კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები

კითხვა: მაინტერესებს, რა სიხშირით უნდა ვცვალო სახის კანის მოსავლელი საშუალებები? გამიგია, რომ, როცა კანი ამა თუ იმ კრემს ეჩვევა, შედეგი ნულამდე დადის.
პასუხი: კანი აუცილებლად უნდა შეეჩვიოს იმ კოსმეტიკურ საშუალებას, რომელიც თქვენ შეარჩიეთ (თუ, რა თქმა უნდა, არ მოგცათ ალერგია ან რაიმე უკუჩვენება არ გამოიწვია). ამისთვის კი აუცილებელია, ის გამოიყენოთ მინიმუმ 30 დღის განმავლობაში. თუ გსურთ, რომ თქვენმა კანმა ამა თუ იმ კრემის სასიკეთო შესაძლებლობები მაქსიმალურად „აითვისოს“, ის, სულ მცირე, 3 თვის განმავლობაში არ უნდა შეცვალოთ. უფრო მეტიც, თუ თქვენს კანს აშკარად ამჩნევთ დადებით შედეგს, შეგიძლიათ, კრემის მოხმარება კიდევ დიდხანს განაგრძოთ.
კითხვა: მინდა, იმიჯი შევიცვალო. ვის მივმართო?
პასუხი: მიმართეთ მხოლოდ და მხოლოდ პროფესიონალ სტილისტსა და ვიზაჟისტს. ისინი ზუსტად გირჩევენ, როგორი ვარცხნილობა და მაკიაჟი მოგიხდებათ.
კითხვა: 30 წელს გადავაბიჯე. ჯერჯერობით კარგად გამოვიყურები, მაგრამ, ძალიან მეშინია კანის დაბერების. იმის მატერიალური საშუალება არ მაქვს, რომ სალონებში ვიარო. რას მირჩევთ?
პასუხი: კარგია, რომ დროულად იწყებთ საკუთარ თავზე ზრუნვას. ამ ასაკში კანი იწყებს დაბერებას (თუმცა, ეს ნელ-ნელა იჩენს თავს), კარგავს ელასტიკურობას, იწყებს აქერცვლას, ჩნდება ძალიან წვრილი ნაოჭები... ეს პროცესები რომ „დაამუხრუჭოთ“, პირველ ყოვლისა, უნდა იზრუნოთ კანის დატენიანებაზე, გაიკეთოთ მკვებავი ნიღბები ნებისმიერი ხილისა და ბოსტნეულისგან, რაც ხელთ გექნებათ, დაიმასაჟოთ სახე მცენარეული ნაყენებისგან დამზადებული ყინულის კუბიკებით, გამოიყენოთ დამცავი კრემი, სწორად შეარჩიოთ მკვებავი და, რაც მთავარია, მოარიდოთ სახე მწველ მზეს, ქარსა და ყინვას.
კითხვა: მაინტერესებს, რით არის სასარგებლო ზეითუნის ზეთზე დამზადებული კოსმეტიკური რძე კანისთვის?
პასუხი: ზეითუნის ზეთზე დამზადებული კოსმეტიკური რძე წმენდს, ატენიანებს და არბილებს მშრალ და მგრძნობიარე კანს, ამკვრივებს მას, აჩერებს დაბერების პროცესს, ხელს უწყობს უჯრედების აღდგენას.

скачать dle 11.3