კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რით ვაჭრობდა სკოლის პერიოდში გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და ვინ უწოდა მას „ჰიტლერი იუბკაში”

ვენესუელელმა დიქტატორმა უგო ჩავესმა მას „ჰიტლერი იუბკაში” უწოდა, დასავლეთში კი მას „ტევტონელი მარგარეტ ტეტჩერი“ შეარქვეს. საუბარია გერმანიის კანცლერზე, 56 წლის ანგელა მერკელზე, გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერსა და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ქალბატონზე. „თბილისელების” ამ ნომერში გთავაზობთ საინტერესო ფაქტების კრებულს მის შესახებ.

* 2012 წლის მაისში ანგელა მერკელს ხელფასი გაეზარდა. ეს იყო ხელფასის მატების პირველი შემთხვევა გერმანიის კანცლერისთვის უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში. გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მუშაობაში მერკელი წელიწადში 190 ათას ევროს იღებს, გარდა ამისა, იგი გახლავთ გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატი, რაშიც მას დამატებით უხდიან 100 ათას ევროს წელიწადში. ამასთან, მერკელს სამსახურებრივი ხარჯები უნაზღაურდება და იგი არ იხდის საპენსიო დაზღვევას, როგორც გერმანელი ჩინოვნიკების უმეტესობა. საგულისხმოა, რომ გერმანიაში მოღვაწე ტოპ-მენეჯერებს, წარმატებულ ექიმებს, ფეხბურთელებსა და ავტომრბოლელებს კანცლერზე მეტი შემოსავალი აქვთ. გერმანიის პრეზიდენტსაც კი, რომელსაც, კონსტიტუციის თანახმად, მხოლოდ წარმომადგენლობითი ფუნქცია აქვს, კანცლერზე დიდი ხელფასი აქვს – მთელი 11 პროცენტით მეტი. გარდა ამისა, პრეზიდენტი ბერლინში მდებარე ფეშენებელურ რეზიდენციაში – „ბელევუეს” სასახლეში ცხოვრობს, მერკელი კი, გერმანული საზომებით არცთუ მდიდარ მოქალაქედ ითვლება.
* ანგელა მერკელი  ბერლინის ცენტრში, საკუთარ ბინაში ცხოვრობს. მერკელის ბინის წინ ცნობილი პერგამონის მუზეუმი მდებარეობს, რომლის სახურავზე არსებული ვიდეოკამერის ობიექტივში კანცლერის ბინა მთლიანად ჩანდა და ამ ფაქტის გამო გერმანიაში რამდენიმე წლის წინ სკანდალი აგორდა. მერკელის სახლი მრავალბინიანია და თავად კანცლერი მეოთხე სართულზე ცხოვრობს. ცნობისთვის, მერკელის წინამორბედი, გერჰარდ შროდერი, ფედერალური მთავრობის ხარჯზე, 200 კვადრატული მეტრი ფართობის სამსახურებრივ ბინაში ცხოვრობდა, მერკელმა კი მეუღლესთან, პროფესორ იოაჰიმ ზაუერთან ერთად, საკუთარ ბინაში ცხოვრება ამჯობინა. საინტერესოა, რომ 2009 წლის 25 აპრილს მერკელის სახლთან ახლოს, სარდაფში, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი საბჭოური ჭურვი აღმოაჩინეს  და კანცლერს პოლიციელები სახლში არ უშვებდნენ აფეთქების საშიშროების გამო.
* თავისუფალ დროს ანგელა მერკელს მთაში უყვარს ყოფნა, ტიროლში მას საყვარელი სასტუმრო ეგულება, სადაც ის საკუთარი ხარჯით ისვენებს. გარდა ამისა, კანცლერს აქვს აგარაკი ბერლინთან ახლოს, ბონში ყოფნის პერიოდში კი ანგელა მერკელი ასევე საკუთარ ბინაში ჩერდება (ბინა ოთახნახევრიანია).
* ტანსაცმელს გერმანიის კანცლერი საკუთარი ხარჯებით იძენს. ანგელა მერკელს იშვიათად აცვია კაბები ან ქვედაბოლოები, უპირატესობას ის მკაცრ, მამაკაცურ კოსტიუმებს ანიჭებს. მერკელს საკუთარი მკერავი ჰყავს – ჰამბურგელი ბეტინა შენბახი, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, კანცლერის ბინაში აკეთებს აზომვებს და შემდგომ სამკერვალოში კერავს ძირითადად შავ შარვლებს ბლეიზერთან შეხამებით, სამ ან ოთხ ღილზე.
* გაზეთების ცნობით, დილაობით გერმანიის კანცლერი ყავის ნაცვლად პიტნის ჩაის სვამს. მერკელი თავად იძენს პროდუქტებს სახლისთვის ახლო მდებარე მარკეტებში. კანცლერის საყვარელი კერძებია: სპაგეტი „ბულონიეზე“ და მწვანე კომბოსტოს სუპი.
* გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს ძაღლების ეშინია.
* ანგელა მერკელს ჩანთაში მუდამ უდევს მობილური ტელეფონი, რომლის საშუალებითაც იგი SMS-ით უკავშირდება მინისტრთა კაბინეტს და აძლევს შესაბამის დავალებებს. სწორედ მერკელმა დანერგა ურთიერთობის მსგავსი საშუალება გერმანელ ჩინოვნიკებში. გარდა ამისა, კანცლერს ხელჩანთაში მუდამ აქვს ბლოკნოტი და ფანქარი, სახის პუდრი და სათვალე (ანგელა მერკელი ახლომხედველია). ცნობისთვის, ანგელა მერკელი არ ხმარობს სუნამოს, არ უყვარს საყურეების, სამაჯურებისა და ბეჭდების ტარება.
* კანცლერის განკარგულებაშია ავტომობილი პირად მძღოლთან ერთად. გერმანიის მთავრობის მინისტრები და ფედერალური მიწების პრემიერ-მინისტრები უპირატესობას დაჯავშნილ „მერსედესებს” ანიჭებენ, მერკელმა კი პირად ავტომობილად „აუდი A8” არჩია. შორ მანძილზე ფრენის დროს მერკელის განკარგულებაშია ავიალაინერი „ეირბას A340”. ამ თვითმფრინავით, მერკელის გარდა, მინისტრთა კაბინეტის წევრებიც სარგებლობენ. მანამდე გერმანიის კანცლერი 20 წლის წინანდელი „ეირბას A310-ით” დაფრინავდა, რომელიც გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო ავიაკომპანიის საკუთრება იყო.
* ანგელა მერკელს ჰყავდა საკუთარი ავტომობილი – 1990 წლის გამოშვების, თეთრი ფერის  „ფოლკსვაგენ გოლფი”, რომელიც 2012 წლის მაისში ინტერნეტ-აუქციონ „იბეიზე” 10 165 ევროდ გაიყიდა.
* ახალგაზრდობის საკითხებში მინისტრად მუშაობის პერიოდში ანგელა მერკელი დღეში ერთ კოლოფ სიგარეტს ეწეოდა. ცნობისთვის, მერკელი ყველაზე ახალგაზრდა მინისტრი იყო – დანიშვნის მომენტში იგი 36 წლის გახლდათ.
* საზოგადოების მხრიდან ყურადღების ცენტრში რომ არ მოქცეულიყო, ანგელა მერკელის მეუღლე, იოაჰიმ ზაუერი, არ დაესწრო მეუღლის ინაუგურაციას.
* ანგელა მერკელი ჰოროსკოპით „კირჩხიბია“. კანცლერს უყვარს კლასიკური მუსიკა, განსაკუთრებით კი – რიჰარდ ვაგნერის ოპერები. უცხო ენებიდან მერკელი სრულყოფილად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს. კანცლერის საწერ მაგიდაზე მუდამ დგას რუსი იმპერატრიცას – ეკატერინას პორტრეტი.
* სტუდენტობის პერიოდში ანგელა მერკელი, მეგობრებთან ერთად, მოცვით სპეკულანტობდა. გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში „ხილითა და ბოსტნეულით ვაჭრობის ამხანაგობა” კერძო პირებს ერთ კილოგრამ მოცვში 4 მარკას უხდიდა. თუმცა, იმის გამო, რომ კენკრით ვაჭრობა სახელმწიფო დოტაციაზე იყო, მოცვი და სხვა კენკროვანი კულტურები მიმღებ ფასზე იაფად – კილოგრამი 2 მარკად იყიდებოდა. მერკელი და მისი მეგობრები მოცვს 4 მარკად აბარებდნენ, შემდგომ კი რომელიმე მათგანი მიდიოდა, 2 მარკად ყიდულობდა და შემდგომ კვლავ 4 მარკად აბარებდა.
* ანგელა ამერკელი საფეხბურთო კლუბ კოტბუსის „ენერჯის” საპატიო წევრია. კანცლერი აღმოსავლეთ გერმანული კლუბის ქომაგია.
* ჟურნალმა „ფორბსმა” გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ექვსჯერ დაასახელა მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ქალად. მხოლოდ ერთხელ,  2010 წელს, მერკელს ეს ტიტული ამერიკის პირველმა ლედიმ – მიშელ ობამამ ჩამოართვა.
* ყველაზე ჭკვიან ადამიანებად ანგელა მერკელს ფიზიკოსი მარი კიური, პოლიტიკოსი ლუდვიგ ერჰარდი და ფილოსოფოსი არისტოტელე მიაჩნია.
* სტუდენტობის პერიოდში ანგელა მერკელი ოფიციანტად მუშაობდა დისკო-კლუბში.
* ანგელა მერკელის საყვარელი მსახიობი ამერიკელი რობერტ რედფორდია.
* გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მოუწოდებს არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ფეხბურთელებს, რომ გამოვიდნენ ჩრდილიდან და ღიად განაცხადონ თავიანთი სექსუალური ორიენტაციის შესახებ. „აუცილებელია, რომ მათ გადადგან ეს ნაბიჯი, ღიად ისაუბრონ თავიანთ ორიენტაციაზე და არ იმალებოდნენ მოგონილი იმიჯების უკან”, – განაცხადა მერკელმა. ცნობილი ფაქტია – გერმანიის ნაკრების კაპიტნის, ფილიპ ლამის განაცხადი, რომ, იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე ფეხბურთელი ღიად დააფიქისრებს თავის არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციას, ეს ფაქტი გამოიწვევს ნეგატიურ დამოკიდებულებას მის მიმართ.
* სულ ახლახან გერმანიის ყოფილი კანცლერის, ჰელმუტ კოლის მრჩეველმა, ჰერტრუდ ჰელერმა გამოსცა წიგნი, რომელიც მთლიანად კანცლერ ანგელა მერკელს მიუძღვნა. წიგნის სახელწოდებაა „ნათლია” და ყდაზე გამოსახული მერკელი მაფიოზივით გამოიყურება. ჰელერი მოქმედ კანცლერს ტოტალიტარიზმში სდებს ბრალს და კრიტიკულად აფასებს მის პოლიტიკურ მოღვაწეობას. ჰელერის წიგნი გერმანიაში ბესტსელერად იქცა.

скачать dle 11.3