კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

ყოფილმა ცოლმა
შერიგება მთხოვა
უკვე ასაკში ვარ და აღარ დავეძებ, გამკილავს თუ არა ვინმე ამ წერილის მოწერისთვის. დასაკარგავი აღარაფერი მაქვს – ვინც და რაც გამაჩნდა, თითქმის ყველა და ყველაფერი დავკარგე. მთელი ჩემი ცხოვრება ისეთი მელოდრამაა, ნიჭიერი რეჟისორი კარგ სერიალს გადაიღებდა.
ოდნავ შორიდან დავიწყებ: სკოლაც და უმაღლესიც წარჩინებით დავამთავრე. მერე რუსეთში წავედი და რამდენიმე წელი იქ ვმუშაობდი. დავბრუნდი თუ არა, კარგ თანამდებობაზე დამნიშნეს. იმ პერიოდში დაიწყო „სირიის ბუმი“, მაგრამ, რადგან უცოლოებს არ უშვებდნენ, ხელი მოვაწერე ჩემს მეგობარ ქალთან და გავემგზავრეთ. რამდენიმე წელიწადში დავბრუნდით. მატერიალურად უკვე მყარად ვიდექი ფეხზე და ცოლს ვუთხარი, შვილი მინდა-მეთქი, რაზეც მან კატეგორიული უარი მითხრა და პროტესტის ნიშნად გამეყარა. თავიდან ცოტა ვიდარდე, მაგრამ, ახალგაზრდა ასაკმა მაინც თავისი გაიტანა, თან, მთელი არსებით გადავეშვი საქმეში და ცოლზე აღარ მიფიქრია. რამდენიმე წლის შემდეგ საქართველოშიც შემოვიდა „ბიზნესობია“ და მეც წამოვიწყე პატარა საქმე, რომელიც თანდათან საკმაოდ სერიოზულ (მაშინდელი პარამეტრებით) ბიზნესად ვაქციე. მერე ცოლიც შევირთე – ჩემზე 18 წლით უმცროსი, შვილიანი ქვრივი. ჩემი ბიზნესი იმდენად გაიზარდა, რომ მარტო ვეღარ ვერეოდი, ამიტომ, ჩემი გარდაცვლილი ძმაკაცის შვილი შემოვიყვანე წილში და ერთად ვუძღვებოდით საქმეებს. მერე ყველაფერი აირ-დაირია, ბიზნესების წართმევები დაიწყო და ხალხი ვალებში ჩავარდა. ეს რომ არ მომსვლოდა, რაც გამაჩნდა, თითქმის ყველაფერი ჩემი ცოლისა და გერის სახელზე გადავაფორმე (მე და ჩემს ცოლს მხოლოდ ჯვარი გვქონდა დაწერილი). ჩემმა კომპანიონმაც სიდედრსა და ვიღაც ნათესავზე გადააფორმა თავისი წილი – ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავდა, მისი ცოლი მესამეზე იყო ფეხმძიმედ და, ეშინოდა, რამე რომ მოხდეს, შვილები შიმშილით არ დამეხოცონო.
ერთ დღეს კი სრულიად გაუთვალისწინებელი რამ მოხდა: მე და ჩემი ცოლი გვიან საღამოს ვბრუნდებოდით სახლში ფეხით. მე გასტრონომში შევედი სიგარეტის საყიდლად, ნანა კი არ შემომყვა – გარეთ დაგელოდებიო. სანამ მე სალაროს რიგში ვიდექი, ქუჩიდან ხმაური მომესმა. გავიხედე და დავინახე, რომ ვიღაც ორი მთვრალი ტიპი ჩემს ცოლს ხმამაღლა ელაპარაკებოდა, ნანა კი ცდილობდა, რომ თავიდან მოეშორებინა. მაშინვე გავვარდი და ვუთხარი, ახლავე მოშორდით აქედან-მეთქი. ერთ-ერთმა ხელი მკრა – შენ ვინ გდიხარ, ჩვენს საქმეში რომ ერევიო. ვეღარ მოვითმინე და ორივე კარგა ლაზათიანად ვცემე (დამავიწყდა, მეთქვა, რომ ყოფილი მოკრივე ვარ). მერე ვიღაცამ მილიცია გამოიძახა და განყოფილებაში წაგვიყვანეს. გაირკვა, რომ ჩემი ნაცემი ტიპები მილიციის ოფიცრები იყვნენ. როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე, მე გამამტყუნეს და, მოწმეების ჩვენებების მიუხედავად, 7 წელი მომისაჯეს ბოროტი ხულიგნობისა და სამართალდამცველებზე თავდასხმის გამო. სამი წლის შემდეგ კი ჩემი ცოლი გათხოვდა. ალბათ, მიხვდებით, ვისაც გაჰყვა – დიახ, ჩემს პარტნიორს, ჩემი გარდაცვლილი ძმაკაცის შვილს, რომელიც ფეხზე დავაყენე და კაცად ვაქციე. იმ არარაობამ კი, გარდა იმისა, რომ კაცობას უღალატა, თავისი სამი მცირეწლოვანი შვილი მიატოვა და ნანასთან ერთად რუსეთში წავიდა საცხოვრებლად (ნანამაც დედამისს დაუტოვა შვილი). ასე რომ, ციხიდან როცა გამოვედი, აღარც ცოლი მყავდა და აღარც ბიზნესი მქონდა (როგორც უკვე გითხარით, ცოლის სახელზე გადავაფორმე ყველაფერი). ერთადერთი, ბინა შემრჩა, რადგან, ჩემი მშობლების იყო და გადაფორმება ვეღარ მოვახერხე.
ციხიდან ძალიან მოტეხილი გამოვედი ფიზიკურადაც და სულიერადაც. მიუხედავად იმისა, რომ საერთო შვილი არ გვყავდა, ნანა ძალიან მიყვარდა და ისე ვუვლიდი, ცივ ნიავს არ ვაკარებდი არც მას და არც მის შვილს, რომელსაც ისე შევუყვარდი, რომ „მამას“ მეძახდა. ცოტა გონს რომ მოვედი, ერთმა ძველმა მეგობარმა თავისთან მომაწყო სამსახურში, რომ სახლში მთლად არ გავგიჟებულიყავი, თან, მატერიალურადაც მეხმარებოდა. ერთი წლის შემდეგ ჩემს ყოფილ სიდედრს დავურეკე და ვთხოვე, უფლება მოეცა, ჩემი გერი მენახა. სხვათა შორის, სიდედრი ძალიან კარგად შემხვდა, ის კი არა, ტირილი დაიწყო, ბოდიშებს მიხდიდა და თავის შვილს ლანძღავდა. ჩემი გერი უკვე გაზრდილი დამხვდა. ძალიან თბილად მიმიღო და მთხოვა, ისევ მამას დაგიძახებო. მე სიხარულით დავთანხმდი. რამდენიმე წლის შემდეგ, რომ გათხოვდა, ჩემს სახლში გადავუხადე პატარა ქორწილი და, რაც შემეძლო, მზითევიც გავუკეთე. ნინიკოს გათხოვებიდან ორი წლის შემდეგ კი ჩემი ყოფილი ცოლი მომადგა და შერიგება მთხოვა. ეტყობა, არსად წასასვლელი აღარ ჰქონდა, თორემ, ჩემისთანა გადაყრუებულ მოხუცთან არ მოვიდოდა. თუმცა, რაღა „ეტყობა“, გაირკვა, რომ ქმარმა მთელი ქონება გამოსტყუა და ისევ თავის პირველ ცოლს დაუბრუნდა, ეს კი მშრალზე დატოვა. ნანას დედა უკვე გარდაცვლილი იყო, შვილმა კი ძალიან ცივად მიიღო – ამდენი წელი ერთხელაც არ გაგხსენებივარო. ძალიან შემეცოდა, მაგრამ, ვერ ვაპატიე, ვერ მივიღე. უკვე რა ხანია, ხან რომელ ნათესავთან ცხოვრობს სამადლოდ და ხან – რომელთან.  თვითონაც აღარ არის პატარა გოგო, რომ ცხოვრება თავიდან დაიწყოს და დარჩა ასე მარტო, მინდვრის თაგვივით.
ჩემი ნინიკო ხშირად მოდის ჩემთან და შვილებიც მოჰყავს ხოლმე. სიძეც კარგი ბიჭია – წესიერი და საქმიანი. მაინც მეცოდება ნანა და ვეუბნები ხოლმე ნინიკოს, შენ მაინც უნდა აპატიო, ასეა თუ ისე, დედაა და უფლება არ გაქვს, ხელი ჰკრა-მეთქი. ქმარიც იმავეს ეუბნება, მაგრამ, ჯერჯერობით ვერ დავიყოლიეთ. არადა, სხვის კარზე რომ დაემართოს რამე, უფრო სირცხვილი არ იქნება?!
ოთარი, 72 წლის.

შვილს ვერასოდეს გავაჩენ
მე და თეონა პირველი კურსიდანვე დავმეგობრდით. სულ ერთად ვიყავით და, ასეთი ურთიერთობის წყალობით, ჩვენი ოჯახებიც დაუახლოვდნენ ერთმანეთს. ყველა გვეფერებოდა და გვანებივრებდა, განსაკუთრებით კი თეოს უფროსი ძმა – გიო. ერთ დღეს კი თეონამ მითხრა, რომ ჩემს ძმას აშკარად მოსწონხარო. ამას მეც ვგრძნობდი, მაგრამ, ვერ ვამბობდი. მერე, ჩემი დაქალის აქტიურობის წყალობით, მე და გიო დავახლოვდით და ერთ დღეს სიყვარულშიც გამომიტყდა. კარგა ხანს ვხვდებოდით ერთმანეთს, მაგრამ, ჩემს ცოლად შერთვაზე ხმას არ იღებდა. მე ეს ძალიან მიკვირდა, რადგან, აშკარად ვგრძნობდი, რომ მართლა ვუყვარდი. ერთ საღამოს კი რაღაცეების მიკიბვ-მოკიბვა დაიწყო: შენთან უბედნიერეს კაცად ვგრძნობ თავს, მაგრამ, უფლება არ მაქვს, მოგატყუო და მომავალი გაგიფუჭოო. ვეხვეწე, მითხარი, რას გულისხმობ-მეთქი, თუმცა, ვერაფერი დავაცდენინე. ვერ მოვითმინე და მეორე დღეს თეონას ვკითხე, ასე მითხრა და რა ხდება-მეთქი. თეო აილეწა და დაიბნა, მაგრამ, მითხრა, აზრზე არა ვარო. ჯერ ვიფიქრე, რომ ესეც რაღაცას მიმალავდა, მერე კი ეჭვი გამიჩნდა, იქნებ, აღარ ვუყვარვარ ან ჩემშია რაიმე მიზეზი და, რადგან პირდაპირ ვერ მეუბნება, რაღაცეებს მიედ-მოედება-მეთქი. ამიტომ, ერთ საღამოს გიო პაემანზე დავიბარე და გადავწყვიტე, ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დამესვა ამ გაუგებრობისთვის. რომ შევხვდი, მეც დავიბენი, აღარ ვიცოდი, როგორ დამეწყო და რაც იმ წუთას მომადგა ენაზე, ის ვუთხარი: ვიცი, რომ აღარ გიყვარვარ, მაგრამ, გეცოდები და ვერ მეუბნები. ამიტომ, გაგიადვილებ საქმეს და მე თვითონ გეტყვი: ეტყობა, შენს ღირსად აღარ მიგაჩნივარ, მაგრამ, ნუღარ ინერვიულებ, დღეიდან აღარ შეგხვდები, ჩემგან თავისუფალი ხარ და თავს ნუღარ დაიტანჯავ-მეთქი. მერე ავდექი და წამოვედი. გიო გამომედევნა და მეხვეწა, მომისმინეო. დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ დავთანხმდი, ოღონდ, ჩემი პირობა წავუყენე: როგორი მწარეც არ უნდა ყოფილიყო სიმართლე, ეთქვა ყველაფერი თავიდან ბოლომდე. ძალიან გაუჭირდა, მაგრამ, მაინც სძლია თავს და მართლაც არაფერი დაუმალავს. ის, რაც გავიგე, შოკის მომგვრელი იყო, თუმცა, ტყუილს მაინც ჯობდა, რადგან, არაფერია იმაზე საშინელი და დამამცირებელი, ვიდრე მთელი სიცოცხლის განმავლობაში სიცრუეში ცხოვრება.
გიოს ნაამბობიდან გავიგე, რომ, სანამ მე და თეონა გავიცნობდით ერთმანეთს, გიოს ჰყავდა ცოლი, რომელიც სამ წელიწადში გაეყარა, რადგან, შვილი არ გაუჩნდათ. ყველას ის გოგო ეგონა „დამნაშავე“, მაგრამ თვითონ გიოს შეჰპარვია ეჭვი, წასულა ექიმთან და ანალიზების შემდეგ დაუდგენიათ, რომ ის გოგო კი არა, გიო ყოფილა უშვილო, მიზეზად კი მის ბავშვობაში მძიმე ფორმით გადატანილი ყბაყურა დაუსახელებიათ. ამის შემდეგ გიო მისულა თავის ყოფილ ცოლთან, ყველაფერი მოუყოლია და პატიება უთხოვია, მაგრამ, იმას უთქვამს, მაინც გაგეყრებოდი, რადგან, აღარ მიყვარდიო.
ძალიან მძიმე იყო ამის მოსმენა. ძნელია, როცა ქალმა წინასწარ იცის, რომ შვილს ვერასოდეს გააჩენს, მაგრამ, გიოს მაინც გავყვები ცოლად. ბოლოს და ბოლოს, უამრავი წყვილი ზრდის აყვანილ ბავშვს და ბედნიერები არიან. მთავარია, რომ ერთმანეთი გვიყვარს.
ანა, 22 წლის.

скачать dle 11.3