„ადამიანი-ობობა“ მსოფლიოში ყველაზე მაღალ ფოლადის ობიექტზე აცოცდა
ფრანგმა ალან რობერმა, რომელსაც სპორტული მიღწევების გამო „ადამიანი-ობობა“ უწოდეს, ახალი სიმაღლე დაიპყრო.
ამჯერად იგი ჩინეთის ხენანის პროვინციაში ტელეანძაზე ავიდა. 400 მეტრი სიმაღლის უზარმაზარი ანტენა დღეისთვის მსოფლიოში ყველაზე მაღალი ფოლადის ობიექტია.
კლდეზე მცოცავის ამოცანას ართულებდა ანძის 30-გრადუსიანი დახრილობა. ვინაიდან ნაგებობას არანაირი შვერილები არ გააჩნია, ასვლისთვის ალან რობერმა სპეციალური მისაწებებლები და ბლოკები გამოიყენა.
მიმდინარე წელს ფრანგ მცოცავს 50 წელი შეუსრულდა. ამ ხნის განმავლობაში მან მსოფლიოში სხვადასხვა ადგილას 70-ზე მეტი ცათამბჯენი დაიპყრო, ზოგჯერ, ხელისუფლებისა და შენობების მფლობელთა თანხმობის გარეშეც კი, რისთვისაც ალან რობერი ხშირად პოლიციაშიც ხვდებოდა.
საინტერესოა, რომ გინესის რეკორდების წიგნში „ადამიანი-ობობა“ საერთაშორისო დაკავების ყველაზე დიდი რიცხვის გამო აღმოჩნდა.