! ცხოვრება გრძელდება. მე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ძალიან ხანმოკლეა ეს ცხოვრება და საერთოდ მეგონა, ალბათ,  სამოც წლამდე ვიცოცხლებ-მეთქი, მაგრამ...
ერთხელ ჩემმა ძმაკაცმა დამირეკა – სადა ხარო.  მე ვუთხარი, ვმუშაობ-მეთქი. ე, ბიჭო, მოდი ჩვენთან, გიტარა წამოიღე, აგერ სამი გოგო გვყავს, ორნი ვართო. წავედი, მოვილხინეთ, შევყევით, უკვე ვხედავ, რომ ეს იმას უზის, ის იმას, ეს ქალი ჩემია. არ არის პრობლემა, დავიშალეთ, ეს ქალი წამოვიყვანე. სად მივდივართო, ოქროყანაში ვცხოვრობ და ვუთხარი, ჩემთან სახლში-მეთქი. მარტო ვიყავი იმ დროს. რატომ ოქროყანაში, აგერ დიღომში ვცხოვრობ, მარტო ვარ და ჩემთან ავიდეთო. ძალიან მეგობრული წრე იყო და არ ყოფილა იქ სხვა რაღაცეებზე ლაპარაკი, თუნდაც ფულზე. ავედი, ნასვამი ვარ, ისე პროფესიონალურად მომემსახურა ეს ქალი, მივხვდი, რომ ფულთან იყო დაკავშირებული.  ვუთხარი – დილით ადრე უნდა წავიდე და არ გაგაღვიძებ-მეთქი. მართლაც, დილით ადრე ჩუმად ავდექი, ვიპარები და არ გაიღვიძა! მიდიხართ, ბატონო გეგეო? ჰო, დაიძინე, დაიძინე-მეთქი. კი მაგრამ, პატივი არ უნდა მცეო. მთელი ღამე თავი მოვიკალი ამ ქალთან, არ მძინებია და (კიდევ კარგი, რომ იუმორის გრძნობა მაქვს) პატივი არ უნდა მცეო. ჩემო ძვირფასო, – ვეუბნები, – 62 წლის კაცი ვარ, მთელი ღამე გიშვებოდი და მეტი პატივისცემა მე არ ვიცი-მეთქი. წადი, წადი, კარგად იყავიო. ასეთი რაღაცეებიც ყოფილა. ასე რომ, არასოდეს თქვა არასოდეს.

скачать dle 11.3