კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ერიდეთ ბიზნესკლასს, უსაფრთხო კუდი ყოფილა!

„თვითმფრინავის კატასტროფის დროს გადარჩენის მაქსიმალური შანსი აქვთ იმ მგზავრებს, რომლებიც თვითმფრინავის კუდში სხედან“ – ასეთი დასკვნა გაკეთდა უნიკალური ექსპერიმენტის შედეგად, რომლის მიმდინარეობისას სამგზავრო ლაინერი სპეციალურად ჩამოაგდეს უდაბნოში, რათა ენახათ, რა ემართება თვითმფრინავს და ბორტზე მყოფ ადამიანებს  მისი დამსხვრევის დროს.
ექსპერიმენტი ჩატარდა სონორას უდაბნოში, ამერიკა-მექსიკის საზღვარზე. „ბოინგ 727“ იქ პილოტმა ჩაიყვანა და კატასტროფის მოწყობის მონიშნულ ადგილზე მისვლამდე, თვითმფრინავიდან პარაშუტით გადმოხტა. შემდეგ ლაინერს უკვე დისტანციურად მართავდნენ თანმხლები თვითმფრინავის ბორტიდან.
„გააცილეს“ რა ბოინგი პრაქტიკულად მიწამდე, ის თავისუფალ ფრენაში გაუშვეს, რის შედეგადაც თვითმფრინავი მიწას 225 კილომეტრ-საათი სიჩქარით შეეჯახა, რაც შეესაბამება ხისტ დაჯდომას, და არა არასრულფასოვან კატასტროფას, რომლის დროსაც გადარჩენის შანსი არავის არ აქვს.
ექსპერიმენტი, რომელიც მილიონ-ნახევარი დოლარი დაჯდა, მიმდინარე წლის აპრილში ჩატარდა. სპეციალისტების დასკვნები საავიაციო კატასტროფის შესახებ მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი.
უპირველეს ყოვლისა, ექსპერიმენტის მიმდინარეობისას დადგინდა, რომ თვითმფრინავის ზედაპირთან დაჯახებისას, ძირითადი დარტყმა ცხვირზე მოდის. ასე რომ, დიდი რისკის ქვეშ არიან ბიზნესკლასის მგზავრები, რომელთა ადგილები განლაგებულია კაბინის ახლოს და, შესაბამისად, პილოტები. ეკონომ-კლასის მგზავრები კი, რომლებიც ბოლო რიგებში სხედან, იძულებითი დაჯდომის დროს, შესაძლოა, გადარჩნენ, რა თქმა უნდა, ისეთ შემთხვევაში, როცა უსაფრთხოების ტექნიკის მოთხოვნები დაცულია.
ექსპერიმენტის ჩატარებისას თვითმფრინავის კუდში დასვეს სამი ისეთი მანეკენი, რომლებიც ავტომობილების ქრაშ-ტესტებისთვის გამოიყენება. ერთ-ერთი მათგანი შეკრული იყო ღვედით, როგორც ამას წესები ითვალისწინებს და დაკავებული ჰქონდა უსაფრთხო პოზიცია: სხეული დახრილია წინ, თავი კი ეხება წინ მდებარე სავარძლის საზურგეს; მეორე მანეკენი „შემოიზღუდა“ მხოლოდ ქამრით და დარჩა მჯდომარე, გასწორებული ზურგით; მესამემ კი უარყო ყოველგვარი რეკომენდაცია. შედეგად აღმოჩნდა, რომ პირველი „მგზავრი“ ხისტი დაჯდომის დროს თითქმის არ დაშავებულა. მეორეც გადარჩა, მაგრამ თავის სერიოზული ტრავმა მიიღო. მესამე კი ადგილზე დაიღუპა.
ახლა ექსპერტები, რომლებიც „ბოინგის“ ტესტური კატასტროფის შედეგების განხილვაში მონაწილეობდნენ, გვირჩევენ: თუ კომფორტი ავიაგადაფრენის დროს არ არის პრიორიტეტული, უმჯობესია, ავიღოთ ეკონომ-კლასის ბილეთები და დავსხდეთ ლაინერის კუდის ნაწილში, სათადარიგო გასასვლელის სიახლოვეს.

скачать dle 11.3