კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სამეფო კარის საჩოთირო ფოტოები

ბრიტანეთის სამეფო ოჯახი მორიგ სკანდალში გაეხვია. ფრანგულმა ჟურნალმა Clozer-მა ახალი გამოშვება დააანონსა, რომელშიც, როგორც ამტკიცებენ, კეიტ მიდლტონის – კემბრიჯის ჰერცოგინიას ექსკლუზიური ფოტოსურათები დაიბეჭდება. „ო, ღმერთო! ფოტოსურათები, რომლებიც შემოუფრენენ მთელ მსოფლიოს!.. ინგლისის მომავალი დედოფალი, როგორიც არასდროს გინახავთ და... მეტად ვერასოდეს ნახავთ!“ – გვამცნობს  ხმამაღალი სათაური. მკითხველს 12 ექსკლუზიური სურათი ელოდება.
სკანდალური ფოტოები, რომლებზეც ახალგაზრდა ქალი მზეზე, აუზთან ირუჯება, პრინც უილიამისა და მისი მეუღლის შვებულების დროს, დედოფლის ძმისშვილის, ლორდ ლაინლის საფრანგეთის ციხესიმაგრეში, პროვანსშია გადაღებული. გამომცემლები ამტკიცებენ, რომ ფოტოსურათების გამოსყიდვას თავიდანვე  შეეცადნენ ბრიტანეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, თუმცა, ასეთ საეჭვო გარიგებაზე მათ უარი განაცხადეს.
ფრანგულ ჟურნალში შესაძლო პუბლიკაციის შესახებ უილიამსა და კეიტს უკვე აცნობეს. მათ, თავის მხრივ, გაავრცელეს ოფიციალური განცხადება, რომელშიც აღნიშნეს, რომ „შეწუხებული არიან მათი კერძო ცხოვრების დარღვევის ფაქტით“. სამეფო ოჯახის მრჩევლებმა უკვე აღიარეს ამ პიკანტური ფოტოგრაფიების ნამდვილობა და ახლა იურისტებთან აქტიურად განიხილავენ მოვლენების განვითარების ყველა შესაძლო ვარიანტს. გამორიცხული არ არის, რომ ბრიტანეთის სამეფო სახლი შეეცდება საერთაშორისო აკრძალვა დაადოს მათ გავრცელებას, თუმცა, იმასაც ამბობენ, რომ ბუკინგემის სასახლე გამომცემლობას ფოტოსურათების გამოქვეყნების უფლებას მისცემს, რათა საზოგადოებამ თვითონ განსაჯოს ამ ქმედების ავი და კარგი, – ხაზი გაუსვეს სამეფო ოჯახის წარმომადგენლებმა.

скачать dle 11.3