კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: 8 თვის წინ‚ ჩემს ვაჟიშვილს‚ მისივე თხოვნით‚ ჩუქებით გავუფორმე 2-ოთახიანი ბინა. ის კი შემპირდა‚ რომ მეც და დედაჩემსაც მოგვხედავდა‚ მაგრამ‚ გაფორმებიდან რამდენიმე თვის შემდეგ უმადურობა გამოიჩინა,  თუმცა‚ არც მანამდე გამოირჩეოდა დიდი ყურადღებითა და მზრუნველობით. იყო ისეთი შემთხვევებიც‚ რომლის დაფიქსირების შემდეგაც მას ბინას ჩამოართმევდნენ‚ მაგრამ დედობრივმა გრძნობამ უკან დამახევინა და ამ შემთხვევებს არ გამოვეკიდე‚ რამაც უფრო გაათავხედა. ახლა მეუბნება‚ საკმაო დროა ჩუქებიდან გასული და თქვენ აღარაფერი გეკუთვნითო. ჩვენ პატარა ფართის ყიდვაც კი ვთხოვეთ‚ სადაც გადავიდოდით და აღარ შევაწუხებდით‚ მაგრამ ამაზეც უარი გვითხრა. შეიძლება თუ არა ჩუქების გაუქმება‚ ბინის დაბრუნება და რა არის ამისთვის საჭირო?
პასუხი:  განგიმარტავთ, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ. თუ ჩუქება გაუქმდება, მაშინ გაჩუქებული ქონება შეიძლება, გამოთხოვილ იქნეს მჩუქებლის მიერ. ჩუქება შეიძლება, გაუქმდეს ერთი წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მჩუქებელი შეიტყობს იმ გარემოების შესახებ, რომელიც მას ჩუქების გაუქმების უფლებას აძლევს. მოცემულ შემთხვევაში, თქვენ უფლება გაქვთ, გამოითხოვოთ და დაიბრუნოთ გაჩუქებული ქონება.
კითხვა: ვცხოვრობდი ერთ-ერთ რაიონში. ჩემი ეკონომიკური პირობების გაუარესების გამო‚ გავყიდე სახლი‚ რათა პურის ფული დამრჩენოდა და სანაცვლოდ, ნაკლებფასიანი სახლიც მეყიდა. მუშტარიც გამოჩნდა და წინასწარი გარიგების დროს „ბეს“ სახით‚ ხელწერილის ქვეშ‚ ავიღე 1500 ამერიკული დოლარი. ჩემი პირადობის მოწმობა და აღებული ათას ხუთასი დოლარი ჩემს რძალს გავატანე სალაროში შესატანად. იმის მაგივრად‚ რომ ჩემი პირადობის მოწმობა წარედგინა‚ ჩემს რძალს თავისი პირადობის მოწმობა წაუღია და ფული თავის სახელზე შეუტანია. საბუთები გავაფორმე თუ არა‚ ჩემსა და ჩემს რძალს შორის ფულის აღების საკითხი დადგა. მე ვუთხარი: ჩვენი სახლის ამბავი თითქმის ქვეყანამ გაიგო‚ ვაითუ ვინმემ გაგვძარცვოს და სულ მშრალზე დავრჩეთ‚ თანაც ქვეყანა ყალბი ფულით ვაჭრობს და ვაითუ შემოგვატყუოს. ამიტომ‚ ვისგანაც სამაგიერო სახლს ვიყიდით‚ მოვიყვანოთ და ჩვენ თვალწინ გადავცეთ თანხა, როგორც მოვრიგდებით-მეთქი. ახლა ვეძებთ შესასყიდ სახლს‚ მე – ცალკე‚ ჩემი რძალი – ცალკე. ჩემს რძალს უკვე შეუგულებია სახლი და ჩემ გარეშე მორიგებია. შემდეგ წასულა მათთან‚ ვისგანაც სახლის ღირებულება უნდა მიმეღო და ჩემ დაუკითხავად გამოურთმევია მთლიანი თანხა. მაინტერესებს‚ კანონის ფარგლებში შეეძლო თუ არა ჩემი სახლის მყიდველს‚ ჩემ გარეშე‚ ჩემ დაუკითხავად მიეცა სახლის ღირებულება ჩემი რძლისთვის. შეეძლო თუ არა კანონის ფარგლებში ჩემს რძალს ჩემ გარეშე აეღო ჩემი სახლის საფასური. როცა რძალს ვეკითხები‚ რამდენი გადაიხადე ახლად შეძენილ სახლში-მეთქი და ხელწერილს ვთხოვ‚ მიმალავს – დავკარგეო. თანაც‚ სახლის გამყიდვლისგან განსხვავებით‚ გადახდილ თანხად ორმაგ ციფრს ასახელებს.  ასეთ თაღლითობასა და მამაძაღლობას კისრულობს და თანაც, ხმასაც არ მცემს. მიდის სალაროში ჩუმად გამოაქვს ფული და სად მიაქვს‚ არ ვიცი. სახლი კი ნახევრად გასამართი გვაქვს‚ სახურავიდან წყალი ჩამოდის‚ კედლები დანგრეულია‚ ჭერი ლამის თავზე ჩამოგვენგრეს. კარი‚ ფანჯრები‚ ჭერი ყველა ოთახში გასამართია. ისიც კი არ ვიცი‚ რომელ სალაროში აქვს შეტანილი. გთხოვთ, დამაყენოთ სწორ გზაზე‚ რათა ჩემი სახლის ღირებულება ჩემს სახელზე გადმოვიტანო და დანგრეული სახლი გავარემონტო.
პასუხი: განგიმარტავთ, რომ მოცემულ შემთხვევაში, გასარკვევია და დასაკონკრეტებელი მთელი რიგი გარემოებები. კერძოდ, შეუძლებელია თქვენს სახელზე არსებული უძრავი ქონება, ამ შემთხვევაში საცხოვრებელი სახლი, ვინმეს გადაეფორმებინა თქვენი უშუალო მონაწილეობის გარეშე და თუ სახლი ისევ თქვენს სახელზე ირიცხება, შესაბამისად, არაფერი დაგიკარგავთ. ეს არის იმ მყიდველის პრობლემა, რომელმაც არასწორი მიმართულებით გადაიხადა თანხა. თუ თქვენ უკვე გადაუფორმეთ სახლი მყიდველს, მაგრამ თანხა რძალმა მიისაკუთრა, ამ შემთხვევაში, მისი მხრიდან ჩადენილია  დანაშაული, კერძოდ, საქმის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, მას შეიძლება, მიეცეს მითვისების ან თაღლითობის კვალიფიკაცია.
კითხვა: 1977 წლიდან ვმუშაობდი სახელმწიფო საწარმოში‚ რომელიც 1998 წელს გადაკეთდა სააქციო საზოგადოებად. მუშები გადაგვიყვანეს ხელშეკრულებით. 1980 წლიდან წარმოებასთან არსებულ საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდი. ვარ წარმოების აქციონერი. წარმოების ხელმძღვანელმა დაარღვია ხელშეკრულება‚ რომელიც ჩემს დასაქმებას ითვალისწინებდა და ამის გამო შემექმნა პრობლემები: გამათავისუფლა სამსახურიდან და გამომასახლა საერთო საცხოვრებლიდან. მას რომ არ დაერღვია ხელშეკრულება და  სამსახურიდან არ გამოვეშვი‚ მაშინ არც ბინიდან  გამომასახლებდნენ. რა კანონი ეკუთვნის მის დანაშაულს? გთხოვთ, მიპასუხოთ რა ხერხს მივმართო?
პასუხი: გაცნობებთ, რომ მხოლოდ კითხვაში მოცემული გარემოებებით სრულყოფილი პასუხის გაცემა შეუძლებელია. კერძოდ, პასუხისთვის აუცილებელია, ხელშეკრულების კონკრეტული პირობების ცოდნა. ამ შემთხვევაში, გირჩევთ, მიმართოთ კვალიფიციურ იურისტს, შემდეგ კი უკვე სასამართლოს, სადაც შეგიძლიათ, შეეცადოთ დაიცვათ და აღიდგინოთ თქვენი დარღვეული უფლება.
კითხვა:  მყავს  ოჯახი – პენსიონერი მეუღლე და ვაჟიშვილი, რომელიც ასევე დაოჯახებულია, ჰყავს ცოლ-შვილი, მაგრამ თვითონ არსად მუშაობს. ჩვენი ოჯახის საარსებო წყარო ძირითადად ჩემი და ჩემი მეუღლის პენსიაა. ჩემმა შვილმა ოჯახის კუთვნილი ძვირად ღირებული ნივთი თავის მეგობარს აჩუქა ქორწილში, თუმცა მეც და ჩემი მეუღლეც წინააღმდეგები ვიყავით. ამ ნივთის გაყიდვით შეგვეძლო ბავშვებისათვის ჩასაცმელი და საჭმელი მოგვემარაგებინა. გთხოვთ მაცნობოთ, კანონიერია თუ არა ჩემი შვილის საქციელი?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ პირს უფლება არა აქვს გააჩუქოს ქონება, თუ ქონების გაჩუქება საარსებო წყაროს უსპობს მჩუქებელს ან მის კმაყოფაზე მყოფ პირებს.
კითხვა: გთხოვთ მაცნობოთ, რა ფორმით ხდება საქორწინო ხელშეკრულების დადება?
პასუხი: გაცნობებთ, რომ  საქორწინო ხელშეკრულება იდება წერილობით და დასტურდება სანოტარო წესით.

скачать dle 11.3