კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გამორეფორმირებულთა ლოგიკა

ანუ განათლების ქართული ფასი!

მართალია, იქ, ზემოთ, გვიმტკიცებენ, რომ დემოკრატია ისეთი გამოვაცხვეთ, თვით ძირძველი დემოკრატებიც კი ხელებს შლიან (ზედაც, პირებს ფართოდ  აღებენ), ასეთი დემოკრატია ჯერ არსად გვინახავსო, თუმცა, სხვას ვინ ჩივის, კვლავაც ვერ დაგვიდგენია გამოწვლილვით, ბიუჯეტიდან რა, რამდენი და რისთვის იხარჯება.
განსაკუთრებით თვალშისაცემი ბიუჯეტის ის მუხლია, რომელიც „სხვა ხარჯებს“ ეხება (და ეს „სხვა ხარჯები“  თითოეული სახელმწიფო უწყებისთვისაა გამოყოფილი). გამონაკლისი, ბუნებრივია, არც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროა („სხვა ხარჯები“ მათაც აქვთ).
ჰოდა, რაკი თვალშისაცემია, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა განმანათლებელთა სამინისტროს მიმართა და „სხვა ხარჯებისთვის“ გამოყოფილი ერთი მილიონი ლარის ხარჯვის ამსახველი დოკუმენტაცია მოითხოვა.
სამინისტრომ პასუხი, მართალია, მთლად კანონით დათქმულ ვადაშიც არა, მაგრამ მაინც აფრინა. მეტი დამაჯერებლობისთვის სრულად მოგახსენებთ პასუხის შინაარსს (წერილი 2012 წლის 19 სექტემბრითაა დათარიღებული და მასში ვკითხულობთ): „განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ განიხილა თქვენი 2012 წლის 27 ივლისის კორესპონდენცია. გაცნობებთ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან „სხვა ხარჯებისთვის“ 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარის დეტალური ხარჯთაღრიცხვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში არ არის დაცული.“
ჩვენ არ ვიცით, დაინტერესდება თუ არა აუდიტის სამსახური ამ ინფორმაციით და რა ვერდიქტს გამოუტანს განმანათლებელთა სამინისტროს (პასუხის პათოსით თუ ვიმსჯელებთ, არ არის გამორიცხული, აუდიტის სამსახურმა დაასკვნას, რომ უფრო მეტიც უნდა დაეხარჯათ), თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ, სახელდობრ, მაგისტრანტთა სახელმწიფო გრანტებისთვის იმავე სახელმწიფო ბიუჯეტიდან, სულ რაღაც 2 000 000 (მილიონი) ლარია გამოყოფილი, ქართული გამორეფორმირებული განათლებულის სისტემისთვის განათლების ქართულივე ფასი ისევე ნათელია,  როგორც ის, რომ გამოდემოკრატიულ-გამორეფორმირებული ჩვენებური „განმანათლებლები“ მილიონამდე ხარჯის თვლაზე არ წვრილმანდებიან.

скачать dle 11.3