კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის მიდის მამაკაცი ქალის ცხოვრებიდან და როგორ უნდა დაიცვას ქალმა თავი

ქალების უმრავლესობას მიაჩნია, რომ მამაკაცები ძირითადად უსამართლონი, შეუბრალებელნი და სასტიკნი არიან. მათთვის უცხოა თანადგომა და ერთგულება. როგორი დიდი სიყვარულითაც არ უნდა გიყვარდეს, კაცს ადვილად შეუძლია, ერთ დღეს საერთოდ გაქრეს შენი ცხოვრებიდან. არაფერი აგიხსნას, ისე გაიჯახუნოს კარი და წავიდეს უკანმოუხედავად. გასაგებია, რომ მას არ ჰქონდა გრძნობა, მაგრამ, ნუთუ პასუხისმგებლობამ მაინც არ უნდა აიძულოს, გააკეთოს რაღაც ისეთი, რაც ქალს დეპრესიაში არ ჩააგდებს და  დიდი ხნით არ დაუკარგავს ცხოვრების სურვილს?! ბუნებრივია, მამაკაცებსაც აქვთ საკუთარი არგუმენტები – მაგრამ, მათ ხომ გამორჩეულობაზეც აქვთ პრეტენზიაც და სიძლიერეზეც. გამორჩეულს, ძლიერსა და განსაკუთრებულს კი გაცილებით მეტი მოეთხოვება.

ზიზი (31 წლის): მძულს მამაკაცები. უკვე განურჩევლად ყველა. მართალია, რომ ამბობენ, ყველა ერთნაირიაო. მე მხოლოდ ერთმა მომიკლა გული, მაგრამ, გარშემო რომ ვიხედები, ბრმა ხომ არ ვარ? ქალების უმრავლესობა ზუსტად იმას უჩივის, რასაც მე.
– კონკრეტულად?
– კაცების მხრიდან წამოსულ პრობლემებს ვგულისხმობ. დღეს უკვე მეც ვიმეორებ ქალების ერთი ნაწილის სიტყვებს: კაცები არც სიყვარულს იმსახურებენ, არც ერთგულების ღირსები არიან და, საერთოდ, ჯობია, მამაკაცის გარეშე იცხოვრო. მათგან მხოლოდ ტკივილი და იმედგაცრუება მოდის. გიყვარს – ვაია, არ გიყვარს – უი. როგორ მოიქცე. აღარ იცი, რა გააკეთო. თუ იმას გააკეთებ რაც გულით გინდა და გემეტება საყვარელი მამაკაცისთვის  – გამწარდები; თუ ფეხებზე დაიკიდებ – რად გინდა ასეთი ურთიერთობა?! როცა გიყვარს, გინდა, რომ ეს სიყვარული უნდა აჩვენო და ბოლომდე დაიხარჯო. შეგამჩნევს ამას და... – მორჩა, წასულია შენი საქმე: ან გიღალატებს, ან შენს სიყვარულს სხვანაირად დასცინებს.
– ალბათ, ეს მოსაზრება ვერ გავრცელდება შეყვარებულ მამაკაცებზე. უამრავი მაგალითია, როცა კაცი სიყვარულისთვის სწირავს თავს.
– ეგ მარტო ფილმებსა და წიგნებშია – ბულვარულ რომანებსა და პრიმიტიულ სერიალებში. რეალურად მე ასეთ მამაკაცს არ ვიცნობ და არც ვინმე ახლობელს ჰყავს ასეთი ქმარი. კარგი ქმრები და სანიმუშო შეყვარებულები არიან ის მამრები, რომლებიც თავიანთი გრძნობის ობიექტებისგან საპასუხო სიყვარულს ვერ ეღირსნენ. დააკვირდით სიტუაციას და მიხვდებით, რომ მართალი ვარ. ქალებს თუ გვიყვარს – ვიტანჯებით; კაცებს თუ უყვართ – იბრძვიან, რომ მერე ბრძოლით მოპოვებული ქარს გაატანონ.
– ქალებიც იბრძვიან სიყვარულისთვის და ეს ნორმალურია.
– იცით, რას გეტყვით? ქალები იბრძვიან კაცისთვის, თორემ, შეყვარებულ ქალს ბრძოლის თავი ნამდვილად არ აქვს. ნამდვილი გრძნობა რომ მოდის, გონებას გიხშობს, შეცდომას შეცდომაზე უშვებ და, ასეთ მდგომარეობაში რომელ ბრძოლაზეა ლაპარაკი?! კაცის „დასათრევად“ იმდენი თამაში და ინტრიგაა საჭირო, ყველაფერი ფეხებზე უნდა გეკიდოს, რომ ბოლომდე მიაწვე და შენი გაიტანო. შეყვარებული ქალი განიარაღებულია. როცა ვახო პირველად გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, საკუთარ თავს ვუთხარი, ამ კაცის გვერდით ქალი ბედნიერი ვერასდროს იქნება-მეთქი.
– ასეთი შთაბეჭდილება რატომ დაგიტოვათ?
– იმიტომ, რომ, რაღაცნაირი შემფასებლური მზერით ათვალიერებდა ყველას და ყველაფერს. თან, თითქოს ზედმეტად ყურადღებიანი იყო – მაცდურად თავაზიანი და ყველასთან „თავისიანი“. მე ვცდილობდი, საკუთარი თავისთვის მისი შეყვარების უფლება არ მიმეცა. თითქოს შემეშინდა – ვიგრძენი, რომ იმაზე მეტად მომეწონა, ვიდრე საჭირო იყო. ამიტომ, თავიდან მის ზარებსა და მესიჯებს არ ვპასუხობდი.
– ანუ, თავიდან ამ მამაკაცზე ადეკვატური შთაბეჭდილება ჩამოგიყალიბდათ.
– დიახ, ნამდვილად ასე იყო, აბსოლუტურად ადეკვატურად შევაფასე მისი ხასიათი და თვისებები, მაგრამ, მაინც შემიყვარდა. სამწუხაროდ, სიყვარული, როცა ის ნამდვილი სიყვარულია და გულიდან მოდის, არაფერს გეკითხება, მთლიანად გიმორჩილებს და აზროვნების უნარს გიკარგავს.
– მაგრამ, ეს ხომ არ არის იმ კონკრეტული ადამიანის ბრალი, ვინც გიყვარდება!
– რა თქმა უნდა, არ არის და არც ვადანაშაულებ ამაში. რა სისულელეა! ფიქრობთ, იმიტომ გელაპარაკებით, რომ პრეტენზიები მაქვს იმ კაცის მიმართ? – არანაირად. მე უნდა მოვრიდებოდი კაცს, რომელიც მოულოდნელად შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში. უნდა მცოდნოდა, რომ ასეთი კაცები ძალიან საშიშები არიან.
– რატომ არიან ძალიან საშიშები?
– იმიტომ, რომ ასეთი კაცები როგორც მოულოდნელად გამოჩნდებიან, ისევე მოულოდნელად ქრებიან – ეს ჩვეულებრივი ამბავია. უბრალოდ, მე არ ვიცოდი ეს და გავები. სამწუხაროა ისიც, რომ დღეს მამაკაცების უმრავლესობა ასეთია. იმიტომაც წავიდა საზოგადოება დეგრადაციის გზაზე. მარტო ქალთან ურთიერთობაში არ მთავრდება მამაკაცის სულმდაბლობა და უვარგისობა. იცით, რა არის მთავარი?! – კაცებს ღირსება აღარ აქვთ... უცებ შემიყვარდა. ისე, რომ თავადაც ვერ მივხვდი. „დაუკითხავად“ ჩამისახლდა სულში. და ამის მერე უკვე ჩემი ნების საწინააღმდეგოდ ვმოქმედებდი, თითქოს დოპინგმიღებული ვიყავი – ვაკეთებდი იმას, რაც მას უნდოდა, მთლიანად დავემონე და დავემორჩილე. მაგრამ, არ ვიცოდი, რომ, თურმე, როგორც კი კაცი ქალზე სრულ ძალაუფლებას მოიპოვებს, მერე ის მისგან მიდის, რადგან მისადმი ინტერესი აღარ აქვს.
– დარწმუნებული ხართ?
– უკვე ვარ. სიყვარული არ აქვს, ინტერესი აღარ აქვს და, არის კიდევ ერთი მიზეზი, რაც კაცს ქალისგან ელვის სისწრაფით წასვლას აიძულებს. სრულიად მოულოდნელად და შოკისმომგვრელად მიდის ის მამაკაცი, რომელიც ქალს არ აფასებს, არაფრად აგდებს და მიაჩნია, რომ მან სიყვარული დამსახურებულად მიიღო. უსიტყვოდ ვემორჩილებოდი. სიტყვითაც არ გამიპროტესტებია ის, რომ უცერემონიოდ გადმობარგდა ჩემს ბინაში.
– მარტო ცხოვრობდით?
– დიახ. 26 წლისამ შევძელი, კრედიტით მეყიდა ბინა და ჩემთვის მეცხოვრა. საკმაოდ ნორმალური სამსახური მქონდა, კარგი ანაზღაურებით. მანქანაც შევიძინე. არ მივეკუთვნები იმ ქალების კატეგორიას, მამაკაცზე განსაკუთრებულ იმედებს რომ ამყარებს. საკუთარ თავს სულ ვეუბნებოდი: შენ მარტო სიყვარული გჭირდება კაცისგან. გასცემ სიყვარულს და ისიც სიყვარულით გიპასუხებს-მეთქი. გულუბრყვილოდ მჯეროდა, რომ ჩემი უანგარობით მამაკაცის თვალში განსაკუთრებით სასურველი ვიქნებოდი. მაგრამ, რომელი კაცი ფიქრობს მაღალ იდეალებზე?! ეს ჩვენ, ქალებს გვეგონა ასე და ნაძირლობას „ვუპრავებთ“. ნორმალური რომ ვყოფილიყავი, სახლში უცერემონიოდ მოსულ კაცს კარს გავუღებდი?!
– აუცილებელია, კაცმა ოფიციალურად გთხოვოს ხელი, რომ სანდოობის ხარისხი აუმაღლდეს?
– არა, ამაზე არ ვლაპარაკობ. ფორმალურ მხარეს არ ვგულისხმობ, ეს არაფერში მჭირდებოდა, მაგრამ, რაღაცით ხომ უნდა გამოეხატა თავისი ჩემდამი დამოკიდებულება?! ახლა ვაცნობიერებ ამ ყველაფერს, მაგრამ, მაშინ გონებადახშული და მზერადაბინდული ვიყავი.
– რომ მოვიდა თქვენთან, ეს არ იყო თქვენდამი მისი დამოკიდებულების, გნებავთ, გრძნობის გამოხატულება?
– ჰოდა, მეც რომ ასე ვიფიქრე, იმიტომაც დავრჩი მოტყუებული და გაბითურებული. კაცების და კაცობის დეფიციტი რომ არის ამ ქვეყანაში, ვერ ამჩნევთ? ეს  ყველაფერში იგრძნობა,  განსაკუთრებით კი – დათრგუნული, დაჩაგრული და დაბეჩავებული ქალების მზერაში. აუცილებელი არ არის, ქალზე ფიზიკურად ძალადობდე. როცა მას ფსიქოლოგიურ ტერორში აცხოვრებ და შენი უპასუხისმგებლობით დეპრესიაში აგდებ, ეს გაცილებით უარესია. დამანგრია, ისე წავიდა, თანაც, სრულიად მოულოდნელად, მაშინ, როცა უკვე ბედნიერების მწვერვალზე მეგონა თავი და მომავლის გეგმებს ვაწყობდი, შვილზე ვოცნებობდი... თურმე, ჩემნაირი კიდევ ჰყავდა „რეზერვში“ და არჩევანს აკეთებდა, რომელთან უფრო „აწყობდა“ ცხოვრება. მე ბოლომდე რომ „გამომწურა“ და გამომიყენა, მაშინვე წავიდა.
– რაში გამოიხატებოდა გამოწურვა და გამოყენება?
– სამსახური დავაწყებინე, კარგი ცხოვრების გემო გაიგო, საჭირო ხალხი გავაცანი, ყველაფერი გავაკეთე მისი წინსვლისთვის. მაგრამ, თურმე, ჩემნაირ ქალს კაცები მერე ტოვებენ. ამით იმის თქმა მინდა, რომ თავგანწირვა ყოველთვის დაუფასებელი რჩება. კაცებს არ სჭირდებათ მსხვერპლი, არც ჩვენი თავდადება. ამ ყველაფერს ისინი უკვე ასაკში მყოფნი აფასებენ, ისიც ყოველთვის არა, ძირითადად მაშინ, როცა მოსავლელები ხდებიან. მხოლოდ ნაწილს ეუფლება სიბერეში სინანული, თანაც, მხოლოდ იმიტომ, რომ გვერდით გულშემატკივარი აღარავინ რჩებათ. ქალები მაშინ ვაგებთ, როცა მამაკაცის მიმართ მშობლიური განცდა გვეუფლება და „ჩვენიანებად“ ვიღებთ.
– ასე არ უნდა იყოს? ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაში მთავარი ხომ „ჩემიანობის“ განცდაა?!
– ჰო, მაგრამ, ეს განცდა მარტო ქალებს არ უნდა გვქონდეს. მამაკაცებს მხოლოდ და მხოლოდ მესაკუთრული განცდა აქვთ და ეს სულ სხვა რამეა.  როგორ შეიძლება, ადამიანი შენიანად მიგაჩნდეს და ისე მოექცე, როგორც ქმრები ცოლებს ექცევიან, როცა ღალატობენ! კაცებს რომ ჰკითხო, ღალატი არ ნიშნავს იმას, რომ ცოლები არ უყვართ. ამაზე მეტი ცინიზმი გინახავთ?! თან, საყვარლებს უმტკიცებენ, ცოლთან მოვალეობის, შვილების გამო ვარო; ცოლებს კი ეფიცებიან, ჩემს ცხოვრებაში ერთადერთი ქალი ხარო. გული აგერევა ამ ყველაფრის მოსმენის და გაცნობიერების შემდეგ. საშინელებაა ის, რაც ჩვენ გვჭირს. ჩემი ძვირფასი და ერთადერთი, სიგარეტის საყიდლად გავიდა სახლიდან და უკან აღარ დაბრუნდა. ორი საათის მერე შევშფოთდი და დავურეკე, მაგრამ,  მობილურს არ პასუხობდა. შემეშინდა. ვიფიქრე, რამე ხომ არ შეემთხვა-მეთქი. არ ვიცოდი, სად მომეძებნა და, გადავწყვიტე, საპატრულო პოლიციაში მივსულიყავი. კარადა რომ გამოვაღე, ლამის შოკი დამემართა – მისი ტანსაცმლის ნასახიც კი ვერ აღმოვაჩინე.
– როგორ, ჩუმად გაიტანა თავისი ნივთები?
– დიახ. მოახერხა, ჩემი მიამიტობით ისარგებლა. კაცი ქალზე გაცილებით უფრო ეშმაკია. ორი წელი ვიცხოვრე მასთან და უმნიშვნელო ეჭვიც არ გამჩენია, რომ ასეთი რაღაცის გაკეთებაც შეეძლო. მაქვს მომენტები, როცა ახლაც არ მჯერა მისი ნაძირლობის. დებილი არა ვარ?! ყველაფერი ჩემი ბრალია. გეუბნებით, სწორედ ჩემნაირი ერთგული, თავდადებული, უზომოდ და უანგაროდ შეყვარებული ქალებისგან მიდიან, უფრო სწორად, უსინდისოდ იპარებიან კაცები. იმ ქალებთან კი, რომლებიც მათ ბოლომდე იყენებენ და თან თავზე რქებს ადგამენ, სამუდამოდ რჩებიან, ხელისგულზეც ატარებენ და მუხლებზე დაჩოქილებიც ევედრებიან, არ მიმატოვოო. მე მართლა არ ვიცი, რა ფენომენია ეს. დღეს მე სერიოზული პრობლემები მაქვს; ჯერ ერთი, მორალურად ვარ გატეხილი; სულ მეტირება და უსარგებლობის განცდა მაქვს. მოტყუებული და განადგურებული ვარ, ემოციები აღარ შემომრჩა, ტკივილს ვგრძნობ მხოლოდ და სირცხვილს. არ ვიცი, ეს როგორ ავხსნა სიტყვებით. მგონი, ისედაც მიმიხვდებით. მეეჭვება, როდისმე პირადი ცხოვრება ამეწყოს. ზოგადად მამაკაცის მეშინია. ორჯერ მეტ ტკივილის გვაყენებენ, ვიდრე სიხარულს გვგვრიან. ის ქალებიც კი, რომლებსაც მეტ-ნაკლებად კარგი ქმრები ჰყავთ, ბედნიერები მაინც არ არიან, რადგან, არ არსებობს იმის გარანტია, რომ ხვალ მათაც ზუსტად ისე არ მოექცევიან, როგორც მე ვახო მომექცა.

скачать dle 11.3