კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სამუზეუმო ექსპონატები

„მოყუჩებულში“

ეს მაშინ მოხდა, როდესაც საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა: თბილისს ბათუმიდან მუსლიმანი ქართველების დელეგაცია ესტუმრა მემედ აბაშიძის თაოსნობით, მათ დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობას წერილობითაც მიმართეს და აჭარის დედასაქართველოსთან ერთიანობა დაადასტურეს. ბევრი რომ არ გავაგრძელო, აჭარის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნების ერთ-ერთი მოთავე სწორედ მემედ აბაშიძეა, თუმცა, „მადლიერმა“ შთამომავლობამ მისი ძეგლი ბათუმის ბულვარის ცენტრალური ადგილიდან მოკრძალებულ ადგილას გადაიტანა (მის ადგილას კი დელფინი გამოჭიმა), სულ ახლახან კი საქართველოს პირველმა პირმა უკვე მეორედ მოიხსენია მემედ აბაშიძე უარყოფით კონტექსტში („მემედ აბაშიძე იჯდება მოყუჩებულში“, „ასლან აბაშიძემ ქალაქის ცენტრში ბაბუამისის ძეგლი დადგა“). ბუნებრივია, სამწუხაროა, თუკი პირველ პირს მემედ აქაშიძე მხოლოდ ასლან აბაშიძის ბაბუა ჰგონია, თუმცა, სამწუხაროა თუ ტრაგიკული, მართლაც, ჰგონია (რაც მთავარია, ამ ფაქტის გამო აღშფოთება ჩვენებურ არც საზოგადოებრივ და არც პოლიტელიტას არ გამოუთქვამს).
ამის პარალელურად, გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმში ცვილის ფიგურების მუზეუმი იხსნება. როგორც წყარო იუწყება, ეს უშუალოდ ქვეყნის პირველკაცის სურვილია და იმასაც ამატებს, რომ იმ მუზეუმში მიხეილ სააკაშვილის ცვილის ფიგურაც დაიდგმება და თვით ასლან აბაშიძისაც, ხოლო ზედაც რამდენიმე ცნობილ ბათუმელსაც მიაყოლებენ. მეტიც, რაკი მუზეუმი, წინასწარი ინფორმაციით, იმ შენობაში განთავსდება, რომელიც ერთ დროს ვინმე ბინიათოღლის ეკუთვნოდა, მუზეუმს მისი ცვილის ფიგურაც დაამშვენებს.
პირადად მე მეეჭვება, მემედ აბაშიძის ცვილის ფიგურა ხსენებულ მუზეუმში მოხვდეს (სხვა საქმეა, რომ არც სჭირდება), თუმცა ისიცაა, ყველას თავისი ბედისწერა აქვს: ზოგი სამუზეუმო ექსპონატი ხდება, ზოგიც – ჩვენი ქვეყნის ალმოდებული ისტორიის ორგანული ნაწილი!

скачать dle 11.3