სპერმა: კრემი კანისთვის, საკვები დამატება, ანტიდეპრესანტი...
მამაკაცის სათესლე სითხე ნამდვილად არ ემსახურება მარტო ბავშვის ჩასახვას, – ამტკიცებენ სხვადასხვა დარგის სპეციალისტები. ავტორები ასახელებენ სპერმის რვა სასარგებლო თვისებას, რის შესახებაც პროგრესულ კაცობრიობას წარმოდგენაც არ აქვთ.
მაგალითისთვის: სათესლე სითხე შეიცავს ნივთიერება ანტიოქსიდანტს – სპერმიცინს, რომელიც ეფექტურად აქრობს ნაოჭებს, არბილებს კანს და აქტიურად გვაშორებს ფერისმჭამელებს. ნორვეგიაში უკვე კარგა ხანია, უშვებენ სპერმის საფუძველზე დამზადებულ სპეციალურ კრემს სახისთვის.
მზარეული ფოტი ფოტენჰაუზერი, რომელმაც დაწერა წიგნი „ბუნებრივი მოსავალი“, ძალზე აფასებს სპერმას მისი გემოს გამო – „რთული, დინამიკური გემო“, „საკვირველი ტექსტურა“... – ამტკიცებს იგი. მის მიერ გამოქვეყნებულ ყველა რეცეპტში ინგრედიენტებს შორის აუცილებლად მონაწილეობს სპერმა.
გერმანელმა მარტინ ფონ ოსტროვსკიმ თავისი საკუთარი სპერმით სურათების მთელი ციკლი დახატა. უეჭველია, მას შეეძლო, გამოცდილება კოლეგისთვის – ტიმ პეტჩისთვისაც გაეზიარებინა, რომელიც სურათებს, ფუნჯის ნაცვლად, საკუთარი პენისის გამოყენებით ხატავს.
სპერმის კიდევ ერთი გასაოცარი თვისება აღმოაჩინეს ბრიტანელმა მზვერავებმა პირველი მსოფლიო ომის წლებში: თურმე, შეიძლება, სათესლე სითხე უჩინარი მელნის მაგივრად გამოვიყენოთ, ანდა – როგორც ქალის ანტიდეპრესანტი. სპერმაში შედის კორტიზოლი, მელატონინი და სეროტონინი – ნივთიერებები, რომლებიც ეხმარება ქალებს დეპრესიის დაძლევაში. სწავლულები მიუთითებენ იმაზე, რომ საუკეთესო ეფექტი ვაგინალური კონტაქტის დროს მიიღება.
კანადელმა მეცნიერებმა გამოარკვიეს, რომ სპერმით შეიძლება მართონ ოვულაცია – სწორედ ის აძლევს ქალის ტვინს ქიმიურ „სიგნალს“, რომლის საპასუხოდ, უჯრედები ათავისუფლებენ კვერცხუჯრედს.
ალბანეთის გორდონის უნივერსიტეტის თანამშრომელი გელაპი დარწმუნებულია – ბავშვის მამის სპერმა ცუდი გენეტიკური მასალის მოსაშორებელი თავისებური „ვაქცინაა“.
სპერმა ძალზე დიდი რაოდენობის ინფორმაციას ატარებს. ამერიკელმა მკვლევრებმა ჩაიწერეს 1,5 მილიგრამ დნმ-ზე ერთი პეტაბაიტი ინფორმაცია. აღმოჩნდა, რომ 1,5 მილიგრამი დნმ 1 კუბური მილიმეტრი სპერმის ეკვივალენტურია.