კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მეთოდებით სჯიდნენ შუა საუკუნეებში

ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე, თემამ, რომელიც ევროპის ქვეყნების შუა საუკუნეების ისტორიის სპეციალისტთან, ბატონ დავით მინდაძესთან ჩავწერეთ, განსაკუთრებული სიმძაფრე შეიძინა. ქართველი ხალხი შოკირებულია ციხის თანამშრომლების სისასტიკით პატიმრების მიმართ ჩადენილი, ყოვლად გაუმართლებელი სადიზმით. ადამიანი ყოველთვის სასტიკი და დაუნდობელი იყო, ხშირად კი თავის ყველაზე წარმოუდგენელ სიავეს კანონის სახელით სჩადიოდა. დასჯა იყო ოფიციალური, სახალხო, რასაც უამრავი ადამიანი ესწრებოდა და სიამოვნებით უყურებდა.

 დავით მინდაძე: ისტორიულად, კანონი ძალიან მკაცრი იყო დამნაშავეების მიმართ, თუმცა, როგორც ვხვდები, თქვენ წამების მეთოდები და იარაღები გაინტერესებთ და არა ის, თუ კონკრეტულად რა ტიპის დამნაშავეებს წირავდნენ ამ საშინელი სიკვდილისთვის. ისტორია საკმაოდ მდიდარი და დატვირთულია ამგვარი მასალით. არსებობს გადმოცემები, რომ ძველად ადამიანის სიკვდილს ისეთი უწყინარი ცხოველის საშუალებითაც კი იწვევდნენ, როგორიც ცხვარია: დამნაშავეს აბამდნენ და ფეხის გულებზე სპეციალურ სითხეს უსვამდნენ, რომლის ლოკვაც ცხვარს მოსწონდა. ცხვარს ხორკლიან ენას იმდენ ხანს ასმევინებდნენ, სანამ დამნაშავეს ღუტუნისგან არ გაუსკდებოდა გული. წამების  მრავალფეროვნებით განსაკუთრებით „მდიდარი“ იყო შუა საუკუნეები და ამის მიზეზად ბევრი რამ სახელდება.
– კონკრეტულად ვის მიმართ გამოიყენებოდა ასეთი დასჯა?
– შუა საუკუნეებში სხვადასხვა მეთოდით აწამებდნენ იმ ადამიანებს, ვისაც ერეტიკოსობაში ედებოდათ ბრალი, ვინც ეშმაკს ჰყავდა შეპყრობილი ან სულს ეშმაკს მიჰყიდდა. იმავე მეთოდებს იყენებდნენ სამხედრო დამნაშავეების მიმართ, მათგან ინფორმაციის მოპოვების მიზნით, ქვეყნის მოღალატეთა დასასჯელად, დანაშაულის გამოსაძიებლად და სხვა. მაგალითად, საწამებელი მოწყობილობა – სპილენძის ხარი ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში გამოიგონეს. მისმა გამომგონებელმა, პერილოს ათონელმა, სპილენძის ხარი შესთავაზა ტირან მეფე პალარისს და უთხრა, რომ მისი მეშვეობით უფრო მტკივნეულად და სასტიკად დასჯიდა მოღალატეებსა და დამნაშავეებს. მეფემ თვითონ პერილოსზე გამოსცადა ხარი და შედეგით კმაყოფილი დარჩა. მოქმედების პრინციპი ასეთი იყო, „დამნაშავეს” სვამდნენ ხარის შიგნით, შემდეგ ხარს გარედან უნთებდნენ ცეცხლს და ტყვე ცოცხლად იწვებოდა. პროცესი ძალიან ნელი და საშინლად მტკივნეული იყო. ეს მეთოდი საბერძნეთში იშვიათად გამოიყენებოდა, თუმცა, ევროპელებმა უმალ აიტაცეს და ხშირადაც იყენებდნენ. ევროპამ ხარი გააუმჯობესა კიდეც: მათ დაუყენეს ხარს მილები, საიდანაც დასასჯელის ყვირილი ესმოდათ და ამით დამატებით ტკბებოდნენ.
– ერეტიკოსებს განსაკუთრებით ებრძოდნენ?
– მოგიყვებით მეთოდზე, რომელსაც ევროპაში  აქტიურად იყენებდნენ საჭირო ინფორმაციის მოსაპოვებლად და დემონებთან კავშირში მყოფი ბრალდებულის ასალაპარაკებლად: დამნაშავეს აკრავდნენ სკამზე, რომელსაც ჯალათები პერიოდულად და სხვადასხვა დაყოვნებით წყლის სიღრმეში უშვებდა. ადამიანს ამ დროს რეფლექსური შოკი ემართებოდა, რაც სუნთქვის შეკვრას იწვევდა და მსხვერპლი ნელ-ნელა იგუდებოდა. წყლის გამოყენებით დასჯის კიდევ სხვა მეთოდებიც არსებობს, რომელთა გამომგონებლების ვინაობაც უცნობია. წყლის დაწვეთების მეთოდს ძალიან ხშირად იყენებდნენ საბჭოთა კავშირის დროს, პოლიტიკურ პატიმრებზე ზეწოლისა და წამების მიზნით. მათ ათავსებდნენ იმხელა კამერაში, რომელშიც განძრევა შეუძლებელი იყო. ჯალათი ხსნიდა ონკანს და ერთ პოზაში დაფიქსირებულ ტყვეს შუბლზე ან თავის ქალის ზემოთა ნაწილზე ეწვეთებოდა წყალი. პროცესი საშინლად მტანჯველი და ნელი იყო. საბოლოოდ, წყალი ხვრეტდა რბილ ქსოვილს და ჩადიოდა ძვლამდე, რაც საშინელ ტკივილებს იწვევდა. ამ ხერხით უამრავი ადამიანი აიძულეს, ეღიარებინათ დანაშაული, რომელიც მათი ჩადენილი, შეიძლება, სულაც არ იყო. წყლის გამოყენებით ადამიანებს კიდევ ერთ საშინელებას უკეთებდნენ. ამ მეთოდს ძირითადად სამხედრო ტყვეებსა და ჯაშუშებზე იყენებდნენ: ტყვეს აბამდნენ და პირში მანამდე ასხამდნენ წყალს, ვიდრე ის ან დანაშაულს არ აღიარებდა ან არ გასკდებოდა. წყლით გაბერილი ადამიანის მუცელზე კი ჯალათი ხტუნაობას იწყებდა.
– როგორც ვიცი,  საწამებელი სკამების დიდი ნაირსახეობებიც არსებობს.
– დიახ, მაგრამ, მათ უმრავლესობას ერთი იდენტური დეტალი აქვს – ეს არის ეკლები, რომელთა რაოდენობა ხუთასიდან ათას ხუთასამდე მერყეობდა. დასჯისას მსხვერპლს სვამდნენ ამ სკამზე, რის შედეგადაც ეკლები სხეულში აღწევდა და სისხლდენას იწვევდა. ზოგჯერ, სანამ დამნაშავე მოკვდებოდა, დამატებითი ტკივილისთვის ჯალათი მუხლების სამტვრევს, სახლეჩს იყენებდა ან ნაკვერჩხლით წვავდა დამნაშავის სხეულს. წამება ხანდახან საათობით გრძელდებოდა და მსხვერპლის გარდაუვალ სიკვდილს იწვევდა. არსებობდა კიდევ ძალიან მარტივი და „ეფექტური“ წამების საშუალება: დამნაშავეს აბამდნენ და ზემოდან, ძირითადად, სასქესო ორგანოზე, ადგამდნენ გალიას, რომლის თავზე მოთავსებული იყო გავარვარებული მასა, ხოლო გალიაში იჯდა ვირთხა. სიცხისგან თავის დასაღწევად, ვირთხა მსხვერპლის სხეულს ჩიჩქნიდა და ძვრებოდა მასში. ძნელი წარმოსადგენია, ტანჯვა, წვალება და ეს პროცესი. დასჯის ეს ხერხი გარდაუვლად იწვევდა სიკვდილს.
– და, ამ ყველაფერს უამრავი სეირის მაყურებელი ესწრებოდა?
– რა თქმა უნდა. აღიარებითი წამების გარდა, დამნაშავის დასჯა სპეციალურად ხდებოდა საჯარო ადგილას. ეს არა მხოლოდ დაბალი ფენის, არამედ, უმაღლესი რანგის პირებისთვისაც საკმაოდ საინტერესო გასართობი იყო. არსებობდა თავის გასასრესი მოწყობილობა; მუხლების სახლეჩი, რომლის ხის კბილანებსაც იმდენ ხანს ატრიალებდნენ სპეციალური ხრახნით, სანამ კბილანები ერთმანეთს არ შეეხებოდა და დამნაშავის კიდურებს მთლიანად არ გათიშავდა; კიდევ, არსებობდა მოწყობილობა, რომელიც ლონდონის თაუერის ლეიტენანტმა, სერ უილიამ სკევინგტონმა გამოიგონა ჰენრი მერვის მეფობის დროს და რომელსაც სახელად „მენაგვის“ ქალიშვილი შეარქვეს. მისი მეშვეობით ახდენდნენ სხეულის შეკუმშვას: მოწყობილობის ზედა ნაწილში თავსა და ხელებს უყრიდნენ, ქვედაში კი – ფეხებს. წამების დაწყებისთანავე, მსხვერპლს ეწყებოდა კუნთოვანი და შინაგანი ორგანოების ქსოვილების კრუნჩხვა, რის შემდეგაც იწყებოდა სისხლდენა ცხვირიდან და ყურებიდან. თუკი მოხდებოდა სასწაული და ვინმე ვინც ამ წამებას ცოცხალი გადაურჩებოდა, მიღებული შოკისგან, ასევე, ფსიქიკური აშლილობა ემართებოდა. დასჯის უამრავი მეთოდი არსებობდა სხეულის სასქესო ორგანოებზე მანიპულირებით. რისთვისაც იყენებდნენ „იუდას სკამს“ ან „ესპანურ ვირს“. პირამიდისებურ, წვეტიან სკამზე, რომელსაც „იუდას სკამს“ უწოდებდნენ, დამნაშავეს საჯდომით ან ვაგინით სვამდნენ. წვეტი ნელ-ნელა და ღრმად შედიოდა სიღრმეში და სხეულის გახლეჩას იწვევდა. ამ დროს დამნაშავეს ფეხებზე სიმძიმეებიც ჰქონდა მობმული. დასჯის ინიციატორების „გემოვნების“ მიხედვით, ჯალათს, შესაძლოა, მსხვერპლი ექანავებინა კიდეც ამ სკამზე, მეტად დატანჯულიყო და უფრო საშინლად ეღრიალა.
– თქვენი მოსმენაც კი მიჭირს და ამ ყველაფრის წარმოდგენაც კი შეუძლებელია.
– რა თქმა უნდა, ჩვენს ეპოქაში ძნელია,  წარმოიდგინო, რომ ასეთი გასართობები ჰქონდათ გასულ საუკუნეებში, თუმცა, სადაც უახლოეს წარსულში ოსვენციმი, ზოგადად, ფაშიზმი, საბჭოთა ციხეები და გადასახლებები გვქონდა, ალბათ გასაკვირი აღარაფერია. თუ შუა საუკუნეებში ერთ და ორ ადამიანს სჯიდნენ, მეოცე საუკუნეში ერთი ხელის მოსმით ერეკებოდნენ გაზის კამერაში ათასობით ადამიანს. უბრალოდ, შუა საუკუნეებში  წამების იარაღების უფრო მეტი მრავალფეროვნება იყო.  მაგალითად, „მგუდავი მსხალი“ – ინსტრუმენტი, რომელიც წაწვეტებული რკინის ნაჭრისა და მასზე მიმაგრებული ფოთლის ფორმის ნაწილისგან შედგებოდა. მას ძალის გამოყენებით ათავსებდნენ მსხვერპლის პირში, უკანალში ან საშოში და შემდეგ ნელ-ნელა იწყებდნენ მის გახსნას. „მგუდავი მსხალი“ საშინელ დასახიჩრებას იწვევდა და უმეტესად სიკვდილით მთავრდებოდა. ამ მეთოდით, ძირითადად, ჰომოსექსუალებს, მეძავებსა და დემონებთან კავშირში ბრალდებულებს სჯიდნენ.
არსებობდა სხეულის გასაჭიმი მოწყობილობები – ხრახნები, რომლებსაც დამნაშავეს სხვადასხვა ადგილას უჭერდნენ და, სულ მცირეოდენი ძალისხმევით, აუტანელ ტკივილებს იწვევნენ, რასაც, ძირითადად, სამხედრო ტყვეების ასალაპარაკებლად იყენებდნენ. ალბათ, ყველას გაგიგიათ სარზე გასმით დასჯა, რომელიც მთელ ევროპაში ძალიან პოპულარული იყო. სარს სხეულის სხვადასხვა ნაწილში – მუცელში, ნეკნებში, უკანა ტანში უყრიდნენ, რომლის წვერიც პირიდან ან ზურგიდან გამოდიოდა. თუ საჭირო იყო, სიმყარის შესანარჩუნებლად, დამატებით სარებსაც იყენებდნენ. რაც უფრო მეტად ფართხალებდა მსხვერპლი და რაც უფრო ცდილობდა თავის დახსნას, სარი უფრო ღრმად შედიოდა მის სხეულში. არსებობდა საშინელი მეთოდი – გახერხვა, როდესაც ფეხებით დაკიდებული ადამიანის გახერხვას მისი გენიტალიებიდან იწყებდნენ და თავისკენ მიდიოდნენ, რაც იმას იწვევდა, რომ მსხვერპლი ბოლომდე ცოცხალი იყო და აღიქვამდა ტკივილს. ძალიან ნელ და მტკივნეულ სიკვდილს იწვევდა ადამიანის ფორმის გალია, რომელშიც დამნაშავეს გარეული ფრინველებისა და ცხოველების საჯიჯგნად ტოვებდნენ – ამ მეთოდით ძირითადად ერეტიკოსებს სჯიდნენ. გალიაში ჩასმულ ადამიანთან ხალხიც მიდიოდა და ტალახსა და ქვებს ესროდა... ასეთი იყო შუა საუკუნეების მწამებლური ისტორია, რომლის მხოლოდ ნაწილს შევეხეთ.

скачать dle 11.3