რა მოხდა ამ დღეს
1 ოქტომბერი
1661 – ინგლისში შედგა იახტების პირველი შეჯიბრება.
1869 – ვენაში გამოუშვეს პირველი საფოსტო ღია ბარათები.
1931 – საბჭოთა კავშირში დაიწყო რეგულარული ტელემაუწყებლობა.
1946 – დასრულდა ნიურნბერგის პროცესი, სადაც გაასამართლეს ფაშისტი დამნაშავეები.
1977 – პელემ დატოვა დიდი ფეხბურთი.
2 ოქტომბერი
1187 – ეგვიპტის სულთანმა სალაჰ-ად-დინმა ჯვაროსნებს წაართვა იერუსალიმი.
1555 – ივანე მრისხანის ჯარებმა შტურმით აიღეს თათრეთის სახანოს დედაქალაქი ყაზანი.
3 ოქტომბერი
1929 – სერბების, ხორვატებისა და სლოვენიელების სამეფომ მიიღო ოფიციალური სახელი „იუგოსლავია“.
1932 – გაზეთ „თაიმსის“ დიზაინმა შეიმუშავა ცნობილი შრიფტი „Times New Roman“.
1935 – იტალიის ჯარები შეიჭრნენ ეთიოპიაში.
1990 – გაერთიანდა გერმანია.
4 ოქტომბერი
1675 – ჰოლანდიელმა მეცნიერმა ქრისტიან ჰიუგენსმა დააპატენტა ჯიბის საათი.
1830 – გამოცხადდა ბელგიის დამოუკიდებლობა.
1957 – კოსმოსში გაუშვეს დედამიწის პირველი ხელოვნური თანამგზავრი.
1993 – სამთავრობო კრიზისი და „თეთრი სახლის“ შტურმი მოსკოვში.
5 ოქტომბერი
1908 – ბულგარეთი გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო.
1914 – მსოფლიოში პირველ საჰაერო ბრძოლაში შეეჯახნენ ერთმანეთს ფრანგული და გერმანული თვითმფრინავები.
1921 – ლონდონში გაიხსნა პირველი საერთაშორისო პენ-კლუბი.
6 ოქტომბერი
1889 – პარიზში გაიხსნა კაბარე „მულენ რუჟი“.
1917 – საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა სიტყვა „ჯაზი“.
1948 – ძლიერმა მიწისძვრამ მიწასთან გაასწორა ქალაქი აშხაბადი (თურქმენეთი).
7 ოქტომბერი
1571 – ლეპანტოს ბრძოლაში თურქთა წინააღმდეგ მიგელ დე სერვანტესმა დაკარგა მარცხენა ხელი.
1971 – გამოვიდა 13 წლის მაიკლ ჯეკსონის პირველი სინგლი.