კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყოველდღიურ მენიუში ზეითუნის ზეთი, ნუში და ვაშლი შეიტანეთ


თუ გსურთ, ჯანმრთელობა შეინარჩუნოთ, კარგად დაფიქრდით და ისე შეარჩიეთ ყოველდღიური საკვები.
თუ დღეში ორ ცალ ვაშლს შეჭამთ, ამით შეამცირებთ ინსულტის განვითარების ალბათობას, თან, ჯანმრთელ გულს შეინარჩუნებთ. ვაშლი განსაკუთრებით სასარგებლოა მამაკაცებისთვის, რადგან ის ამცირებს პროსტატის, ფილტვებისა და ღვიძლის კიბოს განვითარების რისკს.
თუ გსურთ, დიდხანს შეინარჩუნოთ კარგი მხედველობა, არ დაივიწყოთ C და E ვიტამინები, რომლებიც ამცირებს კატარაქტის განვითარების რისკს. ასე რომ, ყოველდღიურად მიირთვით ახალგამოწურული ფორთოხლის წვენი ან მიიღეთ ასკორბინის მჟავა. მათი წყალობით  გარანტირებული გექნებათ იდეალური მხედველობა.
თუ დრო არ გრჩებათ, ნორმალურად ისადილოთ, ჭამეთ ნუში. დღეში დაახლოებით 60-70 გრამი ნუში ნებისმიერი ადამიანისთვის აუცილებელია. თუ მას თხუთმეტი-ოცი დღის განმავლობაში მიიღებთ, სისხლში ქოლესტერინის დონე შემცირდება.
ზეითუნის ზეთის რეგულარულად მოხმარება კი, საკვერცხეების კიბოსგან დაგაზღვევთ.

კიტრის წვენი წნევას არეგულირებს, ჭარხლისა და სტაფილოს წვენი კი სისხლს წმენდს
ჭარხლის წვენი ყველაზე კარგია სისხლის წითელი ბურთულებისა და მთლიანად სისხლის შემადგენლობის გასაუმჯობესებლად. ასევე, სასარგებლოა ის სტაფილოს წვენთან ერთად. დღეში ერთ ჭიქაზე მეტი ჭარხლის წვენი არაჩვეულებრივად წმენდს ორგანიზმს. თავდაპირველად, უმჯობესია, დალიოთ ჭარხლისა და სტაფილოს წვენის ნარევი, შემდეგ კი ნელ-ნელა გაზარდოთ ჭარხლის წვენის რაოდენობა. ასეთ შემთხვევაში, ორგანიზმი გაცილებით სწრაფად და კარგად იწმინდება. საკმარისია დღეში ორჯერ ერთი ჭიქა წვენის მიღება. ეს განსაკუთრებით კარგია ქალებისთვის კლიმაქსური პერიოდის დროს.
ჭარხლის წვენში ბევრია ნატრიუმი და კალციუმი. ეს ორივე ნივთიერება ძალზე სასარგებლოა ორგანიზმისთვის. ჭარხალში შემავალი ქლორი კი წმენდს თირკმელებსა და ნაღვლის ბუშტს.
ჭარხლისა და სტაფილოს წვენის ნარევი ორგანიზმს ამდიდრებს საჭირო რაოდენობის ფოსფორით, გოგირდით, კალციუმითა და სხვა ტუტე ლითონებით.
კიტრი და მისი წვენი კი, კარგი შარდმდენი საშუალებაა, თუმცა მას კიდევ სხვა ბევრი სასარგებლო თვისებაც გააჩნია. მასში შემავალი დიდი რაოდენობით გოგირდი და სილიციუმი ხელს უწყობს თმის ზრდას.
კიტრი შეიცავს 40 პროცენტამდე კალციუმს, 10 პროცენტამდე ნატრიუმს, 20 პროცენტამდე ფოსფორს და 8 პროცენტამდე ქლორს.
კიტრის წვენით, სტაფილოს წვენთან ერთად, მკურნალობენ რევმატულ დაავადებებს. კიტრში კალციუმის შემცველობა არეგულირებს წნევას, ასევე, კარგია კბილებისა და ღრძილების დაავადებების დროს. ადამიანის ფრჩხილსა და თმას სწორედ იმდენი მიკროელემენტი ესაჭიროება, რა რაოდენობითაც მათ კიტრის წვენი შეიცავს.
კიტრის, სტაფილოსა და მწვანე სალათის ფურცლების წვენის ნარევი კანის ბევრი დაავადებისთვის უებარი წამალია.

ხშირად ჭამეთ სეზონური ხილი და იყავით დაცული
სწორედ ახლა გაქვთ შანსი ორგანიზმი ვიტამინებით მოამარაგოთ. ამისთვის სეზონური ახალი ხილი ნამდვილი მისწრებაა. წვენმა რომ თავისი უნიკალური და სასარგებლო თვისებები შეინარჩუნოს, აუცილებელია, მათი მომზადების წესები დაიცვათ.
სასურველია, ხილი და ბოსტნეული გახეხოთ პლასტმასის სახეხზე და არა ლითონისაზე, რადგან რკინასთან შეხება ანადგურებს ვიტამინების ნაწილს, განსაკუთრებით კი C ვიტამინს. თუ წვენსაწური გაქვთ, კურკიან ხილს ნუ ჩაყრით. ფოთლოვანი ბოსტნეული კი ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ და შემდეგ გაწურეთ.
ფერმენტები, ვიტამინები და არომატული ნივთიერებები სწრაფად ნადგურდება ჰაერზე ჟანგბადის ზემოქმედების გამო. ამიტომ, წვენი უშუალოდ მიღების წინ უნდა მოამზადოთ ან შეინახოთ მინის, ფაიფურის ან მომინანქრებულ, მჭიდროდ თავდახურულ ჭურჭელში.
წვენი უნდა სვათ ნელ-ნელა, პატარ-პატარა ყლუპებით. წვენი  ცოტა ხნით პირის ღრუში გაიჩერეთ, რათა ნერწყვს შეერიოს. ეს ხელს უწყობს ორგანიზმის მიერ მის მთლიანად შეწოვას.
არ არის საჭირო იმ ხილისა თუ ბოსტნეულის გათლა, რომლისგანაც წვენის გამოწურვას აპირებთ, რადგან ვიტამინების უმეტესობა სწორედ კანქვეშ ილექება. ასევე, არ არის რეკომენდებული, წვენს დაუმატოთ შაქარი.

რა გამოვლინებები ახასიათებს კუჭქვეშა ჯირკვლის ანთებას და როგორ ვუმკურნალოთ მას
კუჭქვეშა ჯირკვლის, ანუ პანკრეასის ქსოვილის ანთებით დაავადებას პანკრეატიტი ეწოდება. ის შეიძლება იყოს მწვავე ან ქრონიკული. პანკრეატიტი შეიძლება გამოიწვიოს კუჭქვეშა ჯირკვლისა და სანაღვლე სადინარების დახშობამ, ალკოჰოლის გადაჭარბებამ, ინფექციებმა, საკვებში ცილის დეფიციტმა, ზედმეტად ცხიმიანმა ან მწარე კერძებმა, ზოგიერთმა მედიკამენტმა.
პანკრეასი, ჰორმონ ინიცინის გარდა, გამოიმუშავებს წვენს, რომელიც საჭმლის მომნელებელი ფერმენტებითაა გაჯერებული. პანკრეატიტის დროს ფერმენტები აქტიურდება და საკუთარი ჯირკვლის ქსოვილს აზიანებს, რასაც პანკრეასის შეშუპება და უჯრედის კვდომა მოსდევს.
ქრონიკული პანკრეატიტის დროს ანთებითი პროცესი ქრონიკულად, ანუ მუდმივად მიმდინარეობს, რასაც პერიოდულად, საკუთარი ფერმენტების გააქტიურება და პროცესის გამწვავება ახლავს თან. პანკრეატიტის მთავარი ნიშანი სარტყლისებური ტკივილია, რომელიც გამოხატულია მუცლის ზედა ნაწილში და გადაეცემა წელისა და ზურგის არეს. ასევე, თან ახლავს გულისრევის შეგრძნება, ტემპერატურის მატება, სლოკინი, კანის გაფერმკრთალება.
ქრონიკული პანკრეატიტის კლინიკური სურათი თავიდან მწვავეს ჰგავს. დაავადების დაწყების შემდეგ ხშირდება კუჭ-ნაწლავის მოქმედება, შესაძლოა, განვითარდეს ჰორმონების უკმარისობა, მოგვიანებით კი – შეშუპება და ანემია, კანზე ლაქები ჩნდება. გამწვავების პერიოდში საჭიროა ისეთი მკურნალობა, როგორც მწვავე პანკრეატიტის დროს, კერძოდ: ტკივილის მოხსნა, მკაცრი დიეტა და ალკოჰოლის აკრძალვა. პანკრეასული ტკივილის დაწყებიდანვე საჭიროა მტკივნეულ ადგილას ცივი ყინულის კომპრესის დადება, სიმშვიდე და დიეტა. ტკივილის მოსახსნელად ინიშნება ანალგეტიკური საშუალებები.
კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციურ უკმარისობას პანკრეასის ფერმენტებით მკურნალობენ. ავადმყოფს უნიშნავენ ცხიმში ხსნად A, P და K ვიტამინებს. ინფექციური პროცესის საწინააღმდეგოდ გამოიყენება ანტიბიოტიკები. თუ ადამიანი წონაში იმატებს, უმცირდება კუჭ-ნაწლავის მოქმედება და თავს უკეთ გრძნობს, ესე იგი, მკურნალობა შედეგიანია.
პანკრეატიტის დროს კარგია მცენარეული ნაყენის მიღებაც, კერძოდ: აიღეთ თანაბარი რაოდენობით სამყურას ფოთოლი, ცერეცოს თესლი, ფარსმანდუკი, ასისთავა და ცოტა კამის თესლი. 1 სადილის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და ადუღეთ დაახლოებით 15-20 წუთი. შემდეგ გადაწურეთ, გააცივეთ და მიიღეთ ნახევარი ჭიქა დღეში ორჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

რატომ არის საშიში იმუნიტეტის დაქვეითება
იმუნიტეტი ორგანიზმის თავდაცვისუნარიანობაა გარე და შიდა გამღიზიანებელთა მიმართ. როდესაც ადამიანი ადვილად ცივდება, ხშირად ავადმყოფობს სხვადასხვა ინფექციური დაავადებით. სწორედ მათზე ამბობენ,  სუსტი იმუნიტეტი აქვთო.
ადამიანის იმუნური სისტემის მდგომარეობის განსაზღვრა ლაბორატორიული მეთოდებით ადვილია. ეს ხდება სისხლის საერთო ანალიზის გამოკვლევით.
იმუნურ პროცესებზე პასუხს აგებს ლიმფოციტები და მონოციტები. ამ უჯრედების რაოდენობის საგრძნობი მატება, ანუ, როცა ლიმფოციტები დაახლოებით ორმოც პროცენტს აღემატება, მონოციტები კი ათ-თხუთმეტ პროცენტზე მეტია, ეს იმუნური სისტემის გადაძაბვაზე – ორგანიზმის ინფექციასთან ბრძოლის პროცესზე მეტყველებს. მაგრამ, თუ ლიმფოციტების რაოდენობა მნიშვნელოვნადაა შემცირებული, ეს იმუნიტეტის დაქვეითების მაჩვენებელია.
ასევე, სისხლში არსებობს სპეციალური იმუნოკომპეტენტური ცილები, ანუ იმუნოგლობულინები, რომელთა რაოდენობრივი მაჩვენებელიც  იმუნიტეტის მდგომარეობაზე მიუთითებს.
ადამიანი რომ მხნედ, ჯანმრთელად და შრომისუნარიანად გამოიყურებოდეს, აუცილებელია, მისი იმუნიტეტი გარკვეული პროცენტით აკმაყოფილებდეს საერთო ნორმებს.

დღის შუქი მხედველობისთვის აუცილებელია
  ღამით, როცა ადამიანის ორგანიზმს სძინავს, თვალი წუთითაც კი არ წყვეტს მუშაობას. ამ დროს მიმდინარეობს მხედველობის ნერვის სტიმულაცია. თვალის ნერვი ძალიან მგრძნობიარეა, ამიტომ, მხედველობის გაუარესების ძირითადი მიზეზი სწორედ გადაღლა და სტრესია.
  თვალები რომ დაასვენოთ, დროდადრო მილულეთ. ამ დროს დუნდება თვალის კუნთები, ქრება საერთო დაძაბულობა. კარგი იქნება, თუ კვირაში ერთხელ მაინც ჩაატარებთ შემდეგ მედიტაციას: ჩააქრეთ ოთახში შუქი, ჩამოაფარეთ ფარდები, მაქსიმალურად დაბნელებულ გარემოში მოეწყვეთ მოხერხებულად, ისე, რომ სხეულის თითოეული ნაწილი მოდუნდეს. ისუნთქეთ ღრმად, მაგრამ ძალდაუტანებლად. თუ პერიოდულად ხედავთ ვარსკვლავის მსგავს ნათებას, ეს იმაზე მეტყველებს, რომ მხედველობის ნერვი განაგრძობს მუშაობას. ვარჯიშის ხანგრძლივობა 20 წუთია.
ის, ვინც სუფთა ჰაერზე დიდხანს შრომობს, უკეთესი მხედველობით გამოირჩევა, ვიდრე ის, ვინც შენობაში მუშაობს დილიდან საღამომდე.
დღის შუქი მხედველობისთვის აუცილებელია. ამიტომ, მზიან ამინდში დილის 9-დან 10 საათამდე დადექით ღია ფანჯარასთან და სახე მზეს მიუშვირეთ. თვალები დახუჭეთ და თავი ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ ატრიალეთ. დროდადრო ხელები თვალებზე მიიფარეთ, რათა მზის სხივები და ჩრდილი ერთმანეთს შეანაცვლოთ, მერე კი პირი ცივი წყლით დაიბანეთ.

გასტრიტის, რევმატიზმისა და კოლიტის დროს სვით გვირილის ნაყენი
სააფთიაქო გვირილის პრეპარატებს ახასიათებს ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური მოქმედება. აძლიერებს რეგენერაციის პროცესს.
მას ხმარობენ ბრონქული ასთმის, რევმატიზმის, ალერგიის, კოლიტების, გასტრიტების, ეგზემის, დამწვრობის სამკურნალოდ. ასევე, როგორც სპაზმოლიტურ, ნაღველმდენ და ოფლის მომგვრელ საშუალებას.
სააფთიაქო გვირილის ყვავილები საუკეთესო საშუალებაა ფიტოთერაპიაში კუჭის ლორწოვანი გარსის მწვავე და ქრონიკული ანთების სამკურნალოდ. მკურნალობის ხანგრძლივობა დაახლოებით 2 თვეა. ის, ასევე, კარგია ანგინის, ღრძილების ანთებისა და ბუასილის დროსაც.
სახლის პირობებში ნაყენი ასეთი წესით უნდა მოამზადოთ: ორი სუფრის კოვზი ნედლეული ჩაყარეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. მჭიდროდ დაახურეთ თავსახური და გააჩერეთ დაახლოებით ორი საათის განმავლობაში. შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ თითო სუფრის კოვზი 3-4-ჯერ დღეში, ჭამის წინ.
ანგინის დროს, იგივე ნაყენი, ოღონდ თბილი, გამოივლეთ ყელში, ხოლო ღრძილების ანთების დროს კი – პირის ღრუში.

скачать dle 11.3