ვენუსის წარმატების საიდუმლო
ამერიკელი ჩოგბურთელი, ვენუს უილიამსი, ბოლო დროს ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება. ჩოგბურთის ვარსკვლავმა „უიმბლდონზე”, ოლიმპიადასა და ამერიკის ღია პირველობაზე იპირველა და მომავალშიც გეგმავს ახალი ტიტულების მოხვეჭას. ეს ყველაფერი დაუჯერებლად მიაჩნიათ სპორტის ანალიტიკოსებს, რადგან, წლის დასაწყისში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ უილიამსი ტრავმის გამო კორტიდან წასვლას გეგმავდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ახალი მწვრთნელი, ბულგარელი გრიგორ დიმიტროვი აიყვანა, ვარჯიშის ახალი სისტემა აითვისა და, ამასთან ერთად, მწვრთნელთან რომანიც გააბა. ჩოგბურთელის ბრწყინვალე დაბრუნებას კორტზე სწორედ ახალ სასიყვარულო ურთიერთობას მიაწერენ.