კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გამონაყარი ენდოკრინული პრობლემების ნიშანია


სახის თითოეული ნაწილი ორგანიზმის გარკვეულ ორგანოს უკავშირდება, კერძოდ: სახის ქვედა ნაწილში გამონაყარი ენდოკრინული პრობლემების ნიშანია; ასევე, შესაძლოა, საკვერცხეების დაავადებითაც იყოს გამოწვეული. ასეთი დარღვევები ამ ორგანოების დაძაბვაზე მეტყველებს.
თუ გამონაყარი შუბლზე, ცხვირზე ან ზედა ტუჩზე გამოგდით ხშირად, ეს ნაწლავების დაავადების ბრალია. ამიტომ, თუ ნაწლავის პრობლემებს დროულად მიხედავთ, გამონაყარიც გაქრება.
თვალის უპეების შესიება საშარდე ბუშტის ანთებას მოასწავებს. თვალების ქვემოთ შავი რგოლები – ღვიძლის პრობლემების ბრალია, ხოლო ქვედა ქუთუთოებთან მოლურჯო შეფერილობის რგოლები – თირკმელების დაავადების ნიშანი.
სხეულზე გამონაყარიც გარკვეულ ინფორმაციას გვაწვდის: ზურგის ზედა ნაწილში გამონაყარი მიანიშნებს, რომ წესრიგში არ არის ლიმფური ქსოვილები; გამონაყარი ზურგის შუა ნაწილში კი ღვიძლის ფუნქციის დარღვევაზე მეტყველებს. ღამის განმავლობაში ღვიძლი აქტიურად მუშაობს. ამ ორგანოს მთავარი მიზანი ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნაა. სწორედ ეს ტოქსინები ხდება გამონაყარისა და სახის ფერის ცვლილების მიზეზი, ამიტომ, ყურადღება მიაქციეთ ძილის ხარისხსა და სწორ კვებას.
დილით მინერალური წყლის დალევა კი, უბრალოდ, აუცილებელია.

როგორ უნდა მოიქცეთ საკვებით და წყლით მოწამვლის დროს
წყლითა და საკვებით ინტოქსიკაცია მწვავე დაავადებაა, რაც ვლინდება გულისრევით, ფაღარათით ან ნევროლოგიური სიმპტომებით. ბაქტერიული კვებითი ინტოქსიკაციის ყველაზე ხშირი გამომწვევია ოქროსფერი სტაფილოკოკებით საკვების დაბინძურება, ასევე, დაბინძურება სალმონელათი, ბაციდუს ცერეუსით, კლოსტრიდიუმ პერფრინგენსით. მაგალითად, საკვები სტაფილოკოკით მაშინ ბინძურდება, თუ მისი მომზადების ან შენახვის წესი დარღვეულია. განსაკუთრებით ეს ეხება. საკონდიტრო ნაწარმს, რომელიც ოთახის ტემპერატურაზე რამდენიმე საათით ინახება. ასეთ შემთხვევაში, ამ პროდუქტში სტაფილოკოკის გამრავლებისთვის კარგი პირობები იქმნება და ხდება ენტეროტოქსინის წარმოქმნა. სწორედ ეს არის ის ტოქსინი, რომელიც დაავადების განვითარებას იწვევს.
სტაფილოკოკური დაავადების დროს, პირველი 5-6 საათის განმავლობაში იწყება გულისრევა, მუცლის ტკივილი, ფაღარათი, ხანდახან შოკიც კი. ამ დროს ტემპერატურა ოდნავ მომატებულია. ადამიანი თავს ცუდად გრძნობს.
სალმონელა ადამიანის ორგანიზმში საკვებით ხვდება, განსაკუთრებით – კვერცხიდან, ხორციდან და ისეთი პროდუქტებიდან, რომლებიც სათანადოდ არ არის თერმულად დამუშავებული. ასეთ შემთხვევაში, ხდება მასობრივი ინფიცირება.
სალმონელათი დაბინძურებული საკვებით ინტოქსიკაცია უფრო ხშირად ბავშვებში ფიქსირდება. იწყება ღებინება, ტემპერატურის მკვეთრი მატება, საერთო სისუსტე, თავისა და მუცლის ტკივილი, კანის გამოშრობა, მუცლის შებერვა. ასევე, აღინიშნება ფაღარათი, განავალი კი თხელი, ლორწოვანი და ქაფისებურია. ამ დროს ავადმყოფს კიდურები უცივდება, ხშირია გონების დაკარგვა და კრუნჩხვაში ჩავარდნა. ეს სიმპტომები ვითარდება საკვების მიღებიდან 6-46 საათის განმავლობაში.
კლოსტრიდიუმ პერფრინგენსი ფართოდაა გავრცელებული წყალში, ნიადაგში, ადამიანისა და ცხოველის განავალში. სპორები ძალიან ადვილად მრავლდება და ინტენსიურად აბინძურებს საკვებ პროდუქტებს. ეს დაავადება ძირითადად ზაფხულში იჩენს თავს.
კლოსტრიდიებით გამოწვეული მოწამვლა იწყება საკვების მიღებიდან 6-დან 12 საათის განმავლობაში. იმატებს ტემპერატურა, აღინიშნება ფაღარათი, ღებინება, მუცლის შეტევითი ხასიათის ტკივილი.
საკვებით ინტოქსიკაციის დროს უნდა მიიღოთ, რაც შეიძლება ბევრი სითხე ან გაიკეთოთ გადასხმა. ამით აინაზღაურებთ სითხის დანაკლისს. ზოგიერთ შემთხვევაში კი, საჭირო ხდება ანტიბიოტიკების მიღება. ამ მხრივ, პროფილაქტიკას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. უბრალოდ, აუცილებლად უნდა დაიცვათ ზაფხულში საკვების შენახვისა და მომზადების სანიტარული და ჰიგიენური პირობები. მოწამლული ადამიანი კი სრულ იზოლაციაში უნდა იყოს.

საკვები დაავადებების მიხედვით შეარჩიეთ
აუცილებელია, ადამიანმა დიეტა დაავადებების მიხედვით შეარჩიოს. მაგალითად:
რძის დიეტა ენიშნებათ ავადმყოფებს, რომლებსაც დაავადებული აქვთ გული, სისხლის მიმოქცევა დარღვეული აქვთ, ასევე, აწუხებთ სიმსუქნე ან ღვიძლის, სანაღვლე გზების, ჰიპერტონიული დაავადებები. დიეტის ხანგრძლივობა ერთი კვირაა და შეიცავს 1,5 ლიტრამდე რძესა და მაწონს, რომელიც 5-6-ჯერ უნდა დალიოთ დღის განმავლობაში თანაბარი რაოდენობით. შეგიძლიათ, დაუმატოთ ხაჭო. დიეტა შეიცავს 30-45 გრამ ცილას, 36-42 გრამ ცხიმს, 50-70 გრამ ნახშირწყლებს, რაც მთლიანობაში 650-990 კალორიას შეადგენს.
ხაჭოს დიეტა ენიშნებათ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადების, ქრონიკული ნეფრიტისა და შეშუპების დროს. ხანგრძლივობა 2 დღეა. დიეტა შეიცავს 500 გრამ ხაჭოსა და 150 გრამ თაფლს. ხაჭო თანაბარი რაოდენობით მიიღეთ 5-ჯერ დღეში. დიეტა შეიცავს 75 გრამ ცილას, 76 გრამ ცხიმს, 55 გრამ ნახშირწყლებს, რაც მთლიანობაში 620 კალორიას შეადგენს.
ვაშლის დიეტა ინიშნება 1 ან 2 დღის განმავლობაში. 2 კილოგრამი ვაშლი თანაბრად გაინაწილეთ და მიიღეთ 6-ჯერ, დაახლოებით, 3 საათში ერთხელ. ეს დიეტა შეიცავს 3-4 გრამ ცილას, 100 გრამ ნახშირწყლებს, რაც შეადგენს 420-670 კალორიას. ასეთი დიეტა, ფაქტობრივად, განტვირთავს ორგანიზმს და გამოიყენება ჭარბი წონის, ჰიპერტონიული დაავადებების, ათეროსკლეროზის, ნეფრიტისა და სისხლის მიმოქცევის მოშლის შემთხვევაში.
სტაფილოს დიეტა ენიშნებათ ავადმყოფებს მწვავე და ქრონიკული ნეფრიტის, ღვიძლისა და სანაღვლე გზების დაავადებების, რევმატული პოლიართრიტის, ჭარბი წონის, ათეროსკლეროზის, ჰიპერტონიული დაავადებების დროს. დიეტა 2-დღიანია. ის შეიცავს 1,5 კილოგრამ სტაფილოსა და 50 გრამ შაქარს. გახეხეთ სტაფილო, აურიეთ მასში შაქარი და თითო მიღებაზე მიირთვით 200 გრამი. ეს დიეტა შეიცავს 12-15 გრამ ცილას, 130-170 გრამ ნახშირწყალს, რაც საშუალოდ იძლევა 700-800 კალორიას.
ჩაის დიეტა ინიშნება 1-2 დღით. დღის განმავლობაში უნდა მიიღოთ 7-8 ჭიქა ჩაი. თითო ჭიქა შეიცავს 11-15 გრამ შაქარს. ენიშნებათ ავადმყოფებს მწვავე ენტეროკოლიტის, გასტრიტისა და სეკრეციული უკმარისობის დროს.

უძილობის დაძლევაში თავშავას ნაყენი დაგეხმარებათ
თავშავას პრეპარატებს აქვს ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო, ჭრილობების შემახორცებელი, ტკივილგამაყუჩებელი, დამამშვიდებელი, ამოსახველებელი, შარდმდენი, ოფლმდენი, საჭმლის მომნელებელი, წნევის დამწევი და კრუნჩხვების საწინააღმდეგო ეფექტი.
შეკრულობის, კუჭის სპაზმის ან უმადობის დროს, ორ ჩაის კოვზ გამხმარ, დაქუცმაცებულ ნედლეულს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა ადუღებული წყალი. ნახევარი საათით თავდახურულ ჭურჭელში გააჩერეთ და შემდეგ გადაწურეთ. მიიღეთ მეოთხედი ჭიქა თბილი ნაყენი დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
სისხლძარღვების სპაზმის ან თავის ტკივილის დროს, ოთხ სუფრის კოვზ ნედლეულს დაასხით ერთი ლიტრი ადუღებული წყალი, ერთი საათის განმავლობაში თავდახურული გააჩერეთ, შემდეგ გადაწურეთ და ამ ნაყენით დაიბანეთ თავი და სახე. თავი თბილად შეიხვიეთ და ჩაწექით ლოგინში.
ნევროზისა და უძილობის დროს, ერთ სუფრის კოვზ ნედლეულს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა ადუღებული წყალი. დააყენეთ ერთი საათით, გადაწურეთ. მიიღეთ სამი სუფრის კოვზი ნაყენი, დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, ერთი თვის განმავლობაში.
ხველების ან გრიპის დროს, ორ ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ თავშავას დაასხით ნახევარი ლიტრი ადუღებული წყალი. გააჩერეთ ერთი საათით თავდახურულ ჭურჭელში. გადაწურეთ და დალიეთ ნახევარი ჭიქა თბილი ნაყენი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. მიიღეთ გამოჯანმრთელებამდე.

ხორბალი საჭმლის მომნელებელ ტრაქტს წმენდს და ორგანიზმს აძლიერებს
არსებობს ხორბლის მარცვლებით, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გამწმენდი უებარი მეთოდი. კერძოდ, ერთი კვირის განმავლობაში ჭამეთ მხოლოდ მოხარშული ხორბალი. შეგიძლიათ, მიაყოლოთ უმი ბოსტნეული, ხილი და ნიგოზი. ამ დროს არ ჭამოთ ცხიმიანი, შაქრიანი საჭმელები, ასევე, ტკბილეული, ალკოჰოლი, ყავა, ჩაი, ხილის წვენი, გაზიანი სასმელები და ლუდიც გამორიცხეთ. მოხარშულ ხორბალს ნურც მარილს დაამატებთ.
ხორბალი შეიცავს დიდი რაოდენობით B ვიტამინს. მოხარშული ხორბლის მიღებისას, ორგანიზმში ხვდება ვიტამინების დიდი რაოდენობა, რაც დადებით გავლენას ახდენს არა მარტო ნერვულ სისტემაზე, არამედ კანზეც. ხარშვის დროს, არ იკარგება B ჯგუფის ვიტამინები. მისი მიღებისას კანი იწმინდება და ინარჩუნებს ჯანსაღ ელფერს. ასევე, უმჯობესდება თმის ხარისხი.
ხორბლის მარცვალი წმენდს ნაწლავების ლორწოვანას და აუმჯობესებს მის პერისტალტიკას. გაწმენდილი ნაწლავები უფრო იოლად იწოვს საჭირო საკვებ ნივთიერებებს და არ იძლევა ნაწლავებში ლპობის პროცესის განვითარების საშუალებას.
უმი ბოსტნეული და ხილი უზრუნველყოფს C ვიტამინის საჭირო რაოდენობას. რადგან ამ დროს მთელი კვირის განმავლობაში, რაციონში გამოირიცხება მძიმე, გამაღიზიანებელი საჭმელი და მარილი, ორგანიზმის მთელი გამწმენდი სისტემა, კერძოდ, ღვიძლი, თირკმელები, ფილტვები და კანი, ასწრებს დასვენებასა და ძალების აღდგენას. ეს კი კუჭ-ნაწლავის ნორმალურ ფუნქციონირებას უწყობს ხელს.
გაარჩიეთ ხორბალი, გარეცხეთ და დაახლოებით 5-6 საათით ჩაალბეთ წყალში. შემდეგ დადგით ცეცხლზე და ხარშეთ დარბილებამდე. ამის შემდეგ, გაწურეთ, დაამატეთ ცოტა თაფლი და ნიგოზი, ასევე, ცოტა ქიშმიში და შეფუთეთ ცოტა ხნით. გემოვნების მიხედვით, შეგიძლიათ, დაუმატოთ გახეხილი ხილი ან ბოსტნეული. მიიღეთ დღეში 3-ჯერ.
შეგიძლიათ, ასევე, მიიღოთ მოცხარის, ჟოლოს, მარწყვის ან პიტნის ფოთლების ნაყენი და მინერალური წყალი.
ამ გამწმენდი კურსის შემდეგ, რამდენიმე დღე მოერიდეთ მძიმედ მოსანელებელი საჭმლის მიღებას. მიირთვით მსუბუქი, მცენარეული ან რძის ნაწარმი, ხოლო შემდეგ თანდათან, ნელ-ნელა მიიღეთ სხვა საკვები პროდუქტებიც.

წიწიბურა პოტენციას ამაღლებს
წიწიბურა ძალიან სასარგებლო საკვებია. მას ადამიანის ორგანიზმიდან გამოაქვს რადიონუკლიდები, ზრდის კუნთების ძალასა და ამტანობას, ამაღლებს პოტენციას, აძლიერებს სისხლძარღვებსა და ნერვულ სისტემას, ეხმარება ნივთიერებათა ცვლას, ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის განკურნებას.
წიწიბურასგან მომზადებული „კისელი“ დაგეხმარებათ სისხლძარღვებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში. ის აქვეითებს ქოლესტერინის დონეს და არეგულირებს წნევას.
მკურნალობისთვის საჭიროა დღეში ორჯერ – დილით და საღამოს, მიირთვათ 100 გრამი წიწიბურას „კისელი“, რომელიც ასეთი წესით უნდა მოამზადოთ:
3 სადილის კოვზი დაფქული წიწიბურა გახსენით 1 ჩაის ჭიქა ცივ წყალში. ცალკე ჭურჭელში აადუღეთ 1 ლიტრი წყალი და ნელ-ნელა ჩაასხით შიგ გამზადებული მასა. ადუღეთ 10 წუთის განმავლობაში და თან ურიეთ. შეგიძლიათ, მას ცოტა ნატურალური თაფლი და ნიგოზიც დაამატოთ გემოვნების მიხედვით.

скачать dle 11.3