კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: გთხოვთ, მიპასუხოთ, შეიძლება თუ არა, დილით, პირდაუბანელმა გადავიწერო პირჯვარი?
პასუხი: ყოველი ქრისტიანი ვალდებულია, დილით, გაღვიძებისთანავე, პირჯვარი გადაიწეროს და მადლობა შესწიროს უფალს, რომ კიდევ ერთი დილა გაუთენა მშვიდობით. ასე რომ, ნუ მიაქცევთ ასეთ დეტალებს ყურადღებას, მთავარია, გულწრფელად გადაიწეროთ პირჯვარი.
კითხვა: კომუნისტების დროს ნათლობის რიტუალის აღსრულებისას, ბავშვს ჰყავდა ერთი ნათლია და ერთი განმბანავი, ახლა კი ჰყავთ 5-6 ნათლია და არც ერთი განმბანავი. რომელია სწორი?
პასუხი: წინათ, ნათლობის რიტუალის აღსრულებისას, მოძღვარი არ წმენდდა ბავშვს მირონს და ეს ფუნქცია ეკისრებოდა ადამიანს, რომელსაც „განმბანავს“ ეძახდნენ. ეს ხდებოდა ნათლობიდან რამდენიმე დღეში და აქედან მოდიოდა ტრადიციაც, რომ ახალმონათლული ბავშვისთვის არ შეიძლებოდა კოცნა, სანამ მირონს არ მოწმენდდნენ. ახლა მირონის მოწმენდა ხდება ნათლობის დროს, მღვდლის მიერ და, ამიტომ, განმბანავი აღარ არის საჭირო. რაც შეეხება ნათლიების რაოდენობას, შესაძლებელია, ადამიანს ჰყავდეს რამდენიმე ნათლია, მთავარია, მათ თავიანთი ფუნქცია შეასრულონ და იზრუნონ ნათლულის სულიერ აღზრდაზე.
კითხვა: შეიძლება თუ არა სისხლით ნათესავი ავირჩიოთ ნათლიად?
პასუხი: ეკლესიურად ასეთი საქციელი აკრძალული არ არის, მაგრამ, საგულისხმოა, რომ საქართველოში ნათესავს ნათლიად არ ირჩევდნენ, რადგან, ხორციელი ნათესაობა უთანაბრდება სულიერს და ნათლიად ისეთ სასურველ ადამიანს ირჩევდნენ, ვისთანაც დანათესავება სურდათ.
კითხვა: შეიძლება თუ არა, მორწმუნემ თვითონ აკურთხოს საკუთარი ბინა ლოცვების წაკითხვითა და ნაკურთხი წყლის პკურებით?
პასუხი: ბინის კურთხევა მხოლოდ და მხოლოდ მღვდელმსახურის მეოხებით არის შესაძლებელი.

скачать dle 11.3