სექსუალური აკრძალვები „ნაპოლიში”
იტალიური „ნაპოლის” სამედიცინო შტაბმა, ფეხბურთელების ტრავმების მიღებისგან დასაცავად, ორიგინალური გადაწყვეტილება მიიღო: კუნთოვანი მასის დაზიანების პრევენციის მიზნით თამაშამდე ორი დღით ადრე, ფეხბურთელებს აეკრძალათ სექსუალური ურთიერთობები. „ორი დღით სექსისგან თავის შეკავება დადებითად იმოქმედებს ფეხბურთელებზე და ისინი დაცულები იქნებიან კუნთების დაზიანებისგან,” – ასეთია „ნაპოლის” სამედიცინო შტაბის უფროსის, ალფონსო დე ნიკოლას მოსაზრება, რომელიც „მილანის” პრაქტიკის გაზიარებას გეგმავს. ცნობილი ფაქტია, რომ „მილანის” ლეგიონერმა, კევინ-პრინც ბოატენგმა, კუნთის დაზიანება სექსის დროს მიიღო და სწორედ ამის შემდეგ დაინტერესდნენ ფეხბურთელების ინტიმური ცხოვრებით „მილანის” ექიმები.