გიგზი – „გინესის” ოთხგზის რეკორდსმენი
„მანჩესტერ იუნაიტედის” უელსელი გარემარბი, ლეგენდარული რაიან გიგზი, გინესის რეკორდების წიგნის 2013 წლის გამოცემაში ოთხგზის რეკორდსმენის სახელით შევიდა. რაიან გიგზი პირველი და ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც, ინგლისის „პრემიერლიგის“ არსებობის ისტორიაში, დაარსებიდან (1992 წლიდან) 2012 წლის სეზონის დაწყებამდე, უკლებლივ ყველა სეზონში უთამაშია; ასევე, ის არის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც აბსოლუტურად ყველა სეზონში აქვს გატანილი გოლი. გიგზის ანგარიშზე ყველაზე მეტი მატჩია „პრემიერლიგაში“ (599) და, გარდა ამისა, იგი ფლობს „პრემიერლიგის“ გამარჯვებულისთვის დაწესებულ ყველაზე მეტ ოქროს მედალს.