კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

არასრულწლოვან გაუპატიურებულ გოგონას მოძალადის ცოლი ემუქრებოდა

17 წლის ანის გაუპატიურებისთვის გელა შ-ს 12 წელი მიესაჯა. მსხვერპლის სადარბაზოს სარდაფში მომხდარი დანაშაული 4 თვის შემდეგ გამჟღავნდა. სამართალდამცველებმა მოძალადე მას შემდეგ დააკავეს, რაც გოგონა მიატოვა და სხვაზე დაქორწინდა. დანაშაული კი დაზარალებულის დამ გახსნა, რომელმაც მომხდარი შემთხვევით, სატელეფონო საუბრით შეიტყო.  
საქმის მასალებით, მოძალადეს მსხვერპლთან ურთიერთობა დაქორწინების შემდეგაც არ გაუწყვეტია. უფრო ზუსტად, აშინებდა, რომ არავისთან არაფერი ეთქვა და ქალწულობის „აღდგენაში” დახმარებას გაუწევდა, მაგრამ დანაშაული გასკდა და მოძალადემ დამსახურებული სასჯელი მიიღო.
საგულისხმოა, რომ მსხვერპლი და მოძალადე მეზობლები იყვნენ და მათ შორის ასაკობრივი სხვაობა 13 წელი იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ ოჯახური პირობების გამო არასრულწლოვანი ანი კ. სკოლიდან ცხრა კლასის შემდეგ გამოიყვანეს და ბავშვი მთელ დღეებს სახლში ატარებდა. მან სწორედ ამ პერიოდში გაიცნო უბანში ახლადგადასული 30 წლის გელა შ. (მას ოფიციალურად გერონტი ჰქვია), რომელმაც გოგონას, როგორც ჩანს, თვალი მაშინვე დაადგა.   
მეზობლის ჩვენებიდან: „ამბობენ, რომ ანის წერა-კითხვა უჭირს, მაგრამ, არაჩვეულებრივი, კარგი და გამორჩეული სილამაზის გოგონაა. უბანში ვინმეს ბავშვის დატოვება უნდოდა, თუ რამე სხვა დახმარება სჭირდებოდა, ანი უარს არავის ეუბნებოდა. ყველა განვიცდიდით, რომ ბავშვი სკოლაში არ დადიოდა. ამის მიზეზი მამამისის დაკავება იყო. ზოგადად, მის მშობლებს პრობლემები ჰქონდათ და ბავშვი სწორედ მათ გამო დაიჩაგრა. უპატრონოდ დარჩა და დამნაშავემ მისი უმწეო მდგომარეობა გამოიყენა. მეზობლები იმ არაკაცის სასტიკ დასჯას ვითხოვთ. მან ბავშვის გრძნობებით ითამაშა, შემდეგ მიატოვა და ათას სისულელეს აკეთებინებდა. დახვრეტის მუხლი არ უნდა გაუქმებულიყო. ასეთი მოძალადეები მკაცრ სასჯელს იმსახურებენ. მართალია, ბინა გაყიდეს და აქედან წავიდნენ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. მიგვაჩნია, რომ ბრალდებულის ცოლიც უნდა დაისაჯოს, რადგან ეს ამბავი მანაც იცოდა და ანის თურმე ისიც ემუქრებოდა...” – წერს მეზობელი, რომელმაც სხვა მეზობლებთან ერთად, მართლმსაჯულების წინაშე ყველაფერი გააკეთა, რომ დამნაშავეს პასუხი მთელი სიმკაცრით ეგო. ის კი არა, მათი შიშით სასამართლო პროცესებზე დასწრებას ბრალდებულის ნათესავებიც კი ვერ ბედავდნენ. ამის უფლებას ლამის დედამისსაც კი არ აძლევდნენ. პატიმარი მხოლოდ ადვოკატის იმედად დარჩა, მაგრამ მას არა კერძო, არამედ სახაზინო ადვოკატი იცავდა.
როგორ მოატყუა მოძალადემ მსხვერპლი
საქმიდან ირკვევა, რომ 17 წლის ანი გელას ხშირად ხედავდა და გრძნობდა, რომ კაცი მისადმი შეფარულ ყურადღებას იჩენდა. თუმცა, გოგონა არც იმას მალავს, რომ ასაკის მიუხედავად, გელა მასაც მოსწონდა.
დაზარალებულის ჩვენებიდან: „გელას ოჯახი რომ გადმობარგდა, აივნიდან ვუყურებდი. ის პირველად მაშინ დავინახე. მათ ოჯახზე მეზობლები ამბობდნენ, რომ ჩაკეტილი, იმდენად უცხვირპირო ხალხია, რომ გამარჯობასაც კი არავის ეუბნებიანო.
დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში, მე და გელა მხოლოდ ფიზიკურად ვიცნობდით ერთმანეთს. ერთ დღეს კი ჩვენთან მოვიდა, მითხრა, რომ მუშები ჰყავდათ და მთხოვა, მამაჩემისთვის მეთქვა, მისთვის კიბე ეთხოვებინა. მივხვდი, არ იცოდა, რომ მამაჩემი ჩვენთან არ ცხოვრობდა... კიბეზე კი ვუთხარი, რომ „პადვალში” გვქონდა, მოიცადე, შუქს ჩავრთავ და გამოვუტან-მეთქი. მითხრა, რომ წამომყვებოდა. მისი ჩვენს სახლში შემოსვლა ლამაზი არ იქნებოდა, მაგრამ უარი ვერ ვუთხარი. არ ვიცი, ასე რატომ მოვიქეცი. სარდაფიდან რომ ამოვდიოდით, ჩემი ასაკით დაინტერესდა. მერე გამომკითხა, სკოლაში რატომ არ დავდიოდი, მამაჩემი სად იყო, დედაჩემი სად მუშაობდა და ასე შემდეგ. ვუთხარი, მამას რა პრობლემებიც ჰქონდა, დედა საცხობში რომ მუშაობდა, და კი გათხოვილი იყო. ამიტომ, სახლს მე ვპატრონობდი. უცნაურად მიყურებდა, მითხრა, ძალიან ლამაზი ხარო და წავიდა. კიბე მესამე დღეს დააბრუნა, მაგრამ დედაჩემისთვის არც მისი წაღების ამბავი მითქვამს და არც მოტანის. დასამალი არაფერი იყო, მაგრამ არ ვიცი, რატომ არ ვუთხარი. კიბე რომ მოიტანა, მითხრა, რომ „პადვალში”, თავის ადგილზე თვითონ წაიღებდა – ბნელა და იქ მარტო ჩასვლა გაგიჭირდებაო. მე წინ მივდიოდი, ის უკან მომყვებოდა. ამოსვლისას კი, ის უკვე ჩემ წინ მიდიოდა. მოულოდნელად შემოტრიალდა, ხელი წამავლო და კოცნა დამიპირა. წინააღმდეგობა არ გამიწევია... ასე, დაახლოებით 5 წუთს ვიყავით, მითხრა, რომ მოვწონდი და თუ წინააღმდეგი არ ვიქნებოდი, დამირეკავდა. ვუთხარი, რომ მობილური არ მქონდა და ქალაქის ნომერი მივეცი. თუმცა, გავაფრთხილე, რომ, თუ დედაჩემი უპასუხებდა, სხვისი ბინა ეკითხა ან რაღაც მოეგონებინა. მითხრა, რომ მხოლოდ იმ დროს დამირეკავდა, როცა მარტო ვიქნებოდი და მართლაც, იმ პერიოდში მირეკავდა ხოლმე, როდესაც დედაჩემი სახლში არ იყო”, – წერს არასრულწლოვანი. მისი ჩვენებითაც ჩანს, რომ გელა მასაც შეუყვარდა და გამოძიებას უმტკიცებდა, რაც მოხდა ჩემი ბრალიც იყოო...
დაზარალებულის ჩვენებით, გელა მას ყოველდღე ურეკავდა და საათობით ელაპარაკებოდა. არწმუნებდა, რომ მალე დედამისსაც დაელაპარაკებოდა და მათ ვერავინ დააცილებდა. ანი წერს, რომ გელა მანქანით გასეირნებასაც სთავაზობდა, მაგრამ, ვიდრე დედამისს საქმის კურსში არ ჩააყენებდა, ასეთი ნაბიჯის გადადგმას ერიდებოდა. ანის ჩვენებიდან: „20 მაისს დამირეკა. მითხრა, რომ ქალაქიდან გადიოდა, გვიან დაბრუნდებოდა და როგორც კი მოვიდოდა, დამირეკავდა. მთხოვა, ტელეფონი საწოლთან დამედგა. რომ დამირეკა, ალბათ, ღამის პირველი საათი იქნებოდა. მითხრა, რომ ძალიან მოვენატრე და ერთი სული ჰქონდა, ვიდრე ჩემს ხმას გაიგებდა. მთხოვა, რომ სულ ერთი წუთით დაბლა ჩავსულიყავი. მისი თქმით, მობილურით მირეკავდა და მალე ჩემს სახლს მოუახლოვდებოდა. უარი ვუთხარი, ვინმე დაგვინახავს-მეთქი, მაგრამ დამარწმუნა, სარდაფში შევიდეთ და პრობლემა არ იქნებაო. დავთანხმდი. ჩუმად „პადვლის” გასაღები ავიღე და ჩავედი. ის უკვე ჩასასვლელთან დამხვდა. კარი გასაღებით მან გააღო. შუქი არ აგვინთია, რადგან ქუჩიდან შემოდიოდა. სუნით მივხვდი, რომ ნასვამი იყო. ცდილობდა, მომხვეოდა, მაგრამ თავიდან ვიცილებდი. მომეჩვენა, რომ ტიროდა. მეუბნებოდა, უშენოდ სიცოცხლე აღარ შემიძლია და სულ მალე ყველაფერს წერტილს დავუსვამო. მომიახლოვდა, ვგრძნობდი რომ რაღაც მოხდებოდა, ვცდილობდი, მეყვირა, მაგრამ ამას ვერ გავაკეთებდი. როგორ მოხდა ყველაფერი, ახლაც არ შემიძლია, ავხსნა... მახსოვს, თავს უბედურად ვგრძნობდი. მამშვიდებდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, მაგრამ მანამდე, არავისთვის არაფერი არ უნდა მეთქვა...”
მეზობლებს შორის ინტიმური კავშირი დაახლოებით სამი თვის განმავლობაში გრძელდებოდა. როგორც დაზარალებული წერს, უნდოდა, ყველაფერი დედისთვის ეთქვა, მაგრამ გელა არწმუნებდა, აჯობებს თუ ჯერჯერობით არავის არაფერი ეცოდინებაო. რაღაც პერიოდის შემდეგ კი უთხრა, რომ საქორწინოდ უნდა მომზადებულიყო და დრო სთხოვა. დაარწმუნა, რომ მისი მშობლებიც უნდა შეემზადებინა და გაუჩინარდა. დაახლოებით ორ კვირაში კი მანქანაში სხვა გოგონასთან ერთად ნახა. ივარაუდა, რომ ნათესავი იყო, მაგრამ აღმოჩნდა, ცოლად მან სხვა მოიყვანა...
ანის ჩვენებიდან: „თქვეს, გელამ ცოლი მოიყვანაო, მაგრამ ვიცოდი, რომ ტყუილი იყო. რამდენიმე დღეში კი თავად დამირეკა. სხვანაირი მეჩვენა, ხმა შეცვლილი ჰქონდა. მითხრა, რომ ცოლი მართლა მოიყვანა და ჩვენი ურთიერთობა დასრულდა. თუმცა, შემომთავაზა, რომ  ნაცნობი გინეკოლოგი ჰყავდა და დამეხმარებოდა, რომ ჩვენს შორის მომხდარი ვერავის შეეტყო. მივხვდი, რასაც გულისხმობდა. ვტიროდი, ვეუბნებოდი, რომ მიყვარდა და მე სხვა არაფერი მაინტერესებდა. მაგრამ, მიპასუხა – ახლა უნდა გავთიშო, რამდენიმე დღეში დაგირეკავ და კარგად იფიქრე, რაც გითხარიო.
რომ არა დაზარალებულის და, ძნელი სათქმელია, როგორ განვითარდებოდა მოვლენები. საქმე ისაა, რომ ამ ამბების გამო ანი თავს ცუდად გრძნობდა, რის გამოც გარკვეული დროით სახლში მისი და – სალომე გადმოვიდა. სწორედ მან გახსნა დანაშაული.
გამოძიებით დადგენილია, რომ დაზარალებულის დამ, რომელსაც დარეკვა უნდოდა, ყურმილი აიღო და შემთხვევით მოისმინა ანი ვინმე გელას რომ ესაუბრებოდა. მაშინ შეიტყო, რომ ამ პიროვნებას მის დასთან ინტიმური კავშირი ჰქონდა და მუქარით გინეკოლოგთან წაყოლას და „კვალის დაფარვას” აიძულებდა. ცოტა ხანში კი კაცს ტელეფონი ვიღაც გოგონამ წაართვა და ამჯერად მან გააგრძელა მუქარა, რომ მისი ქმრისთვის თავი დაენებებინა...
დაზარალებულის და აცხადებს, რომ მან თავი ვეღარ შეიკავა და უცნობს არა მხოლოდ უკანასკნელი სიტყვებით აგინა, ციხეში ამოლპობით დაემუქრა. ამის შემდეგ მან სიტუაცია უმცროს დასთან გაარკვია. მოწმის თქმით, მომხდარი მან ჯერ დედას, შემდეგ ქმარს შეატყობინა და მოძალადეს პირობა შეუსრულა...
დაკავებულს, რომელმაც თავიდანვე დუმილის უფლება გამოიყენა, ფაქტობრივად, მთელი უბანი დაუპირისპირდა. შედეგად, გაუპატიურების ბრალდებით მას 12 წელი მიესაჯა. მოგვიანებით, ის ზემდგომ ინსტანციებში ამტკიცებდა, რომ ყველაფერი ნებაყოფლობით, თავად დაზარალებულის სარდაფში მოხდა, მაგრამ მისჯილ წლებს ერთი დღეც არ ჩამოუკლეს...

скачать dle 11.3