კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გამო განიცადა საშინელი შოკი ანნა გურჯმა და ვისთან ჰქონდა მას სცენები ფილმში წინასწარმეტყველ მუჰამედის ნაცვლად

 „ისლამის უცოდველობა” – ფილმი, რომელმაც დღევანდელი მსოფლიო შეცვალა. როგორც საკუთარ თავს უწოდებს, ეგვიპტელი ქრისტიანის, ნაკულა ბასელა ნაკულას გადაღებულმა ანტიისლამურმა ფილმმა აზიაში საშინელი არეულობები გამოიწვია. მსხვერპლი ძალიან დიდია... ფილმში მუჰამედი ჰომოსექსუალად და „სრულ იდიოტად” არის წარმოჩენილი, რომელიც არაკანონიერი ქორწინების შედეგად გაჩნდა. როგორც ფილმში მონაწილე მსახიობები ამბობენ, რეჟისორმა ისინი მოატყუა. ჩანაფიქრში ის უნდა ყოფილიყო სათავგადასავლო ფილმი, „უდაბნოს მებრძოლი”, სადაც წინასწარმეტყველი მუჰამედის ხსენებაც კი არ იყო. ფილმში ერთ-ერთ როლს ქართველი ანნა გურჯი (ანა გიორგობიანი) თამაშობს, რომელიც აცხადებს, რომ მოტყუებული და შეშინებულია. ადვოკატებისა და აგენტების რჩევით, ანა ჯერჯერობით არ ხვდება პრესას. გავრცელებულია მისი წერილი, რომელიც მან ჟურნალისტ ნილ ჰეიმანს მისწერა და რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინტერნეტ-საიტებზე. ქართველი მსახიობი წერილში იმ კითხვებს პასუხობს, რომლებიც ჩვენ, მის თანამემამულეებს გვიჩნდება.

 ანნა გურჯი: „რაღაც ძალიან ცუდი მოხდა. ახლა  ძალიან მჭირდება თითოეული თქვენგანის დახმარება. არც ვიცი, საიდან დავიწყო წერა. ეს სიგიჟეა, მსოფლიო... სიცოცხლე... განადგურებული ვარ, არ ვიცი, რა ვთქვა... შინაგანად მკვდარი ვარ. 
 გასულ ზაფხულს დაბალბიუჯეტიანი ფილმის ქასთინგებში მივიღე მონაწილეობა, რომლის შედეგადაც მეორეხარისხოვან როლზე დამამტკიცეს. ფილმი ეხებოდა უდაბნოში კომეტის ჩამოვარდნას, რის შემდეგაც უძველესი ტომები იწყებდნენ მისთვის ბრძოლას, რადგან კომეტა მათთვის მაგიურ ძალებთან ასოცირდებოდა. ერთი წლის შემდეგ ფილმის სახელწოდება (მსახიობების თანხმობის გარეშე), მისი მთავარი ხაზები შეიცვალა და შედეგად ისლამის წინააღმდეგ მიმართული ფილმი მივიღეთ. პერსონაჟების სახელებიც კი შეცვალეს. პერსონაჟი, რომელთანაც სცენები მქონდა გადაღებული, ჯორჯი ერქვა და ის მუჰამედად იქცა.
ახლა თქვენი რჩევა მჭირდება. როგორ დავიბრუნო უკან ჩემი ხმა, როგორ ვაჩვენო მსოფლიოს რეალური ისტორია? მედიის წარმომადგენლები ჩემგან კომენტარების გაკეთებასა და ინტერვიუებს ითხოვენ, რომელსაც შემდეგ ცვლილებით და სხვადასხვა მანიპულაციებით მას ისე იყენებენ, როგორც სჭირდებათ. არ ვიცი, რა ვქნა. ძალიან მეშინია, ნილ!
 ფილმის გადაღებები მიმდინარეობდა 2011 წლის აგვისტოში, დუერტეში, კალიფორნიის შტატში, სტუდიაში, მწვანე ფონზე. პროექტი დაბალბიუჯეტიანი იყო, დამოუკიდებელი კინოსპეციფიკით. ფილმის გადაღებები უკვე დაწყებული იყო, მეორე დღეს კი მითხრეს, რომ ჰილარის როლზე ვარ დამტკიცებული. სცენარი ჩემთვის არ გამოუგზავნიათ. გადასაღებ მოედანზე რომ მივედი, იქ ამიხსნეს, თუ რა ხასიათის პერსონაჟზე იყო საუბარი. ეს არ გამკვირვებია, რადგან ასე მუშაობის გამოცდილება ადრეც მქონია.  მითამაშია ფილმში, რომლის სცენარიც უცხო ენაზე იყო დაწერილი და მხოლოდ ჩემს სცენებს მითარგმნიდნენ. მეგონა, რომ „უდაბნოს მებრძოლთან” დაკავშირებითაც იგივე ხდებოდა. ჩემს მოსაზრებას ისიც ამყარებდა, რომ სცენარის ავტორი, სემ ბასილი, უცხოენოვანია, ვიფიქრე, რომ მას სცენარი სხვა ენაზე ჰქონდა დაწერილი და მხოლოდ ფრაგმენტები იყო ინგლისურად ნათარგმნი. ფილმის გადაღებები, ბოლო წუთებში, მოარგეს ჩემს გრაფიკს, რადგან, იმ პერიოდისთვის სხვა პროექტებზეც ვმუშაობდი. ამის გამო ბევრი ცვლილება მოხდა და, ვიფიქრე, რომ, ან დაავიწყდათ, ან საჭიროდ არ ჩათვალეს სცენარის ჩვენება. ვიმეორებ, არ მიმიქცევია ამისთვის ყურადღება და არ ჩამითვლია რაიმე უცნაურობად, რადგან, ვიცოდი, რა როლიც მქონდა, ვიცოდი მისი ხასიათი და მთლიანად ფილმის ისტორიაც.
ჩემი გმირი, ჰილარი, ახალგაზრდა გოგოა, რომელიც მშობლებმა ტომის ბელადს, ჯორჯს მიჰყიდეს. ის მისი ყველაზე ახალგაზრდა საცოლეა. ფილმი ეხებოდა უძველეს ეგვიპტეში, უდაბნოში კომეტის ჩამოვარდნას და იმას, თუ როგორ იბრძოდა სხვადასხვა ტომი ამ „ზებუნებრივი თვისებების” მქონე საგნის ხელში ჩასაგდებად. ჯორჯი იყო ერთ-ერთი ტომის ლიდერი, რომელიც კომეტისთვის იბრძოდა. ერთი სიტყვით, ჩვეულებრივი, გამოგონილი სიუჟეტის სათავგადასავლო დრამა გადავიღეთ. არასდროს, მთელი გადაღებების პერიოდში, არავის, არ უხსენებია მუჰამედი ან ზოგადად რაიმე, რელიგიასთან დაკავშირებით. ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ არავინ მსახიობებიდან და, ზოგადად, ამერიკის მხრიდან, არ იცოდა იმის შესახებ, თუ რეალურად რა გეგმები ჰქონდათ „უდაბნოს მებრძოლთან” დაკავშირებით.
 გადასაღებ მოედანზე სიტუაცია იმდენად მეგობრული იყო, რამდენადაც ეს შესაძლებელია. ვიცოდით, რომ ვიღებდით ძალიან დაბალბიუჯეტიან სათავგადასავლო დრამას. რეჟისორ ალან რობერტს გეგმებიც კი ჰქონდა, რომ ამ მცირებიუჯეტიანი ფილმით ფულს იშოვიდა და „უდაბნოს მებრძოლის” უფრო კარგი ხარისხის ვერსიას გადაიღებდა (იგულისხმება, რომ გადაღებები ნამდვილ უდაბნოში განეხორციელებინათ და არა სტუდიაში მწვანე ფონზე).
 გადასაღებ მოედანზე ურთიერთობა მქონდა სემ ბასილთანაც. ეს იყო ძალიან ზრდილობიანი, პატივსაცემი, მშვიდი კაცი, რომელიც თვალყურს ადევნებდა, რომ გადაღებებს მშვიდობიანად ჩაევლო და ყველა კმაყოფილი ყოფილიყო. მან მითხრა, რომ ფილმის პრემიერა უახლოეს მომავალში შედგებოდა და მე საკმაო რაოდენობით მივიღებდი ბილეთებს ჩემი ოჯახის წევრებისა და მეგობრების დასაპატიჟებლად. ამის შემდეგ ფილმის პრემიერასთან დაკავშირებით არავითარი ინფორმაცია აღარ მიმიღია, მზა პროდუქტიც კი არ მინახავს, თუ, რა თქმა უნდა, იმ მოკლე ვერსიის გარდა, რომელიც ონლაინ რეჟიმში იდება ინტერნეტში, კიდევ არსებობს რაიმე სხვა ვერსია. ადამიანები მეკითხებიან, რა რეაქცია მქონდა მას შემდეგ, რაც ის ვნახე. შოკი! ორი საათის შემდეგ, რაც ყველაფერი გავარკვიე, ინტერვიუ მივეცი „ინსაიდ ედიშენს”, რომლის განმავლობაშიც ვერაფრით ვერ შევიკავე ცრემლები. განადგურებული ვარ!
ყველანი მოტყუებულები აღმოვჩნდით. მტკივნეული იყო იმის ყურება, თუ როგორ გამოიყენეს ჩვენი სახეები ასეთი მხეცური რამის შესაქმნელად, ჩვენ კი არაფერი ვიცოდით. საშინელებაა იმის ყურება, თუ როგორ კლავენ ფილმის გამო ხალხს და ამ ყველაფერში ჩვენ გვადანაშაულებენ, ადამიანებს, რომლებმაც არაფერი ვიცოდით... თავს საშინლად ვგრძნობ... არაფერი დამიშავებია, მაგრამ, თავს საშინლად ვგრძნობ...
 ცუდად ვარ იმიტომ, რომ ადამიანი ასეთ ბოროტებაზე ყოფილა წამსვლელი; ცუდად ვარ ტყუილის, უსამართლობის, სისასტიკის, ძალადობის, უდანაშაულო ხალხის სიკვდილის,  გამწარებული ადამიანების ტკივილის, ტყუილი ბრალდებების გამო. არ ვიცი, სხვა რა გავაკეთო, გარდა იმისა, რომ სიმართლე ვთქვა. არ ვაპირებ მიწისქვეშეთში დამალვას, არაფერი მაქვს დასამალი და, თუ ამ სამყაროში არ არის სიმართლის ადგილი, მაშინ, საერთოდ, სოცოცხლეც აღარ ღირს.
 მე საქართველოში გავიზარდე, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში. მინახავს ყველაფერი: გაფიცვები, პროტესტი, დემონსტრაციები, უსამართლობა, სისასტიკე, ძალადობა. იქ ვიყავი რუსეთ-საქართველოს ომის დროს, გამომიცდია რას ნიშნავს, მეძინოს ჩაცმულს, როდესაც ჩანთები ჩალაგებული გაქვს იმ შემთხვევისთვის, თუ ქალაქს დაბომბავენ. ქვეყანა დავტოვე იმიტომ რომ, ვიცოდი, იქ მსახიობისთვის მომავალი არ არსებობდა.
 რატომ მინდოდა მსახიობობა?! 13 წლის ვიყავი, როდესაც მოკლემეტრაჟიან ფილმში გადამიღეს. ამ როლით თამაშის ჯადოსნურ სამყაროში შევედი და სიგიჟემდე შემიყვარდა ეს საქმე. ხანგრძლივი მოგზაურობისა და ბრძოლის შემდეგ, რომ როგორმე შტატებში მოვხვედრილიყავი, მოვახერხე ქვეყნიდან დედაჩემთან ერთად წამოსვლა.
 ძალიან რთულია, მით უმეტეს, უცხო ქვეყნიდან ჩამოსული მსახიობისთვის, ამერიკაში კარიერის დაწყება. ბევრს ჰგონია, თუ აქ ხარ, შენთვის ყველა კარი ღიაა, მაგრამ, ასე არ არის. ძალიან რთულია პროფკავშირებში მოხვედრა, აგენტის აყვანა, აქცენტის მოშორება და როლების მიღება, თუ საკმარისი კავშირები არ გაქვს. ოთხი წლის განმავლობაში ვიბრძოდი იმისთვის, რომ ნელ-ნელა წინ წავსულიყავი და ვნებდებოდი ამ რთულ სიტუაციებს. ძალიან აღელვებული ვიყავი, როდესაც ერთი წლის წინ დამოუკიდებელ კინოპროექტში, „უდაბნოს მებრძოლში”, მეორეხარისხოვანი როლი მივიღე.
 რამდენიმე თვის წინ დავასრულე სცენარზე მუშაობა, რომელსაც მამაჩემთან ერთად ვწერდი. ის მსოფლიოში მშვიდობას ეხება და მისი წერის დროს ერთი რამ გავიგე: აუცილებელია შენს მტერზე ზრუნვა და მისთვის მიტევება. მაშინ კიდევ ერთხელ მივხვდი, რა დიდი მნიშვნელობა აქვს თითოეულ როლს, რომელთა შესრულების დროსაც სამყაროს აჩვენებ სხვადასხვა ტიპის ადამიანს, ისეთებს როგორიც რეალურად არსებობენ. როცა მათ უყურებ,  მათ გაგებას იწყებ. ამ გზით კი ნელ-ნელა მათ მიღებასაც ახერხებ, სწორედ ამ მიღებით ერთიანდებიან და უახლოვდებიან ადამიანები ერთმანეთს, სწავლობენ ერთმანეთის სიყვარულსა და დახმარებას.
 ერთი კვირის წინ სულ სხვა ფიქრები მქონდა. ახლა კი ვხვდები, რომ დედამიწის სხეულის უჯრედებში ვცხოვრობთ. რატომ არ შეიძლება, იმის ნაცვლად, რომ დავხოცოთ და გავანადგუროთ ერთმანეთი, ერთმანეთის გვერდით ვიდგეთ და ერთად ვიმუშაოთ?! თუ უჯრედები ერთმანეთს კლავენ, სხეული კვდება. ვიმედოვნებ, რომ მხოლოდ სიმართლის თქმით და მშვიდობის მხარდაჭერით  გადავარჩენთ დედამიწას გარდაცვალებისგან... ოდესმე.
მინდა, თანაგრძნობა გამოვუცხადო ყველა იმ დაღუპული ადამიანის ოჯახებსა და მეგობრებს. ვფიქრობ, ეს ბოროტების მახე იყო; მათ სურთ, რომ მაქსიმალურად დაგვაშორონ ჩვენს ადამიანურობას. ამიტომ, ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო მეტად უნდა გავძლიერდეთ და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ძალადობა არსად მიგვიყვანს და, ვერ შეძლებს, სამყარო უკეთესი გახადოს. ურთიერთგაგება და სიყვარული – მხოლოდ ეს გადაგვარჩენს“.

скачать dle 11.3