კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გაძარცვა მეძავმა კლიენტი

მომსახურების შემდეგ მეძავმა კლიენტი გაძარცვა. ქურდობა სასტუმროში, მას შემდეგ მოხდა, როცა 27 წლის ჯულია კ-ს დაღლილ კლიენტს ღრმად ჩაეძინა. ქურდი დაახლოებით ერთ კვირაში იპოვეს, მაგრამ მოპარული 3 500 დოლარიდან მას მხოლოდ 760 ლარი აღმოაჩნდა. ჯულია სომხეთის რესპუბლიკაში აპირებდა წასვლას, მაგრამ საზღვრიდან საკანში დააბრუნეს.
სასამართლო პროცესზე ჯულიას დაცვა მისმა უცნობმა „კოლეგებმა” სცადეს – ჩვენი პროფესიის ხალხი კლიენტებს ასე არ ვექცევითო, მაგრამ მათმა ჩვენებებმა 27 წლის მეძავს ვერ უშველა. სამწლიანი პატიმრობის გარდა, სასამართლომ ბრალდებულს ზარალის ანაზღაურებაც დააკისრა, რასაც, იმის გამო, რომ ქონება არ გააჩნია, სავარაუდოდ, ვერ გადაიხდის. რაც შეეხება მოპარულ 3 500 დოლარს, მან განაცხადა, რომ მხოლოდ 500 მოიხმარა, ტელეფონი და ტანსაცმელი იყიდა, დანარჩენი კი ტაქსიში დაკარგა...  
მამაკაცი, რომელიც ჯულიამ დააზარალა აზერბაიჯანის მოქალაქე, 25 წლის ახმედ მამედოვია. მამასთან და ნათესავთან ერთად ის საქართველოში ავტომანქანების შესაძენად იყო ჩამოსული. თუმცა, ერთ დღეში ორი მანქანის ყიდვა ვერ შეძლეს, შესაბამისად, ბაზრობაზე მეორე დღეს აპირებდნენ გასვლას. მაგრამ, მეორე დღემდე ახმედმა რუსულენოვანი ჯულია „შეაბა” და 50-ლარიანი ქალი 3 500 დოლარად და პოლიციაში სირბილად დაუჯდა...
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ჯულია უსინდისოდ ნამდვილად არ მოქცეულა. მამედოვს 7 000 დოლარი ჰქონდა, მაგრამ მთლიანად კი არ წაიღო, როგორც ყველა მის ადგილზე მყოფი მოიქცეოდა, მან მხოლოდ ნახევარი მოიპარა...
უმანქანოდ  დარჩენილი დაზარალებული
მამედოვის ჩვენებით, მანქანა იმდენად უნდოდა, რომ მის შესაძენად თავდაუზოგავად მუშაობდა და ფულის შეგროვება სულ რაღაც ერთ წელიწადში შეძლო. საბოლოოდ, ისე როგორც მისმა ნაცნობებმა, მანქანის ყიდვა საქართველოში გადაწყვიტა, სადაც მამასთან და ბიძაშვილთან ერთად ჩამოვიდა. როგორც მას, მის ბიძაშვილსაც „ვოლვოს” ყიდვა ჰქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ ჩამოსვლის დღეს მანქანის შერჩევა მხოლოდ მისმა ბიძაშვილმა მოახერხა. თუმცა, ნაცნობების დახმარებით გაიგეს, რომ მისთვის სასურველი მანქანა გერმანიიდან ჩამოდიოდა და მის დასახვედრად მეორე დღის საღამოს ფოთში მოუწევდათ წასვლა.
ახმედ მამედოვი: „საქართველოში ავტომანქანებს ჩვენგან ბევრი ყიდულობს. მეც ამიტომ გადავწყვიტე ჩამოსვლა. თუმცა, რადგან ვრჩებოდით, გადავწყვიტე იმ ქალთან დამერეკა, რომლის ნომერიც მეგობარმა მომცა, მაგრამ ვერ დავუკავშირდი, ტელეფონი გამორთული ჰქონდა.
მამაჩემი და ჩემი ნათესავი ღამის გასათევად ნაცნობთან წავიდნენ. მე ჩემს მეგობარს აზერბაიჯანში დავურეკე და ვთხოვე, სხვისი ნომერი მოეცა. მეორე ქალმა მიპასუხა, მაგრამ ქართულად ლაპარაკობდა და რომ ვერ გავაგებინე, სამჯერვე გამითიშა. მერე მეტროში ჩავედი. ვაგზალზე რომ მივედი 9 საათი იქნებოდა. მსუბუქი ყოფაქცევის ქალები იქ ბევრნი იყვნენ, გამომელაპარაკნენ, მაგრამ ქართული არ მესმოდა, თან ის ქალები არ მომეწონა. გარეთ ციოდა და გადავწყვიტე, ღამე ვაგზლის ფოიეში გამეთენებინა. სწორედ ამ დროს ვიღაცამ რუსულად მკითხა, სადაური ვიყავი. არ მეგონა, რომ მეძავი იყო და ლაპარაკში ყველაფერი მოვუყევი. არც ის დამიმალავს, რომ მეორე დღეს ფოთში ვაპირებდი წასვლას. იმდენად მომეწონა, მშიოდა და იქვე, საჭმელზე დავპატიჟე. არაყი მოითხოვა. ლარი აღარ მქონდა და გამყიდველს 50-დოლარიანი მივეცი. მან ხურდად ლარები დამიბრუნა. მასთან ერთად ორი-სამი ჭიქა მეც დავლიე. საუბარში მითხრა, რომ ირინკა ერქვა. როდესაც ღამის გათევა შევთავაზე, მხოლოდ ის მკითხა, რამდენს გადავუხდიდი. 50 ლარზე ულაპარაკოდ დამთანხმდა.  
იქვე, მდებარე ბინძურ სასტუმროში თვითონ წამიყვანა, ოთახში უპრობლემოდ შეგვიშვეს. ტანსაცმელი რომ გავიხადე ქურთუკი, რომელშიც ფული მედო იქვე სკამს შემოვაცვი. ეჭვადაც არ მიფიქრია, რომ შესაძლოა, ჩემს ჯიბეში ხელი ჩაეყო.
ღამე კარგად გავატარეთ. მითხრა, რომ უკრაინელი იყო, საქართველოში მეგობარს ჩამოჰყვა და მალე აზერბაიჯანშიც აპირებდა ჩამოსვლას. ამიტომ, ტელეფონის ნომერი გამომართვა – რომ ჩამოვალ დაგირეკავო. თვითონაც თავის ნომერი დამიწერა. როგორც ახლა ვხვდები, ყველაფერს ჩემი ნდობის მოსაპოვებლად აკეთებდა. მითხრა, რომ დილით ჩაი ერთად დაგველია და ჩემ ფოთში წასვლამდეც ერთად ვყოფილიყავით.
როდის ჩამეძინა, არ მახსოვს. რომ გავიღვიძე მარტო ვიყავი. ოთახში საპირფარეშო არ იყო და მეგონა, ტუალეტში გარეთ გავიდა. ველოდებოდი, მაგრამ აგვიანებდა და როგორც ჩანს, ისევ ჩამეძინა. ტელეფონის ზარმა გამომაღვიძა. მამაჩემი მირეკავდა. მითხრა, რომ ფოთში აღარ მივდიოდით, რადგან უკეთესი ვარიანტი ნახა, მანქანას თბილისშივე ვიყიდიდით და მითხრა, რომ პირველი საათისთვის ავტობაზრობაზე მივსულიყავი. რომ მკითხა, სად ვიყავი, ვუთხარი, რომ ღამე სასტუმროში გავათიე.
შეხვედრამდე ერთი საათიც არ იყო დარჩენილი და ჩაცმა დავიწყე. ირინკა არ ჩანდა, მაგრამ, ვინაიდან ჩემი ტელეფონი დავუტოვე, ვივარაუდე, რომ დღის განმავლობაში დამირეკავდა. გადავწყვიტე, თუ შესაძლებლობა მომეცემოდა, ღამე კვლავ მასთან გამეტარებინა”, – წერს დაზარალებული ჩვენებაში. მისი თქმით, შემდეგ ოთახი სასწრაფოდ დატოვა, დაბლა დაცვას  ჰკითხა, რამე ხომ არ იცოდა მისი თანმხლების შესახებ, მაგრამ, ვინაიდან დაცვამ რუსული არ იცოდა და ვერაფერი გააგებინა, თავის გზაზე წავიდა.
დაზარალებულის ჩვენებიდან: „ქუჩაში რომ გამოვედი, ქურთუკის ჩაცმა მაშინ დავიწყე. შევშფოთდი, ჯიბეებზე დატანებული „ზმეიკები” გახსნილი იყო. თუმცა, რადგან შიდა ჯიბე, რომელშიც ფული მედო, ისევ გამობერილი იყო, მივხვდი, ყველაფერი ადგილზე იქნებოდა და ტაქსი გავაჩერე, ავტობაზრობისკენ წავედი. ფულის დათვლა მინდოდა, მაგრამ ტაქსის მძღოლი ეჭვის თვალით მიყურებდა და ვერც მანქანაში დავითვალე. ტაქსიდან რომ გადმოვედი, მამაჩემი იქ დამხვდა და დაგვიანებისთვის მეჩხუბა. მანქანა, რომელშიც 6 500 დოლარი უნდა გადაგვეხადა, უკვე შერჩეული ჰყოლია და გველოდებოდნენ,” – წერს დაზარალებული, რომლის თქმით, მხოლოდ  ფულის გადახდის მომენტში აღმოაჩინა, რომ თანხას 3 500 დოლარი აკლდა...
დაზარალებულის ჩვენებით, ეს ამბავი ირინკასთან არც დაუკავშირებია. მხოლოდ მოგვიანებით გააცნობიერა, რომ ყველაფერში დამნაშავე ის იყო და იძულებული გახდა, მამამისისთვის სიმართლე ეთქვა. მისი დაჟინებული მოთხოვნით კი, მომხდარი პოლიციას შეატყობინეს. თუმცა, სიტუაციას ის ართულებდა, რომ ქალის ასავალ-დასავალი არავინ იცოდა...
საქმის აღძვრის შემდეგ პოლიციამ ვაგზლის ტერიტორიაზე მსუბუქი ყოფაქცევის ათამდე ქალბატონი დაკითხა, მაგრამ მათგან ირინკას არც ერთი არ იცნობდა. ერთადერთი, იმას ირწმუნებოდნენ, რომ მათგან არც ერთი ქალი ასეთ რამეს არ ჩაიდენდა და მხოლოდ იმიტომ, რომ ერთ-ერთი მათგანი მისთვის უცნობ ირინკას თავგამოდებით იცავდა, პოლიციამ დააკავა კიდეც. მაგრამ, 48 საათში გაათავისუფლეს – ირინკას შესახებ მან მართლა არაფერი იცოდა.
ეჭვმიტანილის შესახებ არც სასტუმროს დაცვამ იცოდა რამე, მაგრამ სრულიად მოულოდნელად, პოლიცია კვალზე იმ სასადილოს დამლაგებელმა დააყენა, სადაც ახმედმა ქალი დაპატიჟა. სწორედ დამლაგებელი მიხვდა, რომ რეალურად სომეხი ჯულია კ. იყო ის ქალი და არა უკრაინელი – ირინკა.
დამლაგებლის ჩვენებიდან: „როდესაც პოლიციამ ფოტორობოტი გვაჩვენა, მაშინვე ჯულია გამახსენდა. ის ჩვენთან კაცთან ერთად იყო და სავარაუდოდ, მისი კლიენტი უნდა ყოფილიყო. ისინი სომხურად ლაპარაკობდნენ. ვინაიდან სომეხი ვარ, გამოველაპარაკე, სომხური მანაც კარგად იცოდა. სასადილოში ისინი ყველაზე დიდხანს დარჩნენ. ძალიან გვიანი იყო, მაგრამ სასმელი მოითხოვეს. იმ კაცს ფული არ ჰქონდა, მაგრამ მართვის მოწმობა დაგვიტოვა. ის ჩვენთან ინახებოდა და პოლიციას გადავეცი”.
მართვის მოწმობით პოლიციამ ვინმე არმენ პ-ს მიაგნო, რომელსაც თავის მხრივ, ეგონა, რომ ნისიად აღებული სასმლის გამო აკავებდნენ. საბოლოოდ კი, პოლიციამ  მისგან ძებნილის მისამართი გაიგო. თუმცა ბინიდან, რომელიც ჯულიას ჰქონდა ნაქირავები, უკვე გადასულიყო – ბინის დიასახლისმა განაცხადა, რომ მის მდგმურს 3 თვის ქირა ჰქონდა გადასახდელი, მაგრამ  გადაუხადა და წავიდა. ჯულიას პირადი მონაცემები სწორედ დისახლისისგან დაზუსტდა და ბრალდებული მაშინ დააკავეს, როცა საზღვრის გადაკვეთას აპირებდა...
სასამართლო პროცესზე ჯულიამ პატიება ითხოვა. მან დანაშაული გულწრფელად აღიარა, მაგრამ მონანიება გვიანი აღმოჩნდა. ის დამნაშავედ ცნეს და სამწლიანი პატიმრობის გარდა, ზარალის ანაზღაურებაც დააკისრეს...

скачать dle 11.3