კიმის უარი ბოტოქსს
ამერიკული საკალათბურთო ასოციაციის კალათბურთელის, კრის ჰამფრისის ექსმეუღლე, განთქმული კიმ კარდაშიანი, ბოლო დროს ორჯერ მოექცა ყურადღების ცენტრში: ჯერ იყო და, ლამაზმანმა განაცხადა, რომ ამიერიდან უარს აცხადებს ბოტოქსზე და ბუნებრივ სილამაზეს არჩევს; მერე კიდევ, კიმის დას, კორტნი კარდაშიანს, ბოლო ხანებში დეპრესია გაუმძაფრდა და, როგორც ჩანს, დის მძიმე მდგომარეობიდან გამოყვანის მიზნით, კიმმა მას საჩუქარი გაუკეთა – 6 მილიონ დოლარად ღირებული სასახლე უყიდა მაიამიში, სადაც აუზი, სპა-სალონი და ძვირფასი ავეჯია. დები კარდაშიანები ამ სასახლეში თავიანთი ცნობილი ვიპ-წვეულებების მოწყობას გეგმავენ.