კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გაუუქმეს მოპოვებული ქულები ქართველ მრბოლელს ევროპის ჩემპიონატზე და როგორ შეძლო მან უდიდესი წარმატების მიღწევა

 ავტოსპორტი, სიჩქარე, რისკი, ადრენალინი – ეს ყველაფერი  ძალიან ახლოს არის ქართულ ხასიათთან. სპორტი, რომელიც ჩვენ ქვეყანაში ნელ-ნელა ისევ დგება ფეხზე, ევროპელებისთვის საუკეთესო გასართობი და საყურებელია. ევროპის ეტაპებზე მოხვედრა ძალიან რთულია, მაგრამ, ვინც კი საქართველოდან სხვადასხვა ქვეყანაში ჩავიდა, წარმატების გარეშე თითქმის არავინ დაბრუნებულა. თუმცა, ყველაზე მასშტაბური და დიდი მიღწევა იქნება  ევროპის ეროვნებათა თასის მოგება, სადამდეც დათა ქაჯაიას სულ ერთი ნაბიჯი დარჩა.

 დათა ქაჯაია: „ლეგენდების” კლასი საქართველოსთვის სიახლეა, ეს ავტომობილები წელს ჩამოიყვანეს და ჩვენ პირველად მოგვეცა მათი გამოცდის საშუალება. მე ვარ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპორტული გუნდის – „მია ფორსის” წევრი, რომელსაც ჰყავს ორი „ლეგენდის” და ორი „ფორმულა ალფას” ბოლიდი. პირველივე შეჯიბრებაზე კარგი შედეგები გვქონდა, და ჩვენმა სპორტულმა ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ ძალები სხვა ქვეყნებშიც გვეცადა. როგორც აღმოჩნდა ევროპაში „ლეგენდ ქარები“ ძალიან პოპულარულია და, გადავწყვიტეთ, წავსულიყავით ევროპის ეროვნებათა თასის ჩემპიონატზე მონაწილეობის მისაღებად, რომელიც ყველაზე პრესტიჟული, მაღალი დონის ჩემპიონატია. მოლაპარაკება ვაწარმოეთ ორგანიზატორებთან და ჩავედით. მთელი სეზონი შვიდი ეტაპისგან შედგება. შვიდიდან ხუთი ეტაპი საფრანგეთში ტარდება, ერთი – ბელგიაში და ერთიც – ჰოლანდიაში. თურმე, საფრანგეთში 3 ომოლოგირებული ტრასა ყოფილა, ამიტომაც, ეტაპების უმეტესობა სწორედ იქ ტარდება. რომ ვუთხარი, ჩვენ მხოლოდ ერთი ტრასა გვაქვს-მეთქი, გაგიჟდნენ – ეს, ალბათ, ქალაქშიო. ქალაქში კი არა, მთელ ქვეყანაში-მეთქი. 39 ომოლოგირებული (ტრასა, რომელსაც აქვს შეჯიბრის ჩატარების საერთაშორისო ლიცენზია) და ოცამდე ჩვეულებრივი, სავარჯიშო ტრასა აქვთ. ევროპის ჩემპიონატი აპრილში, საფრანგეთში დაიწყო. პირველივე შეჯიბრებაზე პოდიუმზე მოვხვდი – მესამე ადგილი ავიღე.
– მიხვდნენ, რომელი ქვეყნიდან იყავით?
– სხვათა შორის, ვერ მიხვდნენ და ამან ძალიან გამაკვირვა. მეგონა, ევროპაში საქართველო ეცოდინებათ-მეთქი. საიდან მოგვაგენი და, საერთოდ, რა იცოდით ამ მანქანების შესახებო. თავიდან ერთმანეთს ეხმარებოდნენ და მე მბლოკავდნენ – ალბათ, ფიქრობდნენ, ვიღაც ჩამოსულია, ამას რატომ უნდა მოვაგებინოთო,  მაგრამ, სამეულში მოვხვდი თუ არა, დამოკიდებულება მაშინვე შეცვალეს. ფრანგები, მოწინავე პოზიციებისთვის რომლებიც იბრძვიან, დამიძმაკაცდნენ და დაიწყეს ლაპარაკი, რომ კვალიფიკაციაზე ერთად ვიაროთ, მერე შეჯიბრებაზე მოგეხმარებითო... თავიდან იმ დონეზე არაფერი იცოდნენ საქართველოს შესახებ, რომ „რუს” მიგვაწერეს გვერდზე. მერე დიდი ჩხუბისა და დავიდარაბის შემდეგ შევაცვლევინეთ ყველაფერი.
– არადა, შედეგებს რომ მიაღწიე, მერე უფრო არ უნდა ეცადათ შენი „დაბლოკვა”?
– არ ვიცი, ეტყობა, როგორც კონკურენტი დამაფასეს და დამოკიდებულება მკვეთრად შეიცვალა. როდესაც ჩავდივარ, ვისგანაც მანქანას ვქირაობთ, მათთან გავდივართ კონსულტაციებს – ვეკითხები, რა როგორ ვქნა, საბურავები რამდენზე დავბერო და სხვა. უკვე მეექვსე ეტაპზე რომ ჩავედი, ფრანგები მოდიოდნენ და მეკითხებოდნენ: ეს რომ ასე გავაკეთო, აჯობებს? ეს ისე უკეთესია?.. მეც, „ვტიპობ” და რაღაცეებს ვეუბნები ხოლმე, თითქოს იმ მანქანას სულ საკუთარი ხელით ვაკეთებდე (იცინის). საკმაოდ წარმატებულად ჩავატარე ექვსი ეტაპი, ყველა ეტაპზე პოდიუმზე მოვხვდი და ამ სტაბილურობით ჯამში პირველი ადგილი გამომივიდა.
– „იესპიენზე” ვუყურე, კომენტატორი რამხელა ხმაზე გაჰყვიროდა შენს გვარს ძალიან სასაცილოდ.
– კი, უჭირთ ჩემი გვარის წარმოთქმა. ჰოლანდიიდანაც პირდაპირი ეთერი იყო და იქ საერთოდ ვერ გამოთქვამდნენ ჩემს გვარს – კაიაია, კაიაია-ს გაიძახოდა კომენტატორი (იცინის). ამაზე ყველა ჩემი მეგობარი ხალისობს. რამდენიმე შეჯიბრებაზე არ გამიმართლა, ერთხელ საერთოდ არარეალური ამბავი მომივიდა – ბენზინი გამითავდა და ბოლო წრეზე გავჩერდი. საწვავს იმის გამო რომ ბევრი წონა არ გქონდეს, ზუსტად იმდენს გისხამენ, რამდენიც ერთ შეჯიბრებას ეყოფა.  ბოლოს წინა შეჯიბრებაზე კვალიფიკაციაზე პირველი დრო ვაჩვენე, მიუხედავად იმისა, რომ ვარჯიშის დრო არ მოგვცეს. იმდენად კონცენტრირებული ვიყავი გზაზე, რომ, თურმე, მანქანას ბამპერი მოსძვრა, დროშას მიქნევდნენ მსაჯები, რომ გავჩერებულიყავი და ვერ დავინახე. ამის გამო კვალიფიკაციის დრო გამიუქმეს. თან, იმ ტრასაზე „დეტეემი” ტარდებოდა და ძალიან მკაცრი იყო მსაჯობა. „დეტეემი” – ეს ყველაზე პოპულარული კლასია ძარიან ავტომობილებში. მთელი ევროპა „კარიან ფორმულა 1-ს“ ეძახის, იმდენად უყვართ. სწორედ „დეტეემის” ტექნიკური დირექტორი ხელმძღვანელობდა ჩვენს შეჯიბრებასაც, ძალიან მკაცრი იყო. მხოლოდ კვალიფიკაციიდან კი არა, მთლიანად შეჯიბრებიდან აპირებდნენ ჩემს დისკვალიფიცირებას. ბოდიშების წერილები მაწერინეს, გთხოვთ, ბოლოდან დამაწყებინეთ შეჯიბრი-მეთქი. წერილში ავხსენი, რომ წინა დღით ჩამოვფრინდი, ვერ დავინახე, გადაღლილი ვიყავი, ერთიანის ნაცვლად შვიდიანი დავინახე... ამაზე სულ მთლად გაგიჟდნენ – ციფრებს თუ ვერ არჩევ, ექიმთან წაგიყვანთ, აქ რა გინდაო (იცინის). საბოლოოდ, კვალიფიკაციის დრო გამიუქმეს და ბოლო ადგილზე დავდექი პირველის ნაცვლად.
– შეიძლება, ვინმემ არ იცის, მაგრამ, ასეთი რანგის შეჯიბრებაზე თითქმის პრაქტიკულად შეუძლებელია, ოცდამეშვიდე პოზიციაზე დადგე და მაინც წინ გადაინაცვლო.
– ოცდამეშვიდე დავდექი და სტარტის დროს წამოვიდა კოკისპირული წვიმა, იმხელა გუბეები დადგა ტრასაზე, რომ, გადაწყვიტეს, შეჯიბრება გაეუქმებინათ. შესაბამისად, ქულები იმის მიხედვით გადაანაწილეს, ვინ რა პოზიციაზეც იდგა და ასე შემრჩა ეს ოცდამეშვიდე ადგილი, რამაც ჰოლანდიის შეჯიბრებაზე ქულებით უკან დამწია – უკვე პირველ ადგილზე ვიყავი საერთო ჩათვლაში და მეორეზე გადავინაცვლე. მეექვსე ეტაპი ჩატარდა საფრანგეთში, ნოგაროს ტრასაზე, სადაც გამიმართლა და კარგი შედეგები ვაჩვენე. ერთი უიქენდი სამი შეჯიბრისგან შედგება: ორი – ოცწუთიანია და ერთი – ორმოცწუთიანი. სამივეზე პირველ ადგილზე დავამთავრე. თან, ქულებში ჩემს მთავარ მეტოქეს ძრავა დაუზიანდა, ცუდი შედეგი აჩვენა და ამან საკმაოდ წინ წამწია – 23 ქულით წავედი წინ. მანამდე კი  ის წასწია წინ ჩემმა ოცდამეშვიდე ადგილმა.
– ანუ, მეშვიდე, დასკვნით ეტაპზე სანერვიულო ბევრი არაფერი გვაქვს, პირველმა რომც ვერ დაამთავრო, ჩემპიონატს მაინც იგებ.
– თუ ავტომობილი არ გამიფუჭდა და შეჯიბრება დავასრულე, ყველაფერი კარგად იქნება. მეათე დროც რომ მქონდეს მაწყობს – ქულები მყოფნის. მთავარია, შეჯიბრებას არ გამოვეთიშო.
– ველოსიპედებით რატომ იარეთ?
– ჰოლანდიაში ვარჯიშის საშუალება რომ არ იყო და საერთოდ არ ვიცოდით, რა ტრეკზე იყო საუბარი, გვითხრეს, ფეხით ან ველოსიპედით გაიარეთო. ჩვენც ველოსიპედებით წავედით. ძალიან რთულია უცხო ტრასაზე სიარული.
– შენ რას აბრალებ, რის ხარჯზე მიაღწიე ამხელა წარმატებას?
– ჩვენ ყველანაირი სიტუაციები გვაქვს გამოვლილი: გვივლია სრულიად უცხო ტრასებზე, სულ სხვადასხვა მანქანით, დაზიანებული მანქანებითაც, როცა მოგებაზე კი არა, იმაზე ფიქრობ, რომ მოსახვევში ისე შეხვიდე, რაღაც ნაწილი არ მოგძვრეს და, თან, ჩქარა გაიარო. ჩვენი ხასიათიდან გამომდინარე, სულ სხვადასხვანაირად დავდივართ, არავინ ერთმანეთს არ უთმობს. იქ არ რისკავენ, იმაზე ფიქრობენ, რომ შეჯიბრება დაამთავრონ და წლის ბოლოსთვის ქულები დააგროვონ. იმ წუთით ვსაზღვრავთ ყველაფერს. ის კი არ გვიხარია, რომ მოვიგეთ, არამედ, ის, რომ ცოცხლები გადავრჩით (იცინის) – „რა მაგარია, მთელი ვარ!“ მათთვის უსაფრთხოებაა მთავარი იქ კი ეს პერიოდი უკვე გაიარეს და სხვა დონეზე ავიდნენ. ერთხელ გვითხრეს, ადრე პრიზები გვქონდა დაწესებული და ოცდაათიდან მხოლოდ ხუთი მანქანა ამთავრებდა შეჯიბრებას, სულ იმტვრეოდნენო. ასე რომ, ჩვენც იგივე გვემუქრება, რაც იქ უკვე გაიარეს. ალბათ, ეს თავზეხელაღებულობაა. ეტყობა, მათ ის აშინებთ, გვერდით რომ ჩავუვლი თმაგაჩეჩილი, შუშის თვალებით და, ხედავენ, რომ საერთოდ არ ვაპირებ დამუხრუჭებას და მერიდებიან (იცინის).
– რამე შემოთავაზება ხომ არ მიიღე?
– ჯერჯერობით არაფერი, დავამთავრებ ჩემპიონატს და მერე ვნახოთ. ძალიან გამიხარდება, თუ რამე საინტერესო წინადადება იქნება ან ძარიან მანქანაზე თუ გადავჯდები. მაგრამ, მათ, ალბათ, ვერც წარმოუდგენიათ, რომ ძარიანი მანქანით იმავენაირად ვივლი. იქ ასეთი „აჯაფსანდალი“ არ არის, როგორიც ჩვენთან – ერთი სპორტსმენი რალისაც რომ დადის, წრიულ რბოლებსაც, „ლეგენდებსაც“ და სხვა დანარჩენს. მათთვის ეს წარმოუდგენელია.
– მეტ-ნაკლებად მოუშინაურდი ტრასებს?
– ვერა. მით უმეტეს, ამ ბოლო შეჯიბრებაზე ისეთი რაღაც მოხდა, რაც აქამდე ნამდვილად არ მქონია გამოცდილი. ისეთ ნისლში ვიარეთ, რომ დამუხრუჭებას ნიშნულებით ვახერხებდით, სადაც ეწერა: მოსახვევამდე  დარჩა 300, 200, 100 მეტრი. მანქანას რომ გააჩერებდი, მერე ჩნდებოდა მოსახვევი. დასიებული თვალებით გადმოვედი. ძალიან რთული შეჯიბრება იყო.
– პრესა არ დაინტერესდა შენით?
– კი, საკმაოდ ბევრს ლაპარაკობენ ჩვენს გუნდზე. იქაური ორგანიზატორები მეუბნებიან, რომ საკმაოდ ბევრი იბეჭდება ჩვენზე, კავკასიის პატარა ქვეყნიდან ჩასულ გუნდზე, რომელმაც ასეთ დღეში ჩააგდო ფრანგები და ჰოლანდიელებიო.
– შენ მხოლოდ შაბათ-კვირას ჩადიხარ ხოლმე?
– დიახ, ასე, პატარა პარკით, კომბინეზონითა და ჩაფხუტით მივდივარ, გავალ შეჯიბრებაზე და ვბრუნდები. ყველაზე ძალიან კი ის მესიამოვნა და იმით ვიყავი ამაყი, რომ ბოლო შეჯიბრებაზე როგორც იქნა, საქართველოს ჰიმნი გაჟღერდა. პირველად ჰოლანდიაში აღმართეს საქართველოს დროშა და ნოგაროში უკვე ჰიმნიც გააჟღერეს. უცნაური ის იყო, რომ ნოგაროს სამი შეჯიბრებიდან პირველზე, ჰიმნი რომ დაიწყო, ვხვდები, ძალიან მეცნობა, მაგრამ, ჩვენი ჰიმნი აშკარად არ არის. სად იპოვეს არ ვიცი, თურმე, ჩვენი წინა ჰიმნი არ გაუშვეს?! მერე ვუთხარით, ახლა სხვა ჰიმნი გვაქვს-მეთქი და, როგორც იქნა, ყველაფერი გამოასწორეს. უკვე ქომაგებიც გამოგვიჩნდნენ, საქართველოდან გუნდს სხვა სპორტსმენების დედები, მეგობრები, ახლობლები გულშემატკივრობენ.

скачать dle 11.3