რონალდოს დიეტა
მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, „რეალის”, „ინტერისა” და ბრაზილიის ნაკრების ექსთავდამსხმელი რონალდო, წონის დასაკლებად დიეტის დაცვას იწყებს. მას შემდეგ, რაც სპორტს ჩამოშორდა, ცნობილმა ფეხბურთელმა მნიშვნელოვნად მოიმატა წონაში და სუმოს მოჭიდავეს უფრო დაემსგავსა, ვიდრე ფეხბურთის ვარსკვლავს. ცნობილია, რომ დეკემბერში ზინედინ ზიდანი საქველმოქმედო მატჩის ორგანიზებას აწყობს პორტუ-ალეგრიში და სწორედ რონალდოს მეგობართა გუნდს უნდა დაუპირისპირდეს. მატჩისთვის ოპტიმალური ფორმის დაბრუნებაში რონალდოს ბრაზილიის საუკეთესო დიეტოლოგები და ფიტნეს-მწვრთნელები დაეხმარებიან და ეს ყველაფერი ერთ-ერთი ბრაზილიური ტელეარხის ეთერში „რეალითი-შოუს” ფორმატში გადაიცემა.