კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სადღესასწაულო აეროპორტი

„შენ აფრენ“

ის, რითაც პრეზიდენტი სააკაშვილი თბილისის აეროპორტს მიხრჩობით დაემუქრა, უკვე გაიხსნა, ოღონდ ისაა, რომ, ჩვეულებისამებრ, გარეთ მტერს მოუკლა გული, შიგნით – მოყვრებს დაგვიხეთქა! მეტიც, ქუთაისის დაუმთავრებელი აეროპორტი არათუ გაიხსნა (მააშ, თუ გული გულობს, ქადა ორი ხელით იჭმევა!), ზედაც, მგზავრებიც ააფრინ-დააფრინა. რაც მთავარია, ჩვენი ეკონომიკის განმამდგრადებელი მინისტრიც ჩამოგვიფრინა კიევიდან. ქვეყნის პირველი პირი აეროპორტში თავმოყრილ უცხოელ მგზავრებსაც გაესაუბრა და მათგან ჩვენი სამშობლოს სანახებით აშლილი შთაბეჭდილებებიც მოისმინა. სულ ბოლოს კი, უკეთესი გაფრენის იმედით დაგვემშვიდობა.
ამ გულის ამაჩუყებელი გაცილება-გამოცილების შემდეგ ბოროტი ჟურნალისტები ქუთაისის აეროპორტს მიადგნენ და აღმოაჩინეს, რომ ის დაიკეტა (აი, იმ ერთი რეისის გაფრენ-გამოფრენის შემდეგ). ამ ფაქტმა საზოგადოების იმ ნაწილის შეშფაღშფოთება გამოიწვია, რომლებიც ამ ბოლო დროს „მაგრამების“ გარეშე არიან აღშფოთებულნი. თუმცა, თუ ჩვენს არცთუ მისასალმებელ ყოფით ტრადიციას გავიხსენებთ: ჭურჭლის სადღესასწაულო ნაკრები რომ კარადაში გვაქვს გამოკეტილი უცხოს მოლოდინში, პირველ პირსაც უნდა გავუგოთ (თუკი ქუთაისის აეროპორტს სასტუმროდ ინახავს). თუმცა, მაინც არის ერთი განსხვავება: ქუთაისის აეროპორტი დაუმთავრებელია, სადღესასწაულო ჭურჭელი კი კარადში რეალურად გვაქვს!

скачать dle 11.3