კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გამოელჩებული

არა – ძალადობას!

იმ მარტივი მიზეზით, რომ საქართველოს მეოთხედი ქვეყნის გარეთაა, უმეტესობა კურტნის მუშად, სავსებით ბუნებრივია, რომ ძალადობა მათაც და იქ გააპროტესტეს, სადაც იმყოფებიან. ერთ-ერთი საპროტესტო აქცია ლონდონში საქართველოს საელჩოსთანაც გაიმართა. აქციის მონაწილეებმა დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩი გამოიხმეს. ელჩმა ბადრიძემ ისინი დააფასა, საელჩოს შენობიდან გამობრძანდა და აქციის მონაწილეებს შეურაცხყოფაც მიაყენა („ეგ ცოცხი უკან გაიკეთეთო“).  მეორე დღეს გაირკვა, რომ ხსენებული ბადრიძე თანამდებობის დატოვებას აპირებს (ბუნებრივია, ხსენებულივე ინციდენტის გამო). თუმცა, ითქვა ისიც, რომ ელჩმა (თუ უკვე გამოელჩებულმა) ბოდიში მაშინვე მოიხადა და საკუთარი, რბილად რომ ვთქვათ, უზრდელობა, იმით ახსნა, რომ ვერ გაიგო, სიტყვა „ცოცხი“ რა კონტექსტით იყო მისი მისამართით ნათქვამი.
ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ საჯარო პირს თმენის ვალდებულება აქვს, დიპლომატს კი, დიპლომატიურს ვინღა ჩივის, ელემენტარული ეთიკის ნორმების დაცვა  ევალება, იმისდა მიუხედავად, ელჩი ბადრიძე, გადადგება თუ გადმოდგება, ის უკვე ვიცით, რომ მისგანაც, თუ კონტექსტს დაადგენს, „ცოცხის გაკეთება არ აგვცდება“!

скачать dle 11.3