კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა გავლენა იქონია შემოდგომის კოლექციებზე სამხედრო თემამ

 ეს ლამაზი ვიეტნამელი გოგონა პარიზში დაიბადა. ფრანგმა დედიკომ გავლენა იქონია – მაღალ ხელოვნებას აზიარა და შეაყვარა ის. სულ პატარა იყო ბარბარა ბუი, როდესაც მოდაზე ფიქრი დაიწყო და პირდაპირ სერიოზული განცხადებით მოხვდა ამ სფეროში. რიუ დე ტურბიგოზე საკუთარი ბუტიკი – „კაბუკი“ გახსნა. ის ნელ-ნელა შევიდა მაღალი მოდის სფეროში, სხვადასხვა ბრენდის სამოსთან ერთად თავისასაც ყიდდა. 1987 წელს გაიმართა მოდის სახლ „ბარბარა ბუის“ პირველი სრული ჩვენება ბაერებისა და პრესისთვის. ასე დაიბადა ბარბარა ბუი – ქალური, ნაზი და როკ-ენ-როლის სტილის კომბინირებული შერწყმა, რაც ქალბატონებს თავისუფლების, საკუთარ თავში დარწმუნებულობის განცდას აძლევდა. ამ ყველაფერმა მალე დაიპყრო თანამედროვე ქალების გული.
რაც შეეხება 2012-2013 წლების შემოდგომა-ზამთრის კოლექციას, მას რომ ვუყურებ, ცოტა უცნაური, არეული ფიქრები და ემოციები მეძალება. არა მარტო ბარბარა ბუისთან, არამედ, მოდის წამყვან სახლებშიც, ეს ტენდენცია ნომერ პირველია. წარმოიდგინეთ, რა მოგონებებს გააღვიძებს  თბილისში დაბადებულ-გაზრდილ, ოცდაათ წელს გადაცილებულ ადამიანში „პილოტკების” დანახვა; კუშტი ოთხმოცდაათიანები, უშუქობა, ავტომატიანი ბიჭები ქუჩაში, რომელთაც ცივ, ბნელ ზამთარში ეს ბეწვიანი ქურთუკები ემოსათ. პირველი მფრინავების ფორმა ოთხმოცდაათიან წლებში პოპულარობის პიკში იყო და, დაახლოებით თხუთმეტი წლის შემდეგ ის კვლავ აქტუალურია.
 ალბათ, ყველას მოჰბეზრდა სტატიების კითხვა მოდაზე, სადაც ქალები „ქალაქელ სამხედროებად” არიან მოხსენიებულნი, მაგრამ, ფაქტი ფაქტად რჩება: როგორც კი ზამთარი მოდის, ქალები ინსტინქტურად შედიან თითქოსდა რადარების დაცვის ქვეშ და ხდებიან უფრო მტკიცე, პრაქტიკულები და დაცულები. ბარბარა ბუიმ ამ ტენდენციის კომერციულად მომგებიან და ქალებისთვის მისაღებ თემად გადაქცევა შეძლო.
 ავიატორის  სხვადასხვა ფერის ქურთუკებსა და პალტოებს მაღალი საყელოები ჰქონდა და სხვადასხვა ქსოვილით იყო შექმნილი – „ბარაშოკი”, მოჰერი, ლაკირებული ტყავი, ნეილონი და ბუკლე... ყველა ამ ქსოვილისგან შექმნილი ძლიერი და უშიშარი მფრინავი ქალების ქურთუკები მოდელებს ვიწრო ტანზე მომდგარ შარვლებზე ეცვათ.
ულამაზესი იყო მოტოციკლისტის დიდი და ლამაზი ქურთუკები, მსხვილი ელვა-შესაკრავით, თეძოსთან მოკერებული ბუმბულებითა და  ბეწვის ფენებით ისე, თითქოს ქვედაბოლოა. მაგრამ, გოგონას, მებრძოლია ის თუ ნაზი არსება, არ შეუძლია, მხოლოდ პალტოს დასჯერდეს. ყველაფერ იმის შემდეგ, რაც პოდიუმზე ვნახეთ, ცოტა სასაცილოც კი იყო პალტოგახდილი ქალბატონების საღამოს კაბებში დანახვა. მბზინავი და მბრწყინავი, ჩექმასთან შეხამებული ბრეტელებიანი კაბები მოდის კრიტიკოსებმა უარყოფითად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ ბარბარა ბუის კოლექციას ფინანსურად პალტოები, „პილოტკები” და ვიწრო შარვლები გადაარჩენდა.
ცალკე უნდა აღინიშნოს ბარბარა ბუის ფეხსაცმელები. დიზაინერი ცნობილია ფეხსაცმლისა და ჩანთების წარმოებით, რითაც მთელ საფრანგეთში გაითქვა სახელი. ლაკირებულ ტყავის შარვლებთან მოხდენილად გამოიყურებოდა სხვადასხვა ფერის ფეხსაცმელები და ჩექმები, რომლებსაც წვეტიანი ცხვირი ჰქონდა. თასმებიანი და ელვაშესაკრავიანი პრიალა ფეხსაცმელები, „პილოტკებთან” ერთად, ძალიან ძლიერი, თავდაჯერებული ქალის სახეს ქმნიდა.

скачать dle 11.3