კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა:  2 თვის განმავლობაში სხეულზე პატარა (0,5 სანტიმეტრი) წითელი ხალებივით წარმონაქმნები გამიჩნდა (სულ 9 ცალი). ზოგი დიდდება და, რაც მთავარია, მრავლდება. რა შეიძლება იყოს ეს და ვის მივმართო?
პასუხი: ასეთი სისხლძარღვოვანი წარმონაქმნები ბევრ ადამიანს უჩნდება. უფრო ხშირად ეს მემკვიდრეობითი მიდრეკილებაა და სისხლძარღვების კედლების სისუსტესთან არის დაკავშირებული. მაგრამ, მსგავსი პრობლემები ზოგჯერ ღვიძლის დაავადებების დროსაც გვხვდება. ამიტომ, უნდა მიმართოთ თერაპევტსა და დერმატოლოგს. თუ პრობლემა ღვიძლთან არ არის დაკავშირებული, წარმონაქმნები ადვილი მოსაშორებელია ლაზერის დახმარებით.
კითხვა: ორი კვირის წინ დამკაწრა აუცრელმა კნუტმა. კნუტი კარგად არის, მაგრამ მე ძალიან მეშინია ცოფი არ დამემართოს. აცრა ხომ არ გავიკეთო?
პასუხი: კნუტი ცოფიანი რომ ყოფილიყო, მაქსიმუმ 10-12 დღეში მოკვდებოდა. ვინაიდან კნუტი ჯანმრთელია, აცრის აუცილებლობა არ არსებობს.
კითხვა: ფაღარათის დროს შაქრიანი წყლის დალევას თუ აქვს  აზრი?
პასუხი: ხშირად,  მწვავე დიარეის დროს, საკმარისია ორგანიზმის წყალმარილოვანი ბალანსის შენარჩუნება, რისთვისაც საჭიროა ცოტაოდენი მარილიანი და შაქრიანი სითხის ხშირი მიღება. ამავე მიზნით ეძლევა ავადმყოფს რეჰიდრონი.
კითხვა: ვარ 30 წლის ქალი. რაც დრო გადის, ბარძაყებზე უფრო მეტად მეტყობა კაპილარები, მაწუხებს სისხლძარღვები. როგორ იმოქმედებს ფიზიკური ვარჯიში ჩემს შემთხვევაში?
პასუხი:  ფეხის კუნთების რეგულარული დინამიკური დატვირთვა (სიარული ფეხით და ველოსიპედით, სირბილი, ცურვა) + კომპრესიული ტრიკოტაჟი (სპეციალური წინდები, კოლგოტები) ვარიკოზული დაავადების საუკეთესო პროფილაქტიკაა.
კითხვა: რას ნიშნავს მშრალი და სველი ხველა?
პასუხი: პროდუქტიულობის (ნახველის გამოყოფის) თვალსაზრისით, ხველა შეიძლება იყოს მშრალი და სველი (ნახველიანი). მშრალი ხველა ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსების ანთების საწყის სტადიაში წარმოიშობა; სველი ხველა მთავრდება ნახველის გამოყოფით, რაც ავადმყოფს შვებას ჰგვრის.
კითხვა: სანდოა თუ არა სწრაფი ტესტი შიდსის დიაგნოსტიკისთვის?
პასუხი: აივ-ინფექციის ექსპრეს დიაგნოსტიკის მიზნით გამოიყენება სპეციალური ტესტები, რომლებიც საკმაოდ მცირე დროში ავლენენ სისხლში აივ-1 და აივ-2 ტიპის ვირუსების ანტისხეულებს. ტესტის პასუხი სანდოა და ცრუ შედეგები თითქმის გამორიცხულია.
კითხვა: იცის თუ არა ტკივილი ქრონიკულმა ბრონქიტმა?
პასუხი: ქრონიკული ბრონქიტის გამწვავების მეორე-მესამე დღეს, ხახის, ხორხისა და მკერდის უკან აღმოცენდება უსიამოვნო შეგრძნება, რომელიც ხველების დროს ძლიერდება. გახანგრძლივებული ხველა იწვევს ნეკნთაშუა კუნთების, მუცლის ზედა ნაწილის კუნთებისა და ფერდების ტკივილს.
კითხვა: ერთი თვის წინ, ლოყის მოქავების შემდეგ იმ ადგილას პატარა წყლულები გამიჩნდა 15-მილიმეტრიანი კერა ოდნავ მუქია ჯანსაღ კანთან შედარებით. როგორ მოვიქცე?
პასუხი: ასეთი სურათი შეიძლება იყოს პიოდერმიის (კანის ბაქტერიული ინფექცია), დერმატომიკოზის (სოკოვანი ინფექცია), ეგზემის (კანის დაავადება) და კიდევ რამდენიმე დაავადების დროს. დერმატოლოგმა უნდა დაათვალიეროს კერა, საჭიროების შემთხვევაში აიღოს ანაფხეკი (შესაძლოა, სისხლის ანალიზიც) და მხოლოდ ამის შემდეგ დაგინიშნოთ შესაბამისი მკურნალობა.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

скачать dle 11.3