კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ აუღო „ჩესტი“ ამერიკელმა პოლიციელმა ქართველ სპორტსმენებს

ამერიკაში მკაცრი კანონებია. კანონის სიმკაცრე მხოლოდ კრიმინალების შევიწროებაში არ გამოიხატება. სიმკაცრეა ქუჩაშიც, მძღოლებისა და ფეხით მოსიარულეთა მიმართაც.
ერთხელაც, ატლანტის ერთ ავენიუზე მივდივართ და ტრასის მეორე მხარეს გვინდა გადასვლა. გადასასვლელი არ ჩანს, არადა, გვეჩქარება. რაღაც უნდა მოვიფიქროთ, მაგრამ, რა?!
ორი ქართველი მოკრივე გვახლავს. ერთ-ერთი მოხერხებული აღმოჩნდა.
– შავი სათვალე ხომ არ გაქვთ ვინმეს? – გვეკითხება.
სასწრაფოდ მოვიჩხრიკეთ ჩანთები და შევაჩეჩეთ ხელში სათვალე. გაიკეთა ამ ბიჭმა სათვალე და ააკანკალა ხელ-ფეხი. ამოვუდექით აქით-იქიდან და ფრთხილად „შევცურეთ“ ტრასაზე, დიდი სიჩქარით მოძრავი მანქანების ნაკადში.
ატყდა სიგნალები და რა ატყდა!.. მაგრამ, უსინათლოებს ყველა ქვეყანაში სცემენ პატივს, ამერიკაში კი – განსაკუთრებით. ასე კანკალ-კანკალით გადავიყვანეთ ჩვენი „ბრმა“ ტრასის მეორე მხარეს. რა სიტყვებით გვამკობდნენ ამერიკელი მძღოლები, ნაკლებად გვაინტერესებდა. მაისურები გვეცვა ზურგზე წარწერით – „ჯორჯია“. ამის დანახვაზე სულ გაგიჟდნენ (ალბათ, იფიქრეს, ჩვენიანები არიანო) – „ჯორჯია! ჯორჯია!“ ყვირიან აღტაცებულები (ან, იქნებ, აღშფოთებულებიც.) გადავედით თუ არა. ჩაგვავლო პოლიციამ და დაიწყო გამოკითხვა: „ვინ ხართ? აქ რა გინდათ“?
ავუხსენით, ვინც ვიყავით და რაც გვჭირდა. იღბლად,  ისეთი პოლიციელი შეგვხვდა, იუმორი არ ეუცხოებოდა და გვარიანად იცინა, მაგრამ, რომ გაიგო, საბჭოთა კავშირის სპორტსმენები ვიყავით, სიცილი სახეზე შეეყინა, თუმცა, კაცობას მაინც არ უღალატა, „ჩესტი“ აგვიღო და უხმოდ გაგვშორდა.
ოლიმპიური ჩემპიონის, ნინო სალუქვაძის ნაამბობის
მიხედვით

скачать dle 11.3