კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ეს მამაკაცებისთვის...



ვერც ერთი მამაკაცი ვერ იტანს, როცა მას ჭკუას არიგებენ. ხასიათის ამ არცთუ სასარგებლო თვისების წყალობით, ისინი ხშირად არიან ხოლმე პრობლემების წინაშე. ამიტომ, უპირველესად, ვურჩევდით: ნუ იხელმძღვანელებენ მხოლოდ ინსტინქტებით და ზოგჯერ საღ აზრსაც დაუჯერონ. ეს მათ არა მარტო ოჯახის ან საყვარელი ქალის, არამედ, ღირსების შენარჩუნებაშიც დაეხმარება. ოჯახსაც აქვს პირადი ცხოვრება და ის საჯარო არ უნდა გახდეს. ბუნებრივია, ამის შესახებ კაცსაც უნდა ახსოვდეს და ქალსაც, მაგრამ, მამაკაცი იმიტომაც არის მამაკაცი, რომ მან თავის ძლიერ მხრებზე მეტი პასუხისმგებლობა უნდა იტვირთოს.
ქორწინება სერიოზული საქმეა და, როგორც ყველა საქმე მოითხოვს შრომას, დიდ მოთმინებას, რუდუნებას და, ასევე, სიფრთხილეს. მომხდარის გამოსწორებაზე ზრუნვას, გაცილებით სჯობს, ვიზრუნოთ იმაზე, რომ არ მოხდეს რამე გაუთვალისწინებელი ან რაღაც ისეთი, რაც თქვენს ქორწინებას დააზარალებს. რა თქმა უნდა, ქორწინება დათმობა-მოთმინებასაც გულისხმობს და პატიებასაც, მაგრამ, ნუ იქნებით იმის იმედად, რომ გაპატიებენ. შეიძლება, გაპატიონ კიდეც, მაგრამ, მეხსიერება ზოგჯერ ცუდ სამსახურს გვიწევს და ნეგატიურს საკმაოდ დიდხანს იმახსოვრებს. თქვენი ცხოვრებიდან წავა ის, რისი დაბრუნებაც მერე შეუძლებელი იქნება: ნდობა და პატივისცემა. მამაკაცებო, რადგან გსურთ, ლიდერებად და ძლიერებად გაღიაროთ, იტვირთეთ ის პასუხისმგებლობაც, რაც ლიდერებისა და ძლიერების დამახასიათებელი თვისებაა. იყავით დიდსულოვანი და არასოდეს დაჩაგროთ თქვენზე სუსტი და მგრძნობიარე არსება, ანუ – ქალი!

ეს მნიშვნელოვანია...

საქორწინო ბეჭედს დიდი პოზიტიური ენერგია გააჩნია – შეეცადეთ, არასდროს მოიხსნათ ის თითიდან. შეკრული ოქროს რგოლი სისრულის სიმბოლოა, თუმცა, ქორწინებაში აუცილებელია საკუთარი ინდივიდუალურობის შენარჩუნება, მაგრამ ეს ზუსტად უნდა გავიგოთ და გავიაზროთ. ერთი მხრივ, ერთსულოვნება, ერთიანობა და თანამოაზრეობა მეუღლეების ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ, მეორე მხრივ, პირადი სივრცის ბალანსის დაცვაც აუცილებელია. ნუ დაიზარებთ, ჰკითხოთ პარტნიორს მისი ინტერესების შესახებ. მაგრამ ამ ტიპის ინიციატივა მისგანაც უნდა წამოვიდეს. სრულფასოვანი კომუნიკაცია მეუღლეებს შორის ქორწინებაში ძალიან მნიშვნელოვანია. შეიძლება, იდეალური დედა და დიასახლისი იყო, მაგრამ კაცი შენგან წავიდეს... წავიდეს იქ, სადაც მას კომუნიკაციის საშუალება ექნება. მონდომებით ყველაფრის სწავლა შეიძლება, თუკი, რა თქმა უნდა, თქვენი პარტნიორი ამ მონდომებად ღირს.
ქორწინება, უპირველესად, შრომაა, დიდი შრომა, რომელიც ყოველთვის არ გვიფასდება. თუმცა, მაინც ღირს, იფიქრო იმაზე, რომ კარის გაჯახუნებას ყოველთვის მოასწრებ. ერთი შანსი საკუთარ თავს (უპირველესად საკუთარ თავს) მაინც უნდა მისცე...
განქორწინების ანატომია

ევროპაში ყოველი მეორე ქორწინება კრახითა და განქორწინებით მთავრდება. უკეთესი სიტუაცია არც საქართველოშია. მართალია, ჯერ ამ დონემდე არ მივსულვართ, მაგრამ, თუ მეტ პასუხისმგებლობას არ გამოვიჩენთ და არ დავფიქრდებით, არცთუ შორეულ მომავალში სრულფასოვანი ოჯახი სანთლით საძებნელი გაგვიხდება. სამწუხაროდ, უნივერსალური რეცეპტი ქორწინების შესანარჩუნებლად არ არსებობს. პრინციპში, ვერც ვერასოდეს იარსებებს. ისიც ფაქტია, რომ, ძირითადად ის ოჯახები ინგრევა, სადაც, ერთი შეხედვით, ყველაფერი წესრიგშია. ამბობენ, ოჯახური ნავი ცხოვრებისეულ, ყოფით წვრილმანებზე დაიმსხვრაო. ეს იმას ნიშნავს, რომ წვრილმანები სულაც არ არის წვრილმანები და ისინი გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე წარმოგვიდგენია.
ძალიან ბევრი ქალი ოჯახში ცხოვრებას თავის პირად ბრძოლად აქცევს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის, აშკარად თუ ფარულად, მეუღლეს ეომება ოღონდ, ისე რომ ამას ვერც კი ხვდება. შესაძლოა, იფიქროთ, რომ გადაჭარბებული ნათქვამია, მაგრამ ნებისმიერი მცდელობა ქმრის გადაკეთებისა, მასთან ბრძოლაა და სხვა არაფერი.
არის მეორე, მნიშვნელოვანი ფაქტორიც: ქალი, რომელსაც უნდა, რომ იყოს სანიმუშო ცოლი და მეუღლეს თავისი სიყვარული დაუმტკიცოს, იმაზე მეტ ვალდებულებას იღებს საკუთარ თავზე, ვიდრე რეალურად შეუძლია მათი შესრულება და მერე წელში წყდება – ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით; აღარც ძილი აქვს, არც მოსვენება; ბუნებრივია, გადაღლილობა უჩენს აგრესიას, რომელსაც ქმარზე ანთხევს და ეს არის სწორედ ის „რიფი“, რომელზეც შეიძლება თქვენი „ოჯახური ხომალდი“ ნამსხვრევებად იქცეს.
დაივიწყეთ სტერეოტიპი – „ქმარს სახლში გაუთოებული პერანგები, გარეცხილი წინდები და ცხელი კერძი სჭირდება.“  ეს ტყუილია. მას სახლში სიწყნარე და სიმშვიდე უნდა. ცხადია, კომპრომისებზე წასვლა მოგიწევთ, მაგრამ, წუწუნს გაცილებით ჯობს, თუ რამე არ მოგწონთ, პირდაპირ უთხრათ, ოღონდ, ტაქტიანად – საუბარი ყოველთვის საჭირო და სასარგებლოა.

რატომ გვეშლება?!

ფაქტია, რომ შეცდომებს ვუშვებთ და, თანაც, არცთუ იშვიათად, ზოგჯერ ამას ვაღიარებთ, ზოგჯერ – არა, თუმცა, ეს საქმის არსს არ ცვლის. რომ ვიცოდეთ, რატომ ვუშვებთ შეცდომებს და რა არის ამის ძირითადი მიზეზი, იქნებ, რაღაც იმუნიტეტის მსგავსი გამოგვემუშავებინა და ცხოვრებაც უფრო გაგვიადვილდებოდა.
მაინც, როდის ვუშვებთ შეცდომებს? „გაგახსენებთ“ რამდენიმე შემთხვევას:
* თუ ერთხელ სიტუაცია სავალალო შედეგით დასრულდა, მისი ანალიზით თავს არ ვიწუხებთ. ვცდილობთ, მოვძებნოთ მთავარი დამნაშვე და მის მიმართ გამოვთქვათ პრეტენზია, საკუთარი თავის მიმართ კი ნდობას არ ვკარგავთ და ახალი შეცდომის დაშვებისთვის „ვემზადებით“.
* ჩვენი ქვეცნობიერი თითქოს „დაშტამპულია“. მაგალითად, თუ  მოულოდნელად თქვენს ცხოვრებაში თითქმის იდეალური ადამიანი გამოჩნდება, დაიჯერებთ ამას? საეჭვოა. უფრო იმას იტყვით, რომ ასეთი რამ არ ხდება და შანსს ხელიდან გაუშვებთ.
* სხვათა შორის, მნიშვნელობა არ აქვს, ზოგადად, გიმართლებდათ თუ არა ცხოვრებაში. ადამიანებს ან სჯერათ პოზიტივის, ან – არა.  თუმცა, ისინი, ვისაც ზღაპრების სჯერა და ისინიც, ვისაც არ სჯერა, შეცდომებს თანაბარი რაოდენობთ უშვებენ – ეს შეფარდება დაახლოებით ორმოცდაათი –  ორმოცდაათზეა.
* გვეშლება, რადგან, წინასწარ ვართ დარწმუნებული იმაში, რომ აუცილებლად უნდა შეგვეშალოს. ჩვენ ვცხოვრობთ სტერეოტიპით: „ვინ არის უშეცდომო?!“ – ანუ, საკუთარ თავს წინასწარ განვაწყობთ შეცდომებისთვის და წინასწარვე ვპატიობთ.
ჩვენს ქვეცნობიერსა და ცხოვრებისეულ წვრილმანებს შორის მჭიდრო კავშირი არსებობს. თუ ამას გავიაზრებთ და გავაცნობიერებთ, შევძლებთ, თავიდან ავიცილოთ ძალიან ბევრი შეცდომა.

скачать dle 11.3